ყველაზე პოპულისტური და ცრუ წინასაარჩევნო დაპირებები
ყველაზე პოპულისტური და ცრუ წინასაარჩევნო დაპირებები
წინასაარჩევნო კამპანია ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ორი რამით არის საინტერესო: 1 - რამდენად ჯანსაღია წინასაარჩევნო გარემო, რამდენად თანაბარ პირობებში არიან საპრეზიდენტო კანდიდატები და 2 - რა შინაარსისაა და რამდენად მომხიბვლელია კანდიდატების დაპირებები ელექტორატისთვის. აქედან პირველი ფაქტორი თავად კანდიდატებისთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, მეორე კი - ამომრჩევლისთვის. წინასაარჩევნო დაპირებები ყოველთვის მრავალფეროვანია. დაპირებებისა და სლოგანების ფორმირებაზე ყოველი არჩევნების წინ დიდი ფული იხარჯება. იხარჯება "პიარშიკების" ენერგიაც, რომ რაც შეიძლება დამაჯერებელი იყოს მათი წინასაარჩევვნო დაპირებები
ხალხისთვის.

კანდიდატების ვიდეორგოლებისა თუ სარეკლამო ბილბორდების "შეფუთვა" დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ცხადია, მთელი ეს ჯაფა პოპულისტური დაპირებების ელექტორამდე მიტანასა და ტვინში გაჯერებაზე იხარჯება და შესაბამისად, ამომრჩეველის დიდი ნაწილი არა საარჩევნო პროგრამების, არამედ წინასაარჩევნო სლოგანების მიხედვით ირჩევს.

დიახ, ხშირ შემთხვევაში ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატს იმავე პრინციპით ვირჩევთ, რა
პრინციპითაც, მაგალითად, ტკბილეულს ან სხვა ნებისმიერ პროდუქტს სუპერმარკეტების დახლზე.

ჩვენს ყურადღებას იქცევს შეფუთვა.

დაფიქრდით, რამდენჯერ გიყიდიათ პროდუქტი მხოლოდ იმის გამო, რომ მან თქვენ კრეატიული რეკლამითა და სარეკლამო სლოგანით დაგაინტერესათ. და რამდენჯერ დარჩენილხართ იმედგაცრუებული...

წინასაარჩევნო კამპანიისას ამომრჩეველი, გარკვეულწილად, ორსულ ქალს გავს. ამ პერიოდში მოქმედი მთავრობები გვისრულებენ ყველაფერს, რასაც მოვისურვებთ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ეს პერიოდი ბევრად ხანმოკლეა, ვიდრე ორსულობა... ცხადია, ამ ტექსტის მიზანი სრულიად არ გახლავთ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა დემოტივაცია, თუმცა საინტერესოა თვალი გადავავლოთ გასული ათწლეულის ყველაზე პოპულარულსა და პოპულისტურ წინასაარჩევნო ცრუ დაპირებებს იმისთვის, რომ ამჯერად, არჩევანის გაკეთებისას, მეტად ფხიზლად ვიყოთ.

წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულისტური დაპირებების სამეულს, რომელიც არ შესრულდა.

მესამე ადგილი - ციფრებით მანიპულირება

ციფრებით მანიპულირება მარკეტინში წარმატებული მეთოდია და ეს კანდიდატების "პიარშიკებმა" ძალიან კარგად იციან. ყველას კარგად გვახსოვს სააკაშვილის დაპირებული 100 ახალი საავადმყოფო და ივანიშვილის დაპირებული 100 ახალი ქარხანა... კიდევ უფრო შორეულ წარსულში მილიონი სამუშაო ადგილი...

დენი10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი - უფასოდ. შეიძლება ითქვას, რომ ესეც ამავე ჟანრიდან არის. მართალია გიორგი თარგამაძის გუნდს ამ სლოგანმა არჩევნებზე მოგება ვერ მოუტანა და შესაბამისად, ძნელია იმის თქმა, გამარჯვების შემთხვევაში შეძლებდნენ თუ არა "ქრისტიან-დემოკრატები" აღნიშნული დაპირების სისრულეში მოყვანას, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მრავალი ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, სლოგანი ზედმეტად მომხიბვლელად ჟღერს საიმისოდ, რომ ის რეალურად შესრულებულიყო.
მეორე ადგილი - საქართველო სიღარიბის გარეშე

ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით სლოგანი ხომ იდეაშივე უტოპიურია, მაგრამ სამაგიეროდ - პოპულისტური!

პირველი ადგილი- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

დაბოლოს, ცხადია, პირველი ადგილი ეკუთვნის დაპირებას, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ამომრჩეველთა ემოციებზე აპელირების მთავარი მეთოდი იყო - დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ეს მეთოდი, თავის დროზე, ყველაზე ეფექტურად სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა გამოიყენა. ამის პირობა ოქრუაშვილმა სატელევიზიო ეთერში, სააკაშვილმა კი დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო.
მკითხველის კომენტარი (4)
rezo
24 ოქტომბერი 2013 16:32
წინასწარ უნდა გავაანალიზოთ ძირითადი კანდიდატები. მათი გამოსვლები, დაპირებები და რომელიც უფრო მისაღები იქნება საზოგადოებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის იმას უნდა მივცეთ ხმა. არანაირი პიარი არ უნდა მივიღოთ მხედველობაში. მთავარია მისი ადამიანობა და ჩვენი ინტუიცია.
ბირთვისელი
24 ოქტომბერი 2013 14:09
ჩვენი უბედურება მარტო ის კი არ არის რომ გვატყუილებენ არამედ ისიც რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ხალხის მიერ ხელისუფლებაზე ზემოქმედების არანაირ ბერკეტებს მხოლოდ გამოსვლების და მიტინგების უფლება აქვს ხალხს. ხოლო მიტინგი და გამოსვლა რომ უდაბნოში ძაღლის ყეფას გავს ამაში არაერთხელ დავრწმუნდით.ყოველი ახალი მთავრობა მოსვლისთანავე სასწრაფო წესით ცვლის და თავის თავზე ირგებს კინსტიტუციიდან დაწყებული ყველა კანონს(მათ შორის დღევანდელი მთავრობაც) . ვიდრე ეს ყველაფერი არ დამთავრდება და ხალხი არ აიღებს ხელისუბლებაზე ზემოქმედების რეალურ ბერკეტებს იქამდე არაფერი არ გვეშველება.
დღევანდელი კანონმდებლობით პარლამენტს შეუძლია გამოუცხადოს პრეზიდენტს იმპიჩმენტი და თანამდებობიდან გადააყენოს ხოლო პრეზიდენტს უფლება აქვს დაშალოს პარლამენტი აქედან გამომდინარე ორივე შტო ცდილობს შეხმატკბილებულად იყვნენ.ხოლო მოსახლეობას უფლება აქვს მხოლოდ არჩევის, გადარჩევის ნურას უკაცრავად ვიდრე ვადა არ ამოეწურებათ აქდან მოდის ყველაფერი ვინაიდან მთავარია რაც შეიძლება მეტად დაგვაბოლონ და თავი აგვარჩევინონ შემდგომში მათ თავინთივე მიღებული კანონებით ხელშეუხებლობა გარანტირებული აქვთ.
დროა ხალხმა გამოიღვიძოს და დაიწყოს კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების მოთხოვნა რაც ჩვენ გვაწყობს და არა გადადექი გადმოდექის ყვირილი.
როდესაც ჩვენს არჩეულებს სკამის დაკარგვის შიში ექნებათ მხოლოდ მაშინ გააკეთებენ ისეთ საქმეს რომელიც ხალხისთვის და ქვეყნისათვის იქნება სასარგებლო
lalo
24 ოქტომბერი 2013 09:54
იცით, რა გამახსენდა? ქართული ფილმი, ,,ლონდრე,, გაბრიელის სიტყვები, ვიცი, რომ მატყუებენო, ასეა ჩვენი საქმე, ვიცით, რომ გვატყუებენ და მაინც მივდივართ არჩევნებზე)))
hm
23 ოქტომბერი 2013 21:44
ეჰჰჰ და ისევ ეჰჰჰ, ყველა მხოლოდ ტანამდებობისტვის და სკამისთვის იბრდზვის, სამშობლოზე და ხალხზე კი არავინ პიქრობს და რა ვქნათ ეხლა ჩვენ , გაუბედურებულებმა და წყალწაგებულმა ხალხმა, თქვენ გვირჩიეთ რამე, გვეშველება რამე, ამდენი გამყიდველი და მოგალატე ჩინოვნიკების ხელში? ერთი სულიგა დაგვრჩა, რომელსაც ვგაპავთ და ისე მიდის საქმე იმის ამორთმევასაც გვიპირებენ, ნეტავი მერე რომელი ქვეყნის პრეზიდენტები უნდა იყვნენ, საქართველოს თუ................((((((((((((

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები