შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო... ტრამპი და მოძრაობა საქართველოს გზებზე
30-01-2017
შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო... ტრამპი და მოძრაობა საქართველოს გზებზე
სადღაც წავიკითხე ტრამპი არ ხუმრობსო და მართლაც ასეა...

ჯერ საპრეზიდენტო სალამი არ დაუმთავრებია და აქეთ კედლის შენებას შეუდგა, იქით მიგრანტებს შეერკინა, თანაც პუტინთან ტკბილმოუბარიც ვნახეთ. მართალია მის გადაწყვეტილებებს აშშ-ში ისევ საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა, თუმცა ტრამპი გაჩერებას არ აპირებს და კვლავაც ხმამაღლა გაიძახის "აქეთ გორას წიხლსა ვკრავ, იქით გორას ძვრას ვუზამო..." არ არის გამორიცხული ეს მისი განცხადებებიც და ქმედებებიც ცარიელ ბაქიბუქად დარჩეს, რადგან აშშ-ში უკვე ბევრი ლაპარაკობს ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტზე,
თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, ტრამპთან ერთად თუ უმისოდ აშკარაა, რომ არა მხოლოდ აშშ, დანარჩენი მსოფლიოც მნიშვნელოვანი ცვლილებების გზას შეუდგა, სად მიიყვანს ეს გზა სამყაროს, ძნელი სათქმელია...

როგორც ჩვენი მრავალჭირნახული ექსპერტები იტყოდნენ, ყველაფერს უახლოესი მომავალი გვიჩვენებს...

საკითხავია ამ ცვლილებების პროცესსა თუ უკვე მისი შედეგების დადგომისას, სად
იქნება საქართველო, როგორ იქნება მისი ფუნქცია ახალ მსოფლიოში?!


არ ვიცი ხელისუფლებაში თუ ხედავენ და აანალიზებენ ამ ყველაფერს, ან აქვთ თუ არა გეგმა პროცესების განვითარების სხავადასხვა სცენარისას როგორ, რა სტრატეგიით უნდა მოქმედებდეს ქვეყანა...

რა გითხრათ, საჯაროდ ეს არ ჩანს და მაინცდამაინც ვერც სხვა საკითხების სტრატეგიულ დაგეგმვაში ვხედავ ხელისუფლების განსაკუთრებულ გონს, თუმცა იმედს მაინც არ ვკარაგავ, ხომ იცით, იმედი ბოლოს კვდება...

დანარჩენად კი ქვეყანაში  "პოლიტიკურ-კრიმინალური" ცხოვრება გრძელდება... რატომ "პოლიტიკურ-კრიმინალური"? - ჯერ ერთი წინა ხელისუფლებამ ისე აურია ერთმანეთში პოლიტიკა და კრიმინალი, მათი ერთმანეთისგან გარჩევა დღესაც გვიჭირს, მეორეც, ამ ხელისუფლების პირობებში აშკარად გამრავლდა დანაშაული, მით უფრო წვრილმანი, რასაც ხელისუფლება მთელი ძალით უარობს და სტატისტიკასაც საგულდაგულოდ მალავს, მაგრამ ფაქტებს სად წავუვალთ?!

მოკლედ, ასეთი "პოლიტიკურ-კრიმინალური" ამბავი მგონია უგულავას ციხიდან რეალური და მერაბიშვილის, სავარაუდო, გამოშვება...

კვირის დასაწყისში ვანო მერაბიშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობაზე უარს აცხადებს. გავრცელდა "ნიუსი" რომ ერთ დროს "მძლეთა-მძლე" ვანო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და უახლოეს მომავალში პატიმრობიდან გათავისუფლებას ელის. გიგი უგულავამ თავისუფლება უკვე იგემა და აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაება. ალბათ იგივეს გაკეთებას მერაბიშვილიც აპირებს.

რა ხდება ამიხსენით. დამნაშავეებმა პასუხი ოდესმე არ უნდა აგონ? ამ გზით ვაპირებთ სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას?

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, "ნაციონალ" დავით ბაქრაძეს ოფიციალურად დაცვა შეუნარჩუნდა. სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, ვის შეიძლება დასჭირდეს ბაქრაძისთვის ზიანის მიყენება?! გავრცელდა ცნობა, რომ გივი თარგამაძეზე "თავდასხმის" შემდეგ ბაქრაძისთვის დაცვის დანიშვნა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების რეკომენდაციით მოხდა.

გამოდის, ვისაც ქუჩებში მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა ევალება, ამას ვერ ახერხებს, სამაგიეროდ, დავით ბაქრაძის "ძვირფას სიცოცხლეს" სავარაუდო "ტერორისტებისაგან" საგულდაგულოდ იცავენ. მაინც პარადოქსების ქვეყანაა საქართველო...

ორშაბათის ბლოგი წინა კვირის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებასა და მნიშვნელოვან მოვლენებს ეხება ხოლმე დღევანდელ წერილში ამ ტრადიციას დავარღვევ და ამისი მიზეზი რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი შემზარავი ავტოშემთხვევა გახლავთ, რომლის შედეგად სამი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა.

თვითმხილველთა განცხადებით, ავარია "ემ-ელ"-ის მარკის ავტომობილის მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა. შეიძლება ითქვას, რომ მომხდარმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გარკვეულად დაჩრდილა. ეს რომ ერთეული შემთხვევა იყოს ადამიანი ხმას არ ამოიღებდა, მაგრამ გადახედეთ სტატისტიკას. დღე არ გავა ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა შესახებ რომ არ გავიგოთ. სამწუხაროდ, მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება.

დამაინტერესა და მართლაც რომ სავალალო ციფრები მოვიძიე. თბილისში ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი მოძრაობს, რომელთაგან 15-20% საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს. საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად შარშან 585 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დასახიჩრებულთა რაოდენობა 10 000-მდეა.

კარგი დავანებოთ ხელისუფლებას თავი, რომელმაც ჯერაც ვერ გაამკაცრა საჯარიმო სანქციები და იმაზე დავფიქრდეთ, ჩვენ რა გვჭირს, ჩვენ?! რატომ ვიღუპავთ თავს?!

მტერი ვერ მოგვაყენებს იმ ზარალს, რასაც საკუთარ თავებს ვაყენებთ...

მე რომ მკითხოთ, უპირველეს ყოვლისა ქუჩაში მოძრაობის წესები თავად "გავლენიანმა ხალხმა" უნდა დაიცვას. ეს სრულიად საქართველოს პრობლემაა. დადექით თბილისის ნებისმიერ შუქნიშანთან და დათვალეთ წესრიგს რა "სახის" მანქანები არღვევენ. სულ ვაკვირდები და გარწმუნებთ, "უბრალო მშრომელების" მანქანებს მათ რიცხვში იშვიათად ნახავთ. სამართალი ყველასათვის ერთი უნდა იყოს და ერთნაირად უნდა დაისაჯოს როგორც "ხელისუფალი" ასევე რიგითი ობივატელიც. სამწუხაროდ, საქართველოში სხვა სურათს ვხედავთ და რაღაც არ მახსენდება ავტოსაგზაო შემთხვევისთვის ვინმე "ძლიერთა კასტიდან" დასჯილიყოს.


Kargit ra eg gamartivebuli vizebi msxvili bobolebic tavistvis gamoiyeneben sashualo da garibi xalxistvis ki araferi shegavatebi ar ikneba
02 მაისი 2017 07:58
დგემდე რა მოგცატ მაგ ტკვენმა ახირებულმა ევროპამ რომ ამის სემდეგ ელოდოტ ვისაც სცავლისტვის გჯირდებატ ვინ გისლიტ ხელს ყველას ააკვს სიტყვის ტავისუფლება და არცევანის რომ გაჰყვირიტ რუსულ პროპაგსნდას ნუ ეცევიტო ტკვენ არ ეცევიტ ევროპულ პროპაგანდას ვინც ამას ცერს ტკვენ არც კვეყანაზე ფიკრიტ სეგტკივატ გული და არც მის გამტლიანებაზე ხო სულ ევროპის ფეხების კოცნიტ დაგიბრუნდებსტ აფხაზეტი და სამაცაბლო ან რას ელიდებიტ მისგან ვისაც ევროპა გინდატ გზა დიდია ვისაც გნებსვტ ცაბრზანდიტ ბატონო ცვენი ქვეყნის საკეტილდგეოტ კი რუსეტტსნ მეგობრული ურტიერტობის დალაგება მირცევნია
ლალი
06 თებერვალი 2017 17:37
ნასვამი მძღოლი არის პოტენციური მკვლელი,ან მკვლელი.ამიტომ ერთხელ მაინც თუ დაჯდება ნასვამი საჭესთან,მართვის მოწმობის სამუდამო ჩამორთმევა--ს ა მ უ დ ა მ ო..
2.შემოიღეთ ევრო სტანდარტი მართვის მოწმობის აღების დროს.
3.ასაკი 23-5 წლიდან უფლება მართვის მოწმობის აღების დროს.
4.მართვის მოწმობის აღება ,როცა მანქანა არ აქვს ოჯახს,და ყველა იღებს-,,რა იცი რაში დამჭირდეს''პრინციპით.
5.სკოლის პროგრამაში მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება,ესეც სავალდებულო,როგორც საგანი.
ამით 70% ით შემცირდება ავარიების რიცხვი და შესაბამისად უაზროდ დაღუპული ადამიანების რიცხვიც.
ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა გააკეთოს,მაგრამ ესენი მხოლოდ გართობაზე არიან გადასულიი
nika
02 თებერვალი 2017 02:31
ჩვენთან გაორმაგებულია ავარიების სტატისტიკა რაც ლოგიკურია ავტომობილების რიცხვი სხვა ქვეყნებთან შედარებით გასამმაგებულია ...ამიტომ ავტოომობლიების რიცხვი უნდა შევამციროთ ესაა ერთადერთი გამოსავალი უნდა განვითარდეს სატრანსპორტო სიტემა...ნაკლები ავარია იქნება და ნაკლები დაბინძურება !!

რედაქტორის რჩევით