მეგობარი, რომელიც ამ ზაფხულს წაიკითხე
27-07-2012
მეგობარი, რომელიც ამ ზაფხულს წაიკითხე

ხშირად მსმენია, რომ წიგნის წაკითხვას დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებენ.

არ ვიცი, ამით თავს იმართლებენ, თუ მართლა ძნელია, აქტიური სამუშაო დღის შემდეგ წიგნის ხელში აღება და რაღაც პერიოდი განტვირთვისათვის, სრულიად სხვა სამყაროში გადასვლა. სამყაროში, სადაც შენს თვალწინ ვითარდება ისტორია, რომლის მიმართ ინტერესი ხშირ შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ შეუმჩნევლად გადადიხარ ფურცლიდან ფურცელზე. ამ დროს სრულიად ეთიშები გარე სამყაროს და რჩები მხოლოდ წიგნის გმირებთან ერთად.

წიგნი ძალიან გავს მეგობარს. წიგნებს, ისევე როგორც
მეგობრებს, თავად ვირჩევთ. ოღონდ ერთი განსხვავებით, იმისთვის, რომ წიგნი შენი მეგობარი გახდეს, მასთან ერთად 10 ფუთი მარილის ჭამა სულაც არ არის საჭირო. უბრალოდ, მას საფუძვლიანად უნდა გაეცნო - ისევე, როგორც მეგობარს დამეგობრებამდე. აი, მერე, მერე კი... მთელი ცხოვრების მანძილზე ხშირად გვახსენდება მათი კონკრეტული ფრაზები და
რჩევა-დარიგებები, რომელსაც ხან ვითვალისწინებთ, ხან არა, მაგრამ ფაქტია, რომ ჭკუას ორივე მათგანს ვეკითხებით.
ახლა ისევ, ასე ვთვათ, წიგნის კითვის სეზონს, ზაფხულს დავუბრუნდები.

წელიწადის ამ დროს თითოეული ჩვენგანი ჩვეული გარემოს შეცვლას ცდილობს, რაც ხშირ შემთხვევაში ახალ კონტაქტებს, ახალ მეგობრებს გვძენს. და თუ თქვენ ამ ზაფხულს ადამიანებთან ერთად ახალ წიგნებსაც დაუმეგობრდით, შეგიძლიათ ბლოგის მკითხველსაც მოუყვეთ მათზე. წიგნებზე, რომელიც ზაფხულში გაიცანით.

რა წაიკითხეთ?
ვისი რეკომენდაციით წაიკითხეთ?
მოგეწონათ წაკითხული? თუ მოგეწონათ და მასთან დამეგობრებულმა სიამოვნებით მიუჩინეთ საუკეთესო ადგილი თაროზე, ამაზეც მოყევით.

პ.ს. ხშირად მახსენდება ერთი ბრიტანული წიგნის მაღაზიათა ქსელის სლოგანი: No inspiration, No future! ასეა, თუ არ არის შთაგონება, არ არის მომავალი. წიგნი კი უდავოდ შთაგონების წყაროა. შთაგონებისა, რომლის გარეშე, რასაც არ უნდა ვსაქმიანობდეთ, წინ ვერ წავალთ.

მოდით, მითხარით, რომ წიგნს მხოლოდ ზაფხულში არ კითხულობთ და რომ მისთვის დროის გამონახვა ყველაზე დამღლელი დღის შემდეგაც კი სავსებით შესაძლებელია ისევე, როგორც მეგობრებისთვის!
i.k.
22 თებერვალი 2013 17:52
მაკრაკუნას-აი ,შენისთანა გოგონები მომწონს ,მიუხედავად იმისა,რომ დრო არ გაქვს ,მაინც ახერხებ კითხვას.სულ მაგას ვეჩიჩინები ჩემ შვილს,რომელიც მართლა დაღლილი მოდის სამსახურიდან და ეგრევე იძინებს,რამდენიმე ფურცელი მაინც წაიკითხე -მეთქი.რავიცი მეც ისე ვერ ვიძინებ დგესაც ,რამდენიმე გვერდი თუარ წავიკითხე.ახლა დუმბაძეს ვკითხულობ,მიყვარს და ხშირად ვუბრუნდები ხოლმე.
makrakuna
12 თებერვალი 2013 01:23
მე მყავს პატარა შვილი, რომელსაც მთელი ჩემი თავისუფალი დრო სჭირდება, გარდა ამისა, ცალკე ვცხოვრობთ და საოჯახო საქმეების მოწესრიგება მე მევალება, თან კიდევ, სამწუხაროდ, არა ვარ ისეტი ბზრიალა და ცეცხლივით გოგო ათი ქალის საქმეს ერთ საათში რო აკეთებს :)მაგრამ, მიუხედავად იმისა რომ ჩემი დღე დაახლოებით 2:00. 2:30 მთავრდება, იმის მიუხედავადაც, რომ დაღლილს ძალინ მეძინება, ყოველ ღამე, ძილის წინ აუცილებლად ვკიტხულობ. ამდენი იმისთვის არ დამიწერია რომ საკუთარი თავი შეVაქო და ვინმეს მაგალითი მივცე, უბრალოდ მოგიყევით ჩემი ყოველდღიურობის შესახებ, და ამ ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია ჩემთვის კითხვა, ისევე მცჰირდება, როგორც ლაპარაკი ან თუნდაც თმის დავარცხნა :) სულ არ მენანება ის ნახევარი ან ერთი საათი პირიქით ამის შემდეგ კმაყოფილი ვიძინებ. ყველაზე ძალიან კი ის მინდა რო ირგვლივ ბევრი ასეთი გაგიჟებული მკითხველი მყავდეს იმიტომ,რომ კითხვის მერე ხმამაღალი ანალიზი აუცილებლად მჭირდება. ბოლოს კი ერთ რამეს ვეტყვი ყველას: არაფერია ამაზე უფრო საჭირო და სასარგებლო ცხოვრებაში, გარდა იმისა რომ საკუთარ ინტელექტს აიმაღლებთ და სულიერ სიამოვნებასაც მიიღებთ. იმაზეც იფიქრეთ როგორ იამაყებენ თქვენი შვილები ნაკითხი და გონებაგახსნილი მშობლებით.სულ ეს იყო :)
თამთა
05 თებერვალი 2013 16:15
ამ ზაფხულს წავიკითხე: ნათლია, კლოუნის თვალთახედვა, ტრიუმფალური თაღი და დათა თუთაშხია. ამათგან, მხოლოდ პირველმა და უკანასკნელმა მოახდინა საოცარი შთაბეჭდილება ჩემზე. დათა თუთაშხიაზე მინდა აღვნიშნო,რომ 23 წელი , არც მეტი არც ნაკლები, ნამდვილად შესაფერისი ასაკია მის წასაკითხად.

რედაქტორის რჩევით