რას იზამს საქართველო თუ უკრაინამ სააკაშვილი მართლაც გამოაძევა?!
რას იზამს საქართველო თუ უკრაინამ სააკაშვილი მართლაც გამოაძევა?!
წინა კვირას ჩვენი "საყვარელი და მუდმივი გმირი" მიხეილ სააკაშვილი "ოდნავ" ჩრდილში მოექცა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მისთვის არ ეცალათ, თუმცა ეცალათ უკრაინაში, სადაც მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და ექსტრადირების საკითხზე ლაპარაკი გახშირდა. 
თვითონაც დაიჩივლა, მგონი, მართლა აპირებენ ქვეყნიდან ჩემს გაძევებასო, თუმცა იქვე დასძინა, უკრაინისთვის ბრძოლას მაინც არ შევწყვეტო... ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი...

ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი, რიგით მეცხრე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
შემდეგ კი დეპუტატმა რევაზ არველაძემ გააგრძელა. ეს ის არველაძეა, სოციალურ ქსელებში ყოფილი ფეხბურთელი რომ ეგონათ და ვიდრე ს
იმართლეს გაარკვევდნენ, არველაძეების უფროსი ძმა ლანძღვა-გინებით ლამის ჯვარზე გააკრეს.


საქართველოს უმაღლესი მმართველობითი ორგანო ოთხწლიან აღმართს შეუდგა. იმედია, დროის ამ მონაკვეთში ქვეყნისთვის არაერთ სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს და წინამორბედებისგან განსხვავებით, დროს ფუჭი კანონების შემუშავებაში არ დაკარგავს. ჩვენც აღარ მოგვიწევს წერა "ბუსუსებიან პრეზერვატივებზე", "იბიარდებზე" და სხვა მსგავს თემებზე.

საპარლამენტო მუშაობის პირველივე დღეს, დეპუტატების ნაწილმა დარბაზში წარმოთქმული საზეიმო ფიცი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდებზე განათავსა.

რა იყო, ბატონებო და ქალბატონებო,
ისეც დაგიჯერებდით, ფიცს აუცილებლად სულითა და გულით რომ დადებდით. სულაც არ იყო აუცილებელი მისი სოციალურ ქსელებში გამეორება. ესეც ალბათ ქართული საპარლამენტო საქმიანობის ახალი "ნოუ ჰაუ" გახლავთ.

ახალი "შემადგენლობის" პარლამენტის უპირველეს ფუნქციად იმ კანონების მიღება მიმაჩნია, რომელიც ქართველებს მშობლიურ ქვეყანაში ცხოვრებას შეუმსუბუქებს. ჩვენს მოსახლეობას დღეს ძალიან უჭირს, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ეკონომიურად. ამ მდგომარეობაში უნდა დავინახოთ, რომ დეპუტატები დროს უქმად არ ხარჯავენ. ბოლოსა და ბოლოს მათი მაღალი, მართლაც "რჩეული" ანაზღაურება ჩვენი ჯიბეებიდან მიდის.

ახალ პარლამენტს დიდი ყურადღების მიქცევა საგარეო პოლიტიკის მიმართაც ესაჭიროება. მსოფლიოში ახალი დროება დგება. კაციშვილმა არ იცის უახლოეს მომავალში მოვლენები როგორ წარიმართება. კი ვიძახით, 21-ე საუკუნეა და დღეს სხვა რეალობა არისო, მაგრამ
იგივე რუსეთი ყოველთვის "შემართულია" და კობრასავით თავს როდის წამოყოფს არავინ იცის.


საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტმა ალბათ სასწრაფოდ უნდა მოაწესრიგოს ჩვენს ქვეყანაში უცხოელი მოქალაქეების ე.წ. "ქცევის ნორმებიც". საქართველოში არ არსებობს ჩამოყალიბებული საემიგრაციო კანონი, სამაგიეროდ არსებობს უცხოელის პატივისცემა და ზედ გადაყოლა საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე. ცოტა ხნის წინ ჩინელების მიერ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ცემის ფაქტი ამისი ნათელი მაგალითია. საინტერესოა, რომ ამ აზიურ კომპანიას დაზარალებული ქართველებისთვის მკურნალობის თანხები ჯერ არ გადაურიცხია და საქმე იქითკენ მიდის, რომ ალბათ არც აპირებს.

ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში შემდეგი რეპლიკა წავიკითხე:
"აუუუუ... ჩინელებმა გვცემესო... შეშა ჩვენია, ნუ მიგაქვთო და გვცემესო!
9 წელი "დუბინკებს" იტანდით, ახლა გვარამიას მიეთ-მოეთს იტანთ, ჭიაბერაშვილის წაკითხულ მორალს პირღია მისჩერებიხართ და ჩინელებმა რომ გცემონ, ისიც აღარ გინდათ?!
ჰო, კიდევ იცით, რაზე ხართ (ვართ) საცემები? ყველანი რომ თბილისში ჩამოზვავდით და სოფლები გადამთიელებს დაუტოვეთ. აქ მანქანები ვეღარ ეტევა, რეგიონებში კიდევ ეშმაკები დაბოდიალობენ!"

