ან ტრ...კი დააყენე, ან სისტემა გადააყენე - არჩევანი არჩევნებამდე
ან ტრ...კი დააყენე, ან სისტემა გადააყენე - არჩევანი არჩევნებამდე

დღეს, ჩვენს ქვეყანაში, ბევრისთვის ძალიან ძნელია გაარჩიოს, რა არის სიბრძნე და რა სიცრუე.

ფარული ჩანაწერების ბინძური ომი, რომელიც "ნაცმომ" დაამკვიდრა, ამ ქვეყნის ბევრ პატიოსან მოქალაქეს  ტვინს ურევს.
დიახ, ეს სიბინძურე "ნაცმოს" მოსვლის დღიდან მუდამ თან ახლავს ყველაზე უფრო აქტიურ და გადამწყვეტ პოლიტიკურ ფაზას, მეტწილად კი წინასაარჩევნო პროცესებს; თუმცა, მე ვფიქრობ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანია ყველაზე მეტად არის სიძულვილისა და ზიზღის ენით გაჯერებული, ვიდრე ოდესმე, საქართველოში ან … შესაძლოა
მის ფარგლებს გარეთაც კი.

ამ ქვეყნად ბევრი ვერ შეძლებს ისე წარმატებულად გააცოცხლოს და ნათლად გვიჩვენოს ორუელის "1984"-ს სიძულვილის ორწუთეული, როგორც მიშამ შეძლო თავის წინასაარჩევნო გამოსვლებისას, თუმცა საკმარისია პარალელები ამ ქვეყნის მაღალთა და ორუელის ნაწარმოების გმირთა შორის, მით უფრო ჩემგან, ვინაიდან ამაზე ცალკე პოსტში უკვე ვისაუბრე,
თუმცა ამჯერადაც მიშას რეჟიმს კიდევ ერთ ლიტერატურულ ჟანრთან, იგავებთან ერთად მიმოვიხილავ...

პირველი იგავი ორმოში ჩაგდებული მეფეა. ბევრი ტვინის დატანება არ სჭირდება ამ იგავის დღევანდელ რეალობასთან ასოცირებას.

მას შემდეგ, რაც მიშამ ედიკა და მისი მთავრობის ის ნაწილი განდევნა, რომელიც მას არ ევასებოდა,  მიშა და "ნაცმო" გამუდმებით მახსენებს "ორმოში ჩავარდნილ მეფეს".

ამ შემთხვევაში, ცხადია, მიშა ის "ერთი მეცნიერი კაცია", რომელმაც ჩვენი, ქართველების ამოყვანა ინება ორმოდან, და მან ზუსტად ისე განაგრძო ჩვენთან ურთიერთობა, როგორც პერსონაჟმა ზემოთ ხსენებული იგავიდან.
დღეს, სააკაშვილი მუდმივად გვაყვედრებს ყოფას, რომელიც მართლაც განსხვავდება ედოს პერიოდისგან.
საერთოდაც, სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში აქცენტები წარსულზე უფრო კეთდება, ვიდრე მომავალზე. ის წარსულს გვახსენებს მუდამ. სულ გვესმის:
-    შევარდნაძის დროს - ისა! ... ახლა კი...
-    შევარდნაძის დროს - ესა! ... ახლა კი...

სულ წარსული, წარსული... გახსოვთ, რა ხდებოდა მაშინ?! ჰაიიიტ! არ გაბედოთ, არ დაივიწყოთ; როგორ, აღარ გახსოვთ?! უუუხ, თქვენი! აბა, გაიხსენეთ უშუქობა, უასფალტობა, უ-ისაობა, უ-ესაობა... გაიხსენეთ, გაიხსენეთ! და დაივიწყეთ ის წყეული, სადისტური კადრები პატიმრებზე, რომელსაც გიჩვენებენ! და საერთოდ, გამორთეთ ტელევიზორები, შეხედეთ შენებას, აღმშენებლობას, მე შემომხედეთ, მე!

იყავით გულწრფელნი, მითხარით, ხო კარგი ვქენი, რომ ორმოდან ამოგიყვანეთ?!
აბა, დაფიქრდით, გასული წლების უასფალტობასთან, სიცივესთან, სიბნელესთან რა მოსატანია პატიმართა წამება! პატიმრები... ეს ყველგან ხდება! აი მაშინ კი, იმ დროს თქვენ ყველანი პატიმრები იყავით! ახლა თქვენ თავისუფალი ადამიანები ხართ, რომლებსაც არჩევანის საშუალება აქვთ. სწორედ თქვენ უნდა აირჩიოთ - გინდათ შენება თუ წარსულში დაბრუნება, სადაც ქურდული, ბნელი და შავი სამყარო გელით!

მიშა მართალია. ქურდები და "შავები" წავიდნენ, მაგრამ მოვიდნენ "გამშავებლები", რომლებიც არანაკლებ ამორალურნი და მავნებელნი არიან საზოგადოებისთვის.
მიშას და მის რეჟიმს, "გამშავებლების" წყალობით შეუძლია "გააშავოს" ყველა, ვინც მისი ხელისუფლების წინააღმდეგ წავა.
"ნაცმოს" პროფესიონალ "გამშავებელთა" გუნდს აქვს არაჩვეულებრივი ნიჭი, რომ, პირობითად, პატიოსანი მონაზონიც კი უკანასკნელ კახპად შერაცხოს.

იგავებზე საუბრისას, ცხადია, გვერდით ვერ ავუვლით ცნობილ იგავს მატყუარა მწყემს ბიჭზე, ტყუილად რომ გაიძახის, - მგელი მოდისო და მშველელს უხმობს. მატყუარა მწყემსი ბიჭის როლი, პრეზიდენტ სააკაშვილს, არაერთხელ მოურგია. მგლის როლში, რა თქმა უნდა, ყოველთვის რუსეთია.
მგელი მოდის ყოველთვის, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ჩნდება ახალი, მძლავრი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა; მგელი მოდის ყოველთვის, როდესაც მოდის არჩევნები და საერთოდ, ყოველთვის, როდესაც "ნაცმოს" რეიტინგში რაღაც ისე ვერ არის... მთელ ამ იგავში ყველაზე მტკივნეული იგავის დასასრულია - სადაც, ბოლოს, მართლა მოდის მგელი, ბიჭი საშველად ისევ უხმობს ხალხს, მაგრამ აღარავინ უჯერებს და მგელიც ფარას მუსრს ავლებს...

ბატონო პრეზიდენტო, მთავარი პრობლემა, რომელმაც თქვენ ხალხისგან დაგაცალკევათ, ყველაზე ნათლად ამ საყოველთაოდ ცნობილ იგავში ჩანს. ტყუილი ნებისმიერ ურთიერთობას ანგრევს, მით უფრო ისეთ დისტანციურს, რომელიც თქვენ გაპრეზიდენტების შემდეგ გაქვთ ხალხთან. მთავარი პრობლემა სახეზეა - ხალხს აღარ ჯერა შენი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ან შენ უნდა აღიარო, რომ ტყუი, ან ხალხმა მიიღოს ახალი ჭეშმარიტება, რომ შავი - თეთრია. პირადად მე, სხვა გზას ვეღარ ვხედავ, მით უმეტეს, რომ თქვენი ცხვირი, პინოქიოს ცხვირის მსგავსად, ტყუილზე არ რეაგირებს...

მიშას რეჟიმის ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, ან მიშას სხვადასხვა პერსონებთან შედარება უსაშველოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ, თუმცა შაირის არ იყოს, "გრძელი სიტყვა მოკლედ" ვთქვათ და ეს პოსტიც ამით დავასრულოთ.
ფოტოკოლაჟი შედარებისთვის, რომელიც Facebook-ზე მაშინ "დატრიალდა", როდესაც "ნაცმო" "დინამო არენას" სტადიონზე მართავდა შეხვედრას.
მტკივნეულია ამის ნახვა, ხო? ჰო, ხელისუფლება, რომელიც 15 წლით გეყოლება, აუცილებლად გატკენს. ეს ბუნებრივია... ასე რომ, გააკეთე არჩევანი - ან გადააყენე სისტემა, ან დააყენე ტრ*კი...



yuriburi
14 თებერვალი 2013 18:10
Gio!

Bravo! კარგი ანალიზია, მითუმეტეს ეს 1 ოქტომრამდე
დაგიწერიათ ! მკაფიო და ზუსტი აქცენტებია! თქვენ და სხვა მრავალმა კალმოსანმა უნდა შეუწყოს ხელი ნამდვილი ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას!

ნუ დაივიწყებთ და იფიქრეთ გასული 90-იანი წლების
ობიექტურ შეფასებაზე, სწორედ მაშინ გაუჩნდა ნადვილ ქარტულ საზოგადოებას დიდი იმედი მომავალზე! რომელიც სისხლში ჩაახრჩო ედვარდ "გიორგის" მეთაურობით გაერთიანებულმა ნომენკლატურულ-კრიმინალურმა ბ,ნ,დ,ებმა!
nina
08 ოქტომბერი 2012 12:43
ცოთა ხანში დაიწყება ბიძინას ღალატი ეს ვინ ყოფილაო იტყვიან...ზოგი ისევ გაჩუმდება, პრინციპით ივანიშვილს ნაკლი არა აქვს, ფული აქვს....იგივე არ მომწონს ნაცებშიც, ნაკლზეც ვისაუბროთ და ღირსებაზეც...
Dato
06 ოქტომბერი 2012 17:32
ნაცისტების მიბაძვა რა შუაშია თქვე გონებასუსტებო(მიხვდებიან ვისაც ვგულისხმობ)ნაციონალების შეხვედრაზე,ეროვნულ სტადიონის მინდორზე საქართველოს დროშა იყო გამოსახული...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები