ბოლო რამდენიმე ათეული წელია საქართველოს მოსახლეობას მუდმივი "დაძაბულობის" რეჟიმში უწევს ცხოვრება. "ცივილიზებულ სამყაროში" მცხოვრები ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებმაც ხშირ შემთხვევაში საკუთარი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების ვინაობაც არ იციან, ჩვენებურები იგივე პოლიტიკასა და ქვეყნის სხვა პრობლემებში კარგად გათვითცნობიერებულები არიან. მოკლედ, "მოწყენისა და დასვენების" დრო არასოდეს გვაქვს და არის ქვეყანაში მუდმივი აჟიოტაჟი და რია-რია. სწორედ ამ ყველაფერის ჩემებურ ხედვას გთავაზობთ ბლოგად.
კორონავირუსის მომძლავრების დღეებში თვითიზოლაციის პირობებში გადასვლა მომიწია. ვმუშაობ სახლიდან, გარეთ გასვლა კი დღეში მხოლოდ ერთხელ, ახლომდებარე მაღაზიაში, ისიც რამდენიმე წუთით მიწევს. ანალოგიურ მდგომარეობაშია ჩემი მეუღლე და ორი შვილი.
რამდენიმე კვირის წინ, თბილისის სპორტის სასახლეში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს პირველობის მიმდინარეობისას დაწყებული კონფლიქტი ახალ ფაზაში შევიდა და ისეთი პირი უჩანს, რომ მალე არც დასრულდება. ე.წ. "სპორტულმა" და "შიდა საოჯახო" ინციდენტმა გარკვეულწილად პოლიტიკური ელფერიც შეიძინა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატის დამარცხებასა და "ნაციონალური მოძრაობის" რევანშს ერთგვარად ველოდებოდიც კიდეც, მაგრამ მწარე რეალობა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.
რაც უფრო ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, მით მეტი ხმაურისა კანდიდატების ურთიერთ "გაშავების" მოწმენი ვართ. ქვეყნის "უბრალო მოკვდავებს" მოსაწყენად საქმე არ გვაქვს, რამეთუ ესოდენ პოპულარულ თურქულ ტელესერიალებს სერიოზული ყოველდღიური მეტოქე - "ქართული წინასაარჩევნო ქრონიკები" დაუპირისპირდა
ამქვეყნად არსად არავის არ გამოსჩენია იმდენი მიმბაძველი და მიმდევარი, რამდენიც პოპულარულ ლივერპულელ ოთხეულს. ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი წინა საუკუნის 60-70-იანი წლების თაობას ცხოვრების წესისა და ქცევის ნორმების, მეტყველების, მიხვრა-მოხვრისა და ჩაცმის სტილის დამდგენად მოევლინა.
ქვეყნის მთავრობამ "მარიხუანას თემა" შემოგვიგდო და ამ საკითხმა ყველა სხვა საჭირბოროტო პრობლემა უკანა მხარეს გადაწია. რა ხდება? საით მივდივართ? ეჭვი მაქვს რომ ერთგვარ ვირტუალურ სამყაროში გადავინაცვლეთ და ყოველდღიურად რაღაც გამოგონილ ქვეყანაში ვმოღვაწეობთ და ვცხოვრობთ.
თავის დროზე, როცა ნიკა გვარამიამ თქვა, ბიძინა პლანის მოყვანის ბინზესის დაწყებას აპირებსო, სიცილად არ მეყო, ვიფიქრე, ამას იმდენი მოუწევია, ჰალუცინაციებს გვიყვება-მეთქი, მაგრამ სადა ვბანაობდი თურმე.
ქართული საზოგადოებისათვის წინა კვირა ტრადიციულად "საინტერესო მოვლენებით" დახუნძლული აღმოჩნდა. თავდაპირველად სრულიად ერი ორ ნაწილად გაიყო - ფეხბურთელი გურამ კაშიას მოწინააღმდეგეებად და მომხრეებად, შემდეგ კარგა ხანი მაკკეინის შესახებ ვიკამათეთ, მოგვიანებით კი კაშია და ამერიკელი სენატორი იოსიფ კობზონის გარდაცვალების თემამ და მისი ბიოგრაფიის ნიუანსებმა შეცვალა.
წინა კვირას საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბოლოსა და ბოლოს ინება, ყურად იღო პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის "დიდი თხოვნა" და მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო თარიღი დაასახელა
წინა საუკუნის 80-იან წლებში ჩვენს ოჯახს ახლობელი ჰყავდა, რომელიც ერთ-ერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში რიგითი მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ, მისი მეუღლე კი სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. ხელფასიდან ხელფასამდე თავი გაჰქონდათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ყოველდღიურად სარგებლობდნენ და არც იმდროინდელი მაღაზიების გრძელ რიგებს უფრთხოდნენ.
ალბათ, ქართული "პოლიტიკური ელიტა" ფეხბურთში მსოფლიო პირველობის დასრულებას ელოდა, რადგან წინა კვირას თანამემამულეებს არანაკლებ მძაფრსიუჟეტიანი მოვლენებით დახუნძლული რამდენიმე სანახაობა შესთავაზა
მართალია პატარა ხორვატია ვერ გახდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი, მისი ჩინებული გამოსვლა საქართველოსთვის გამორჩეულ მაგალითად უნდა იქცეს. ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, ჩვენსავით ომგამოვლილი, ჩვენსავით გაპარტახებული ეკონომიკა და სოციალური პრობლემები.
ხორვატია კი პატარა საქართველოსთვის მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს. ჩვენსავით მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანა, ჩვენსავით ომგამოვლილი და პრაქტიკულად განადგურებულ-გავერანებული, დღეს ევროპის კონტინენტის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა და განვითარებასაც წლიდან-წლამდე აგრძელებს, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ქვეყნის შენების გზებს ჯერ კიდევ უშედეგოდ ვეძებთ.
რუსეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე მესი, ინიესტა და რონალდო ვადაზე ადრე შინ გაემგზავრნენ, აი, დალერ კუზიაევი კი მსოფლიო თასისათვის ბრძოლას აგრძელებს
გასული კვირა ქართული საზოგადოებისათვის ორმაგად დატვირთული აღმოჩნდა და ამის ლომის წვლილი რუსეთში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობამ შეიტანა. მართალია ქვეყანამ ახალი პრემიერ-მინისტრი და დროებითო მთავრობა მიიღო, მაგრამ ამისათვის არავის ეცალა, ალბათ თავად ბატონ პარლამენტარებსაც.