იმედია საქართველოს პარლამენტის ახალი შემადგენლობა იგივე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" "პრობლემასაც" გადაჭრის და ამ ხალხს თავის ჭკუაზე აღარ აბოგინებს. როგორც უკვე გითხარით, უკრაინაში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს უნდა გადავცეთო... მზად ვართ კი ამისთვის?

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში "ნაციონალებთან" გამალებული "მშვიდობიანი თანაცხოვრება" მიმდინარეობდა და დამნაშავეების გასამართლებაზე არავის უფიქრია. არის კი დღეს მზად იგივე საქართველოს პარლამენტი ან "ქართული ოცნება", სააკაშვილის გადმოცემის შემთხვევაში საჩვენებელი სასამართლოს მოსაწყობად და მის გასასამართლებლად?

ახალი პარლამენტი მალე ყოველდღიური მუშაობის რეჟიმზე გადაერთვება. იმედია, გასაკრიტიკებელს ცოტას დაგვიტოვებს და ოთხი წლის შემდეგ მომავალ "კოლეგებს" უფრო აწყობილ და ნორმალურ ქვეყანას დაუტოვებენ... წარმატებას გისურვებთ, ბატონებო და ქალბატონებო!

მკითხველის კომენტარი (25)
დათო
22 ნოემბერი 2016 16:47
მაგან იშოვა მილიონები და გაანებეთ თავი ნუ დაგვღალეთ მიხათი, მისმა მატარებელმა ჩაიშხუილა, ახლა სხვა ახალი და კარგი რამე დაწერეთ
მედი
22 ნოემბერი 2016 10:34
მაინც რას ერჩით სააკაშვილს? ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს ოცნებამაც და ნაციონალებმაც, სხვა დანარჩენებმაც, საკუთარ თავში სპილოს რომ ვერ ხედავენ და სხვაში ნემსს ეძებენ არავის არ აინტერესებს ქვეყანა როგორ განვითარდება, გაჭირვებულ ხალხს რა ეშველება. საქართველო გადაიქცა ერთ დიდ კრიმინალურ დაჯგუფებად , ზემოდან გვკარნახობენ რა უნდა მოხდეს ისევ თავის სასარჰებლოდ . ,,პერესტროიკიდან,, მოყოლებული კრიმინალების ზეობაა, ყველა გაბოროტებული, გაავებული, დატანჯული და დაზარალებული შურისძიებით დაბრმავებულია. სამართალს რომელი მთავრობისგან ითხოვთ?ხელის შეხოცვას სააკაშვილზე რომ აპირებს?თითოელი მათგანი თუ შვენგანი საკუთარ ჯიბეზე და გამორჩენაზე ფიქრობს. სააკაშვილმა ვერ უშველა ამდენ კრიმინალს, აბა ახლა ერთ დიდ ციხეს ივანიშვილი განაგებს თავისი საპარლამენტო ზედამხედველებით. საქართველოს 4 წელი კიდევ ციხეში მოუწევს ჯდომა. ასე რომ ყველაფერს შეგნებით მოეკიდეთ.
მევლუდი
22 ნოემბერი 2016 04:51
გაჩეჩილაძის საყურადღებოდ; იმაზე წერე დაილაპარაკე ივანიშვილმა როგორ დაღუპა და დააქცია ქვეყანა თავისი მილიონების გულისთვის, როგორ გააღატაკა ქვეყანა, "ლარი" რომ კუპონად აქცია, ვინ შეიყვანა პარლამენტში და მინისტრებად ვინ დასვა, კიდევ ოთხი წელიწადი თუ მეტი არა, როგორ უნდა გვეჯდეს "შახად" ივანიშვილი და ა.შ, ხალხს აუხილე თვალები და არა სააკაშვილზე გადმოანთხიო შური და ბოღმა. რაც შეეხება სააკაშვილს, იგი საქართველოს შვილია და საზღვარგარეთ საქართველოს წარმოადგენს და არა რაღაც პარტიას, თუ შპს-ეს და არ უნდა გიხაროდეს ზოგიერთი გაუგებარი თუ გაუთვითცნობიერი "ქოცივით" მასზე ცუდს ილაპარაკებენ თუ იმოქმედებენ.
Giorgi
22 ნოემბერი 2016 00:40
Auuuuuuu raaaa babaanaaas gadaavexlarto Saad vipovoot samartaaali, nutuu arafeerii ar unda gveshveelos arasodeees... Riit veer gazgaaa chveenii gaumazgaari kucheebi da damsheeuliii fulomaniaa.... Sacodaveebi vaart,gavyideet yvelaferi fuleebzee da chineleebs turqeebs da iraneeleebs usisxlood miveeci, chveen Amis mere ramis girseebi vaaart daa dagvaachlungeees chveneebmaa sakutarmaa mtavrobaam dagvamshiaaa
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები