ბლოგერები
გიორგი გაჩეჩილაძის ბლოგი
ბოლო რამდენიმე ათეული წელია საქართველოს მოსახლეობას მუდმივი "დაძაბულობის" რეჟიმში უწევს ცხოვრება. "ცივილიზებულ სამყაროში" მცხოვრები ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებმაც ხშირ შემთხვევაში საკუთარი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების ვინაობაც არ იციან, ჩვენებურები იგივე პოლიტიკასა და ქვეყნის სხვა პრობლემებში კარგად გათვითცნობიერებულები არიან. მოკლედ, "მოწყენისა და დასვენების" დრო არასოდეს გვაქვს და არის ქვეყანაში მუდმივი აჟიოტაჟი და რია-რია. სწორედ ამ ყველაფერის ჩემებურ ხედვას გთავაზობთ ბლოგად.
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი - 28 ოქტომბერი თანდათან გვიახლოვდება
13-08-2018
დაწვრილებით...
ეჰ, ქალბატონო ლელა, ეგებ გვითხრათ, ვინ იმარჯვებს 28 ოქტომბერს, ანუ წამზომი ჩაირთო
წინა კვირას საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბოლოსა და ბოლოს ინება, ყურად იღო პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის "დიდი თხოვნა" და მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო თარიღი დაასახელა
06-08-2018
დაწვრილებით...
წინა საუკუნის 80-იან წლებში ჩვენს ოჯახს ახლობელი ჰყავდა, რომელიც ერთ-ერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში რიგითი მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ, მისი მეუღლე კი სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. ხელფასიდან ხელფასამდე თავი გაჰქონდათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ყოველდღიურად სარგებლობდნენ და არც იმდროინდელი მაღაზიების გრძელ რიგებს უფრთხოდნენ.
30-07-2018
დაწვრილებით...
ალბათ, ქართული "პოლიტიკური ელიტა" ფეხბურთში მსოფლიო პირველობის დასრულებას ელოდა, რადგან წინა კვირას თანამემამულეებს არანაკლებ მძაფრსიუჟეტიანი მოვლენებით დახუნძლული რამდენიმე სანახაობა შესთავაზა
23-07-2018
დაწვრილებით...
ფრთხილად, მარგველაშვილი არ მოგენატროთ - ვის უჭერს მხარს საფრანგეთის მოქალაქე გრიგორიჩი?
მართალია პატარა ხორვატია ვერ გახდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი, მისი ჩინებული გამოსვლა საქართველოსთვის გამორჩეულ მაგალითად უნდა იქცეს. ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, ჩვენსავით ომგამოვლილი, ჩვენსავით გაპარტახებული ეკონომიკა და სოციალური პრობლემები.
16-07-2018
დაწვრილებით...
პრეზიდენტი, სიძე, ცოლისძმა... - არიან თუ არა ცოლის ნათესავები ნათესავები?!
ხორვატია კი პატარა საქართველოსთვის მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს. ჩვენსავით მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანა, ჩვენსავით ომგამოვლილი და პრაქტიკულად განადგურებულ-გავერანებული, დღეს ევროპის კონტინენტის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა და განვითარებასაც წლიდან-წლამდე აგრძელებს, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ქვეყნის შენების გზებს ჯერ კიდევ უშედეგოდ ვეძებთ.
09-07-2018
დაწვრილებით...
მამამთილი მიშას ფიქრები, კახიშვილი, როგორც მესი და
რუსეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე მესი, ინიესტა და რონალდო ვადაზე ადრე შინ გაემგზავრნენ, აი, დალერ კუზიაევი კი მსოფლიო თასისათვის ბრძოლას აგრძელებს
03-07-2018
დაწვრილებით...
რას იზამს
რუსეთში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო პირველობაზე დღეს ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება.
26-06-2018
დაწვრილებით...
როცა ივანიშვილი პრემიერებს ნიღბებივით იცვლის...
გასული კვირა ქართული საზოგადოებისათვის ორმაგად დატვირთული აღმოჩნდა და ამის ლომის წვლილი რუსეთში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობამ შეიტანა. მართალია ქვეყანამ ახალი პრემიერ-მინისტრი და დროებითო მთავრობა მიიღო, მაგრამ ამისათვის არავის ეცალა, ალბათ თავად ბატონ პარლამენტარებსაც.
25-06-2018
დაწვრილებით...
ივანიშვილი, ვითარცა ქარიშხალი
შევარდნაძის დროიდან დაწყებული არაერთი სამთავრობო გადაადგილების მომსწრენი გავმხდარვართ. ხშირი ყოფილა შემთხვევა როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა, სრულიად განსხვავებული პროფილის სამინისტროებს უდგებოდა სათავეში.
18-06-2018
დაწვრილებით...
"ჩემი შენ გითხარიო..." - ამსტერდამელი ვამპირი გახარია და მართლა კააა, რა "ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება. ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს გახარიას…" - განაცხადა საქართველოში ბოლო დრო მიმდინარე პროცესების შესფასებისას ექსოდესელმა და აწ ამსტერდამელმა ვამპირმა მიხეილ სააკაშვილმა...
12-06-2018
დაწვრილებით...
ვეკითხები წულუკიანს და დანარჩენებს, როდის გაიწმინდება პროკურატურა და სასამართლო
ზაზა სარალიძის თავს დატეხილმა უბედურებამ სრულიად ქვეყანა შეძრა და სათავე ახალ, გინდა საზოგადოებრივ, გინდა პოლიტიკურ მოძრაობას დაუდო. სარალიძე ერთი უბრალო მოქალაქეა, რომელსაც ზურგს არც გავლენიანი მხარდამჭერ-მფარველები და არც მძლავრი ფულადი რესურსები უმაგრებს. ის მეექვსე თვეა სამართალს ეძებს, სამწუხაროდ ჯერჯერობით უშედეგოდ.
04-06-2018
დაწვრილებით...
გაბუნიას
აქამდეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, მაგარი საქმეგამოლეული ხალხი ვართ, უცებ ერთი შთაბეჭდილებით გადავირევით რაღაცაზე, აღვშფოთდებით, ვივიშვიშებთ, შემდეგ ვიღლაბუცებთ, დავღლით ენასა და ხელს ლაქლაქითა და "ფეიბუკში" წერით მანამ, ვიდრე ახალი აღსაშფოთებელ-სავიშვიშე-საღლაბუცო თემა არ გამოგვიჩნდება.
28-05-2018
დაწვრილებით...
რამდენიმე ათეული წლის წინ ქართველ ათლეტებს ზღაპრული პირობები არ ჰქონიათ. ისინი მოყვარულ სპორტსმენებად მიიჩნეოდნენ და როგორც სოციალისტურ წყობაში მიღებული გახლდათ, საკუთარი შრომის სანაცვლოდ საბჭოთა მშრომელების ტიპურ ანაზღაურებას იღებდნენ. მართალია ჰქონდათ გარკვეული შეღავათები, მაგრამ მათი იმდროინდელი საზღვარგარეთელი კოლეგებისგან განსხვავებით ეს მაინც ზღვაში წვეთი იყო.
23-05-2018
დაწვრილებით...
1989 წლის 9 აპრილს ამ სტრიქონების ავტორი მთავრობის სასახლის წინ იმყოფებოდა და იმ ტრაგიკული ღამის თვითმხილველიც შეიქმნა. იქვე, მთაწმინდაზე ვცხოვრობდი და სადღაც, ღამის 12 საათზე დედამ ჩამომაკითხა - "შვილო, გავიგე მიტინგის დაშლას აპირებენ და სანამ დროა სახლში წამოდიო".
15-05-2018
დაწვრილებით...
სასწრაფოდ აბაშიშვილის დიეტა გუგულის მომხრედ და მოწინააღმდეგედ გაყოფილ ქვეყანაში!
წინა კვირის ქართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრება განსაკუთრებით "მჩქეფარე" გამოდგა და ამისი უმთავრესი გმირი, პრეზიდენტის გარდა, რა თქმა უნდა, პარლამენტარი გუგული მაღრაძე აღმოჩნდა.
07-05-2018
დაწვრილებით...
ბიძინას ორი სია და სააკაშვილის თითოკაციანები
2015 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: - "მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას, რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის". ამ სიტყვებიდან სრული სამი წელი გავიდა და მოსახდენიც მოხდა - ივანიშვილი დიდ პოლიტიკას დაუბრუნდა.
30-04-2018
დაწვრილებით...
ნადიეტარი სააკაშვილის
ნადიეტარი მიხეილ სააკაშვილი ისევ ფორმაშია და როგორც აღმოჩნდა, ისევ ყოფილ სამშობლოზე ფიქრი არ აძინებს...
ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, უკრაინაზე საბოლოოდ ჩაიქნია ხელი და ისევ საქართველოს შემოუტია. ჰოლანდიაში ლექციების წაკითხვა არ ყოფნის მოჭარბებული ენერგიის დასახარჯად და რა ქნას...
23-04-2018
დაწვრილებით...
თითის დაქნევა უმრავლესობაში და მარგველაშვილის მიერ დარიგებული
წინა კვირას სრულიად მსოფლიო სირიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალყურს
16-04-2018
დაწვრილებით...
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?