ბანის "ნაციონალური" და "ტაბულა ბიცოლას" რუსული "ვნებები", ანუ იყიდა თუ არა გიორგი ბარამიძემ პალტო?!
ბანის "ნაციონალური" და "ტაბულა ბიცოლას" რუსული "ვნებები", ანუ იყიდა თუ არა გიორგი ბარამიძემ პალტო?!
გასული კვირის ქართული პოლიტიკური ცხოვრება როგორც ყოველთვის "საინტერესო მოვლენებით" დახუნძლული აღმოჩნდა. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა საარჩევნო სიებზე მუშაობა დაასრულეს და საზოგადოებას ის ადამიანები წარუდგინეს რომლებიც "მზის ქვეშ" ადგილისთვის, ანუ დეპუტატობის მანდატებისთვის იბრძოლებენ.

ორი დღის წინ გავარკვიე, რომ ჩვენს ქვეყანაში არც მეტი და არც ნაკლები 220 პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული. ყურებს არ დავუჯერე. გადავამოწმე და სრული სიმართლე აღმოჩნდა. ამ სფეროში გინესის რეკორდების წიგნში ვართ შესაყვანი და ვეჭვობ, მსოფლიოში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვინმემ ეს "რეკორდი" ოდესმე "გააუმჯობესოს". შედარებისთვის სხვა ქვეყნებში დარეგისტრებული პოლიტიკური პარტიების რაოდენობას მოგიყვანთ.

სომხეთი - 38, აზერბაიჯანი - 31, ესტონეთი - 9, რუსეთი - 48, უკრაინა - 40, ესპანეთი - 40, აშშ-32, იტალია - 48, დიდი ბრიტანეთი - 33, თურქეთი - 37, გერმანია - 37, საფრანგეთი - 23, საბერძნეთი - 41.

მაინც რა მაგიური მიზიდულობა გააჩნია პოლიტიკოსობას, ლამის ნახევარი საქართველო მომავალ პარლამენტში მოხვედრას რომ ცდილობს. "ცივილიზებულ სამყაროში" პოლიტიკოსობას მისი პრესტიჟულობის გამო ეტანებიან, განსხვავებით ჩვენი ქვეყნისა, სადაც იგივე პარლამენტარის სტატუსი ძალაუფლებას,
ფულსა და უზრუნველ ცხოვრებას ნიშნავს.

დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის არსებობის ისტორიაში არ მახსოვს დეპუტატი რომელიც საკუთარ მატერიალურ სიდუხჭირეზე იწუწუნებდა. თუმცა... ერთი შემთხვევა მაინც გამახსენდა.

ნება მომეცით წარსულში დაგაბრუნოთ. ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკოსი გიორგი
ბარამიძის
სახელი კარგადაა ცნობილი. გაგიკვერდებათ და ამ პიროვნებას ჯერ კიდევ 1997 წელს მატერიალურად "საკმაოდ უჭირდა". დეპუტატის ხელფასს კი იღებდა, მაგრამ ეს თანხა მისთვის ალბათ საკმარისი არ იყო. იმხანად პერსპექტიულმა და ახლადგამოჩეკილმა პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე მთელ საქართველოს შეაცოდა, - ბარამიძემ ზამთარში პალტოც ვერ იყიდაო. ეს ინფორმაცია მონაგონი არ გახლავთ, იმჟამინდელი ერთ-ერთი გაზეთიდან ამოვიღე.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. იმედია, ბარამიძემ არაერთი პალტოც შეიძინა და მატერიალურადაც აღარ უჭირს.

კვირის
მეორე "ხმაურიანი" მოვლენა გიორგი ხაინდრავას მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმის "ჰეროკრატია" სატელევიზიო პრემიერა გახლდათ. სურათმა ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. რასაკვირველია, ნაწილი აქებს, მეორე ნახევარი კი დაუნდობლად აკრიტიკებს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის შესახებ მსგავსი ფილმის გადაღება აუცილებელი იყო, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია მისი უშუალოდ არჩევნების წინ დემონსტრირება?!

იმ წლებში რაც ხდებოდა ყველამ ყველაფერი ვიცით და ხალხისთვის ამისი კიდევ ერთხელ შეხსენება, თან საპარლამენტო ციებ-ხელების წინ გარკვეული რისკ-ფაქტორის მატარებელია. ბოლო დღეებში "ჰეროკრატიის" ირგვლივ გამართულ ბჭობას გულდასმით ვეცნობი და კმაყოფილი კომენტარები იშვიათად მხვდება. "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები სურათში ნაჩვენებ მოვლენებს მონაჩმახს უწოდებენ, სააკაშვილის მმართველობის წლების მსხვერპლნი კი, - იმდროინდელი ამბები სრულად ასახული არ არის და რეალობა უფრო მწარე იყოო, - მაინც უკმაყოფილონი არიან.

წინა კვირას დიდი ხმაური გამოიწვია ტელეკომპანია "ტაბულას" მიერ რუსული ტელეარხისთვის ქართული რეალითი-შოუს "რესტორანის" მიყიდვას. თანაც ბევრი ჩხრიკეს თუ ცოტა, ეს ტელეარხი რაღაც მანქანებით პირდაპირ "გაზპრომთან" ყოფილა ჩახუტებული... ამ ამბავში ყურადსაღები ერთი ნიუანსია. "ტაბულა" თამარ ჩერგოლეიშვილის, იგივე "ტაბულა ბიცოლას" სახელთანაა დაკავშირებული, ეს უკანასკნელი კი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება. "ნაციონალები" კი ყოველივე რუსულის მიმართ მკვეთრი უარყოფითი მიდგომით გამოირჩევიან. ამ დროს კი...

რას იზამ, ბიზნესი ბიზნესია თურმე და მან მტერი-მოყვარე არ იცის... ფულს კი, როგორც ჩანს, სუნი მართლაც არ უდის და ვერც საკუთარ თვალში დირეს ხედავენ სხვის თვალში ბეწვის დანახვაზე გამეცადინებულები...

და დასასრულ, გასული კვირის მთავარი სკანდალი მაინც პაატა ბურჭულაძის პარტიიდან ხათუნა ლაგაზიძის წასვლა იყო. ბურჭულაძემ "გამყიდველ ნაციონალებზე" გაგვყიდაო, საარჩევნო სია კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ხალხმა დააკომპლექტა, თვითონ კი ამ დროს ქვეყნიდან გაიქცაო... - მოკლედ, გვარიანი ბრალდებები წაუყენა ყოფილ ლიდერს ლაგაზიძემ... აშშ-დან დაბრუნებულმა ბანმა კი დიდსულოვნად განაცხადა, - ლაგაზიძისთვის ყველაფერი მიპატიებიაო...

აშკარად ვერ გამოსდის პოლიტიკური პარტიის შესრულება მსოფლიო ბანს, პირველი და მეორე ხმაც ისეთი შეარჩია, დაემხო მას შემდეგ მთელი პარტია თავზე... მოკლედ, ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო...

ნატა
27 სექტემბერი 2016 12:24
მეც არ მიკვირდა, ტაბულის მყიდველი მე არ მინახავს, დიდუბეში სადარბაზოებში ყველა კარის წინ პატიოსნად ხვდებოდა ჟურნალის ყოველი შემდეგი ნომერი

ნეტა რა თანხით იბეჭდება და არსებობს ეს გამოცემათქო
ssd
15 სექტემბერი 2016 10:54
სამწუხაროს არასოდეს არ მოვა ისეთი ხელისუფლება რომელიც ყველაფერთან ერთად შეცვლის და გაამკაცრებს კრიტერიუმებს სუბიექტებთან დაკავშირებით რომლებსაც სურთ პოლიტიკური პარტია დაარეგისტრირონ. რა შპს გაგიხსნია და რა პოლიტიკური პარტია.
მაია
14 სექტემბერი 2016 11:12
ხაინდრავს ,,ჰეროკრტია" უნდა გამოსულიყო. ჩვენს ქვეყანაში სულ არჩევნების წინა პერიოდია ან არჩევნები და როდესღაც ხომ უნდა გამოვიდეს ფილმი? მიზეზი არ გამოელევათ ნაცებს. სწორეთაც რომ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ხალხს წინა რეჟიმი და ეს მაზოზისტი მამათ მავლები ბოლოს და ბოლოს დავამთავროთ.
თემური
14 სექტემბერი 2016 10:36
თქვენ გგონიათ ამდენი პარტიის შექმნა მარტო ამბიციებმა განაპირობა, არა ბატონო არა. ახლა წარმოიდგინეთ ვინც საპარლამენტო დაფინანსებას იღებს -პარტიაში უფროსები თავისთვის რა ხელფასებსა და პრემიებს იღებენ? აი მაგალითად ტყემალაძე და მისი შვილი პარლამენში და საკრებულოში ხო იღებენ სუპერ ხელფასებს ამის გარდა პარტიაშიც მამა ტყემალაძეს 100 000 ლარი აქვს ხელფასი და შვილ ტყემალაძეს 50 000 ათასი, ვსავ კითხვას რომელი იტყვით ამაზე უარს. ამ დაქცეულ ქვეყანაში თან დეპუტატის და თან პარტიიდან ნახე რა ფული შესდით პარაზიტებს, ასეა ფორუმშიც შარტავას ხელფასი ნახეთ-, ამას ცხოვრებაში აგური აგურზე არ დაუდია, ყველა პარტიაში ასეა, ამიტომ უმკაცრესი კონტროლი უნდა დაწესდეს ხელფასებზე...
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?