პოლიტიკური თამაში ცხვარსა და "ოციანზე"
პოლიტიკური თამაში ცხვარსა და "ოციანზე"
"ღმერთო, ოღონდ ჩემი შვილი გადაარჩინე და წმინდა გიორგის ეკლესიაში ცხვარს დავკლავ!.." - ასე უთქვამს მამაჩემს, ავარიაში რომ  მოვყევი. ამ ამბიდან ორ თვეში ჩემს გამოჯანმრთელებას ცხვარი შეეწირა.

დიდი ხანია, რაც ეს ყოვლად უწყინარი ცხოველი ადამიანთა ჩანაფიქრების სამსხვერპლოდ იქცა. ამ ორი დღის წინ კი ცხვარს, ქართველი ხალხის სიმბოლოს ტიტულიც ერგო, როცა შალვა ნათელაშვილმა გაძვალტყავებული ბეკეკა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს - ცეზარ ჩოჩელს პირდაპირ  სახლის ჭიშკარზე ჩამოუკიდა.

"ასე გაატყავეს და გამოხრეს საქართველო სააკაშვილმა და ჩოჩელმა. მალე ჩამოვკიდებთ
მათ ჩონჩხებს რუსთაველის გამზირზე მდგარ ჭადრის ხეებზე", - განაცხადა ნათელაშვილმა, როდესაც ცხვრის ჩონჩხი ჩოჩელის სახლის ჭიშკარზე დაკიდა.
ბრძენია პოლიტიკოსი ნათელაშვილი. ცხვარი მართლაც რომ ქართველთა სიმბოლო უნდა იყოს, რადგან "ცხვარი ცხვარია, თუ გაბრაზდა ცხარიაო" 
- ჩვენზეა ნათქვამი. ჩვენ ხომ მართლაც ბევრის მოთმენა შეგვიძლია, მაგრამ თუ გავბრაზდით - მტრისას!

ნათელაშვილის საოცარი შოუს გაშუქებას ერთმანეთს ასწრებდნენ პროსახელისუფლებლო და შესაბამისად, - "ანტილეიბორისტული" არხები; ამ სანახაობის შესახებ წერდნენ "ფეისბუქსა" და ფორუმებზეც. შალვა დღის გმირი გახდა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ მოხდა ის, რამაც ეს "გაწონასწორებული და თავშეკავებული" პოლიტიკოსი მდგომარეობიდან გამოიყვანა, თანაც იმ დონეზე, რომ არც საჯაროდ დედის გინებისგან შეუკავებია თავი.

საქმე ის არის, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა, დაუპატიჟებელი სტუმარის სახლში შეპატიჟების ნაცვლად, სახლიდან "ოციანით" ღვინო (სამწუხაროდ, ღვინის სახეობა ჩვენთვის უცნობია) და მწნილი გაუგზავნა. ჩემი აზრით, ამ დღის შემდეგ, ჩოჩელი საქართველოს სადღეგრძელოს წარმოთქმისას, აღარასდროს იტყვის ფრაზას - "ჩვენ, მთელს მსოფლიოში ყველაზე სტუმარმოყვარე ხალხს გაგვიმარჯოს" (ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ გუბერნატორი ჩოჩელი საერთოდ მიირთმევს საქართველოს სადღეგრძელოს).
ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ შალვა ნათელაშვილმა ჩოჩელის სამფლობელო ლანძღვა-გინებით დატოვა. "ლეიბორისტთუხუცესის" თქმით, ჩოჩელებმა აღნიშნული ქმედებით ლეიბორისტები და საქართველოს მოქალაქეები მათხოვრებად აღიქვეს, რის გამოც ჩოჩელის პურ-მარილს წიხლი უკრეს - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. 

KvirisPalitra.Ge"სანახაობის" ფინალური სცენა ყველაზე ცუდი იყო, როდესაც ჩოჩელის წარმომადგენელმა, ნაცვლად იმისა, რომ ნათელაშვილის ძღვენი მიეღო ან სულაც უპოვართათვის გადაეცა, ცხვარი  ქუჩაში მოისროლა.

უნდა ვაღიაროთ, რომ შალვა ნათელაშვილი ქართველ პოლიტიკოსთა შორის ყველაზე კრეატიულია და მის ამ მორიგ "კრეატიულ" ქმედებაზე ზოგი "მსუბუქად გაჯავრდა", ზოგი აღშფოთდა, ზოგი კი აღფრთოვანდა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუს წამყვანს - ნანუკა ჟორჟოლიანს კი, ნათელაშვილთან თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდა: "შალვა მინდა პროდიუსერად. კრეატივი ამას ჰქვია" - დაწერა ფეისბუქზე ჟორჟოლიანმა.

"იმედს" კრეატივში ძალიან რომ უჭირს, ამ სტატიის მართალი სიტყვების ავტორს ეჭვი არ ეპარება და ვფიქრობ, ამ სრულიად არასაკამათო საკითხში, მკითხველიც დამეთანხმება.
გამოეხმაურება თუ არა ჟორჟოლიანის შეთავაზებას შალვა ნათელაშვილი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუსა" და შალვა ნათელაშვილის თანამშრომლობა თუ შედგება, დარწმუნებული ვარ, რომ ნანუკა მხოლოდ ამ შემთხვევაში აიხდენს სანუკვარ ოცნებას - რეიტინგებში დაეწიოს და გაუსწროს "პროფილს".

 

გიორგი გიორგაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

lia
20 მარტი 2011 19:01
Tazo, სად დაინახე პირფერობა?
შენს განწყობაში კი, აშკარად ჩანს "გარკვეული" პოლიტიკური სიმპათია :D
Tazo
20 მარტი 2011 18:43
შალიკო ,,კრეატიული" კი არა ერთი დარეხვილი და ცრუპენტელა კაცია და მისი ადგილი საგიჟეშია. ასეთ ადამიანებს რომ ეპირფერებით, იმიტომ ხართ თქვენც ჟურნალისტები ერთი-ორი გამონაკლისის გარდა ბანძები და ოპოზიციის პიჟონები, ხოლო ,,პროფილი" თქვენთვის ,,რეიტინგული" გადაცემაა.
meri
14 მარტი 2011 23:13
მოკლედ მეფეებივით ცხოვრობენ ეს კორუმპირებული
გაზულუქებული მაღალჩინოსნები
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები