ბოლო რამდენიმე ათეული წელია საქართველოს მოსახლეობას მუდმივი "დაძაბულობის" რეჟიმში უწევს ცხოვრება. "ცივილიზებულ სამყაროში" მცხოვრები ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებმაც ხშირ შემთხვევაში საკუთარი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების ვინაობაც არ იციან, ჩვენებურები იგივე პოლიტიკასა და ქვეყნის სხვა პრობლემებში კარგად გათვითცნობიერებულები არიან. მოკლედ, "მოწყენისა და დასვენების" დრო არასოდეს გვაქვს და არის ქვეყანაში მუდმივი აჟიოტაჟი და რია-რია. სწორედ ამ ყველაფერის ჩემებურ ხედვას გთავაზობთ ბლოგად.
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოწვეულმა პოლიტიკურმა ვნაბათაღელვამ გამოძახილი საქართველოშიც პოვა და წინა კვირას თავდაპირველად პარლამენტში, შემდეგ კი ტელეკომპანია "იბერიის" ტელესტუდიაში მორიგი ქართული პოლიტიკური კინკილაობის მოწმენი გავხდით. სააკაშვილს რა უჭირს, არივ-დარია უკრაინა, თავად კი "დასასვენებლად და ოჯახური ურთიერთობების გასამტკიცებლად" ჰოლანდიას მიაშურა.
ამ რამდენიმე დღის წინ, უკრაინული სასამართლოს მიერ "თავისუფლებამისჯილმა" ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ერთ-ერთ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და განაცახდა, ახალგაზრდობაში კიევში, ადგილობრივმა "კე-გე-ბემ" დამაკავა, მაგრამ გავიქეცი და მაშინაც ეს შენობის სახურავიდან მოვახერხეო.
ახია ჩემზეო, - ფიქრობს ალბათ პრეზიდენტი პოროშენკო და მართლაც ახია! ეუბნებოდნენ, უხსნიდნენ, მეგობრულად ურჩევდნენ, არ გინდაო... მაგრამ ააგდო ქვა, თავი შეუშვირა და... სააკაშვილი გააგუბერნატორა, ჰოდა, ის აგდებული ქვა ცოტაც და, მოხვდება თავში.
გასულ კვირას ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ ყველა ქართული პოლიტიკური მოვლენები დაჩრდილა. ორი მოსწავლის ჯგუფურ ჩხუბში ორი მოზარდის უმოწყალო მკვლელობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქართული საზოგადოება არასწორი გზით თუ არა, ძალიან ნელი ტემპით კი ვითარდება.
"ქართულ ოცნებას" ისე მიჰყავს საქმე, რომ მალე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არათუ არ აღმოჩნდებიან საბრალდებო სკამზე, არამედ ვინც აღმოჩნდა, იმათთვისაც, ბოდიშის მოხდა მოგვიწევს - თურმე ფრთიანი ანგელოზების პარპაში ყოფილა 9 წლის განმავლობაში, ჩვენ ბრმათა და ყრუთ კიდევ ეშმაკები გველანდებოდა...
მორიგი არჩევნები საბოლოოდ გადავაგორეთ... ცოტა ხანში ახალ წელს ვიზეიმებთ, იმედია, "გაქცეული ლარი" შედარებით "დატორმუზდება", შემდეგ კი... შემდეგ კვლავ არჩევნები, ამჟამად საპრეზიდენტო. ბევრია საუბარი და მითქმა-მოთქმა მმართველი გუნდი პრეზიდენტობისთვის რომელ კანდიდატს "გაიმეტებს".
ალბათ ყველას ნანახი გვაქვს რამდენიმე სერიანი ანიმაციური სურათი "დიდი გამყინვარება". დედამიწას საფრთხე ემუქრება - ხან გამყინვარება, ხან კი პირიქით - დათბობა. სურათის მთავარი გმირები მუდმივად მოძრაობასა და მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაში არიან. კი ცდილობენ, მაგრამ საფრთხეს თავს მაინც ვერ აღწევენ.
ჰოდა, ახლა აპირებენ აქცია გამართონ ფეხბურთის ფედერაციის წინ... ამ ყველაფერის შემხედვარე გონიერ ადამიანს, პირველი რაც მოგდის აზრად, ისაა, ამდენ საქმეგამოლეულს როგორ უძლებს ჩვენი ბედკრული ქვეყანა.
ერთი კვირის შემდეგ მორიგი არჩევნები გველის. შემოდგომის აცივების მიუხედავად პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მაღალ, ცხელ ნიშნულს მიუახლოვდა. პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები 21 ოქტომბრისთვის "გაცხოველებული" ემზადებიან, ოპონენტებისთვის "ტკბილ სიტყვებს" არ იშურებენ, ქვეყნის მოსახლეობას კი მორიგ "ოცნების კოშკებს" პირდებიან.
ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში აცივდა, პოლიტიკური ცხოვრების დუღილის ტემპერატურამ კი ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით - თანდათან იმატა. არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთის დაუნდობელ კრიტიკაზე გადავიდნენ. რასაკვირველია ზოგჯერ ამლაშებენ, მაგრამ მთავარ მიზანს - მომავალი ამომრჩევლების თვალში ვითომ და რეიტინგის მომატებას ავად თუ კარგად მაინც აღწევენ.
რამდენიმე დღის წინ ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტკის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო 3400 გრივნით, ანუ 130 დოლარით დააჯარიმა. ეს ყოფილა სახელმწიფო, თავისუფლება და დემოკრატია...
ვინ იფიქრებდა, რომ უკრაინის საზღვრის, პირდაპირ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან კანონდარღვევით, ფაქტობრივად, თავხედური შეჭრით, გადალახვა ასეთი ადვილი იქნებოდა... ეს უკვე მსოფლიო მასშტაბის ავანტიურისტმა მიხეილ სააკაშვილმა შეძლო...
ვინაიდან გასული კვირა სპორტული ასპარეზობების კვირა გამოდგა, დიდმა "ლეიბორისტმა" შალვა ნათელაშვილმა დროებით ხანძრები დაივიწყა და ამჟამად ფეხბურთის ფედერაციას და ბიძინა ივანიშვილს შეუტია.