სარკოზის გაასამართლებენ, სააკაშვილი კი ძველებურად ლაღობს, აი, გვარამია კიდევ ისევ ფარულ ჩანაწერებს დასდევს
სარკოზის გაასამართლებენ, სააკაშვილი კი ძველებურად ლაღობს, აი, გვარამია კიდევ ისევ ფარულ ჩანაწერებს დასდევს
წინა კვირის ქართული პოლიტიკური ცხოვრება ტრადიციული "მძაფრი ვნებებით" გამოირჩეოდა - აურზაური პარლამენტში, დებატები "საზმაუში", თბილისის მერიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, ნიკა გვარამიას "დასაბუთებული და ემოციური" განცხადება...

ნამდვილად ვერ გეტყვით უმრავლესობის წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში "ბახუსის ტყვეობაში" თუ იმყოფებოდა. იქ არ ვყოფილვარ და საკუთარი თვალით არ მინახავს. თუ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს დავუჯერებთ, ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამინდელი კანონმდებელი არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადდა. "ევროპული საქართველოს" წევრების ბევრი არაფერი დაიჯერება, ამიტომ ეს სიტყვები ისევ
მათ სინდისზე იყოს.

ახლა კი იძახის ყაველაშვილი "არ ვარ მე ის კაციო", მაგრამ ელენე ხოშტარიას "გაჩალიჩებულმა" "ფეისბუკლაივმა" თავისი საქმე გაააკეთა მავრივით და ახლა საქართველოს ნახევარზე მეტს სჯერა, რომ ყაველაშვილი პარლამენტში არაფხიზელი დაიარება...

მოკლედ, იმავე დღეს ხოშტარიამ ყაველაშვილი, რომ "გამოიჭირა", პარლამენტის სხდომა შეფერხდა, ამის მიზეზი კი
საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის ჩხუბი გახდა. საპარლამენტო უმცირესობას მედიის მხარდამჭერი ბანერის გაშლა სურდა, რისი საშუალებაც მათ უმრავლესობის წარმომადგენლებმა არ მისცეს. ამ "არეულობის" მოთავე უკვე მერამდენედ ნახსენები "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია აღმოჩნდა, რომელსაც სხდომათა დარბაზში ბანერის - "არა მედიაზე შტურმს" საჯაროდ გამოფენა უნდოდა. მაინც ვერ გამიგია, ქალბატონი ელენეს მშობლიურმა პარტიამ, ამჟამად სახეშეცვლილმა "ნაციონალურმა" მოძრაობამ თავის დროზე არაერთი მასმედიის საშუალება "ჩაძირა", ხოშტარიას არ გაუგია?

უმრავლესობის წევრებმა "ექსნაცებს" "აბაროტი" მალე აუღეს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან, უმცირესობის პასუხად პლაკატი გამოფინა, რომელზეც 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედის" დარბევის კადრები იყო აღბეჭდილი.

ვიდრე დეპუტატები ერთმანეთს ბანერების გამოფენა-გაქრობაში ეჯიბრებოდნენ, "საზოგადოებრივ ტელევიზიაში" "ბობოქარი" მოვლენები მიმდინარეობდა. არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ "საზმაუს" რეორგანიზაციის პროცესის დაწყება განიზრახა. ახალი უფროსის ამ გადაწყვეტილებას, რასაკვირველია, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, საქმეში "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებიც "ჩაებნენ" რომლებიც ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ და საზოგადოებას თავის დროზე ვალტერ შურღაიასა და მისი რაზმის ასევე ტელევიზიის დროებითი "ოკუპაციის" ხანა გაახსენეს.

არ დავიწყებ ამ კონფლიქტის დეტალურ ანალიზს, რადგან საზოგადოება ამის შესახებ სრულად ინფორმირებულია. მხოლოდ საკუთარ აზრს მოგახსენებთ.

რომ მკითხოთ, "საზოგადოებრივი მაუწყებლობა" დიდი ხნის დასახურია. გავრცელებული ცნობით, ბოლო ათი წლის განმავლობაში სახელმწიფოსა და გადასახადების გადამხდელებს მისი შენახვა, არც მეტი არც ნაკლები 440 მილიონი ლარი დაუჯდა. ეს ტელევიზიის სარეკლამო შემოსავლების გარეშე. 440 მილიონი კი არა და თუნდაც 2-3 მილიონის საქმეს აკეთებს? უყურებს ვინმე "საზმაუს" მომზადებულ გადაცემებს? ამ სტრიქონების ავტორი საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ სპორტული გადაცემების დროს რთავს, ისიც იმიტომ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდებისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების ჩვენების ექსკლუზიური უფლება გააჩნია. რა გააკეთა ახალი და საინტერესო ამ ტელევიზიამ ბოლო წლების განმავლობაში? სრულიად ვეთანხმები გიორგი კვირიკაშვილსა და ვასილ მაღლაფერიძეს, რომ ამ რაოდენობის დაფინანსების პირობებში ეს ტელემაუწყებლობა თავის სფეროში ლიდერის პოზიციაზე უნდა იდგეს. სამწუხაროდ, ნებისმიერი საზოგადოებრივი გამოკითხვის დროს მყარი "აუტსაიდერის" პოზიციას იკავებს. ალბათ დადგა დრო და გარდაქმნები უნდა შეეხოს.

რასაკვირველია, ეს პროცესი უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლის და უპირველეს რიგში იქ მომუშავე ადამიანები იზარალებენ.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტების მომავალზე ბოლო დღეებში ბევრი იწერება და ითქმის. სამწუხაროდ, ნებისმიერი რეფორმა გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს... ფაქტი ერთია, "საზმაუ" დღევანდელ ქართულ ტელესივრცეში გუშინდელი დღეა და სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება...


წინა კვირას ქართულ მასმედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიაში 1 200 ადამიანი მუშაობს, ქალაქ ლონდონის ანალოგიურ სამსახურში კი მხოლოდ და მხოლოდ 835. ლონდონში 8 276 251 ადამიანი ცხოვრობს, თბილისში კი - 1 108 717. ვფიქრობ, რომ საყურადღებო ციფრებია, ჰოდა, ანალიზიც თქვენთვის მომინდვია...

წინა კვირის ერთ-ერთი "გმირი" ბატონი ნიკა გვარამიაც აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა მას ფარული ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შესთავაზა.

"როდესაც ლაშა ნაცვლიშვილის მდგომარეობა შეიცვალა მან დაიწყო ვაჭრობა მის ხელთ არსებული ფარული უკანონო ჩანაწერებით. მას ეს მასალები აქვს შენახული დღემდე ერევანში. ასე მითხრა, ყოველ შემთხვევაში, რომ მის მეგობართან ინახება ეს მასალები ერევანში, დიდი რაოდენობით და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც, ერთ-ერთი მათგანი მან მომასმენინა. მე ბოლომდე არ მისმენია, მაგრამ მან უბრალოდ დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები აქვს. ის ესაუბრებოდა თავის თანამშრომელს. მან მითხრა, რომ ეს დაჯდება რამდენიმე მილიონი", - განაცხადა გვარამიამ.

რა გახდა უკანონო ჩანაწერების მუდამ ამოუწურავი და დაუსრულებელი თემა? რითი ვერ ხერხდება მათი საბოლოო განადგურება? არ დადგა დრო საქართველოში ეს საკითხი სამუდამოდ ამოიწუროს და დასამარდეს? კვირა არ გავა უკანონო აუდიო თუ ვიდეოჩანაწერებზე ახალი სკანდალური "ქრონიკის" მომსწრენი არ გავხდეთ.

დღევანდელი წერილის დასასრულს კიდევ ერთ საკითხს შევეხები. ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლას სარკოზი 2012 წელს წინა საარჩევნო კამპანიის ხარჯებში აღმოჩენილი დარღვევების გამო უახლოეს მომავალში სასამართლოს წინაშე წარსდგება.
არ დადგა დრო მიხეილ სააკაშვილმაც ანალოგიური ბედი გაიზიაროს. დრო გადის, საქართველოს ყოფილი "პირველი" კი რა სასჯელი და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა, "ლაღობს, ხარობს" და "ამ დუნიაზე" წყალს ისევ ამღვრევს. დროა მის პარპაშს დრო მოეღოს და ბოლოსა და ბოლოს კანონის წინაშე პასუხი აგოს.

მკითხველის კომენტარი (12)
maxo
16 თებერვალი 2017 16:22
სააკაშვილს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი ხელისუფლება იტხოვს გასამარტლებასის დამნაშავეა მაგრამ ევროპა და ამერიკა მფარველობს ე.ი. რა გამოდის ევროპაც და ამერიკაც დამნაშავეა და ჩვენ მაინც მათ ვეტმასნებით,ისმის კითხვა რატომ??????????????????????????????.
neno
15 თებერვალი 2017 21:50
აღფრთოვანებული ვარ ზოგიერთი შტატიანი კომენტატორის მიგნებებით (კომენტარის ენობრივი მხარე ხომ შეუდარებელია. ნეტავ მისი ავტორი ქართულ სკოლაში სწავლობდა?).
qutaiseli
14 თებერვალი 2017 22:31
ნაცნახირს საერთოდ ლოგიკა თუ იცით რა არის ნეტა.ლოგიკურად დაგიმთავრდათ ყველაფერი ისე როგორც გეკუთვნოდათ ეხლა კიდე ჯღაპნეთ ეგ დაზეპირებული პასკვილები და იყავით ეხლა ისე ნაცნახირის მრევლს ერთი რამდენი ქარხანა ააშენა თქვენმა ბელადმა და რამდენი დაასაქმა მისი მართველობის დროს.დდ ან დოლარის სიმყარე რა შუაშია ოცნებასთან სად მიხუინას დროს მქონე დოლარის საერტაშორისო სავალიუტო ინდექსი და სად დღევანდელი ელამი და ყრუ უნდა იყო თან მაგარი პრაფანი ფინანსებში ამას როვერ ხედავდე.
koka
14 თებერვალი 2017 13:29
დაიმახსოვრეთ სპორტსმენი ბევრს ვერ სვამს,თუ მოჭიდავე ან რაგბისტი არაა!
xyz
14 თებერვალი 2017 10:08
დიდი საქმე მომხდარა, ქართველი კაცი ნაბახუსევი ყოფილა! ნაძირალა ნაცხროვავ, თქვენი "მესია" რა მდგომარეობაშია იმაზე იფიქრეთ და იყბედეთ, დედა ღორს რომ დაემსგავსა და ნარკოტიკებით გაბრუებული დაეთრევა უმისამართო კონვერტივით! ხოშტერიას ქალო, მაშინ რომელ "პავაროტში" იჯექი, გიჟ მიხუა პატრიარქის სკამში რომ ჩაეხეთქა მახათაზე და ჯიბეს ვერ პოულობდა? მაშინ რატომ არ ატეხე განგაში? ვაი თქვენს პატრონს, უბედურს!
გიო
13 თებერვალი 2017 14:47
დიახ, კარგი ლოგიკაა, განსაკუთრებით - დღევანდელი უუნარო და მავნებელი ხელისუფლების ფონზე. ესენი იმასაც კი არ აკეთებენ, რაც ევალებათ. მხოლოდ იმას- რისი უფლებაც აქვთ (და არა აქვთ).
გიო
13 თებერვალი 2017 14:45
დიახ, კარგი ლოგიკაა, განსაკუთრებით - დღევანდელი უუნარო და მავნებელი ხელისუფლების ფონზე. ესენი იმასაც კი არ აკეთებენ, რაც ევალებათ. მხოლოდ იმას- რისი უფლებაც აქვთ (და არა აქვთ).
gios
13 თებერვალი 2017 14:18
მაგარი ლოგიკაა, ესე იგი, მიშამ რადგან კარგი აკეთა, რომელიც მისი კონსტიტუციური მოვალეობა იყო, ამიტომ ყველანაირი დანაშაული უნდა ეპატიოს ხომ?
glaxuna
13 თებერვალი 2017 14:12
იბჟუტურეთ,იბჟუტურეთ და ცივი ნიავი არ მიაკაროთ პუწინის პირად ,,ბიზნესმენ-ქველმოქმედს,, ანუ პუწინის გ უ ბ ე რ ნ ა ტ ო რ ს -,,მუშნი ზარანდებო,, !

,,კვირის პალიტრავ,, არა ხართ რუსული პროპაგანდის საშუალება ?!

გ ა გ ი ხ ა რ დ ა თ სარკოზის ვითომ გასამართლება და ს
დღესაც ითხოვთ მ.სააკაშვილის გასამართლებას?!

როგორც პუწინმა განაცხადა სულ რაღაც 4 წლის უკან ,
,,ქართველ ხალხს,, გ ა ვ ა ს ა მ ა რ თ ლ ე ბ ი ნ ე ბ საქართველოს მე-3-ე პრეზიდენტსო ?!!!!!!!!!!

და ,,მუშნი ზარანდიები,, მას შ ე მ დ ე გ ითხოვთ თავგამოდებით არაა ?!

არა მაინც ა ზ რ ა დ ა ც არ მოგდით ?!
7 მილიარდის მფლობელი გაზ-პრომის მეწილე ,,ხელისუფლების,, უკვე მე-5-ე ,,ყველაზე მაგარ წელს,,
რ ა ტ ო მ გაღატაკდა,დაუსუსურდა,დაკნინდა თან უ კ ი დ უ რ ე ს ა დ- საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ა,ანუ რ ა ტ ო მ გადაიქცა ღ ა ტ ა კ-უუფლებო და უპერსპექტივო რ უ ს უ ლ - გ უ ბ ე რ ნ ი ა დ ?!
ა რ გაინტერებთ:
საყდრისის საქმე,
ნეპოტიზმი,
შერჩევითი სამართალი,
2012 წლიდან კორუფციისა და კრიმინალის დამკვიდრება,
პოლიციის-მილიციად გადაქცევა,ანუ მოქალაქეებისადმი ტ ო ტ ა ლ უ რ ი ძალადობები (აბა მოიკითხეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოცია)...და არა კრიმინალური ,,საზოგადოების ,, მოღვაწეობის,, ა რ კვ ე თ ი ს ა თ ვ ი ს (!)

ანუ რ უ ს უ ლ ი ავტორიტარულ-კრიმინალურ კლანური მმართველობის ს ი ს ტ ე მ ი ს 2012 წლიდან განმტკიცდება ა რ გაღელვებთ ?!
და საქართველოს მე-3-ე პრეზიდებტის დ ა ს ჯ ა გინდათ იგივე კრემლის მოთხოვნით,როგორც 1990-ნებში საქართველოს 1-ლი პრეზიდენტი ..იგივე კრემლის დირექტივებით ?!
ანუ ა რ გაინტერესებთ 2012 წლიდან რომ :
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები 2 %-ტზე რომ ჩამოვიდა,
ლარის კურსი 1.65-დან 2.65 რომ დაეცა,
ანუ მით სახელმწიფო ბიუჯეტი ფ ა ქ ტ ი უ რ ა დ რომ განახევრდა ,,კურთხეული,, პრემიებითა და დანამატებით,
ან ის,რომ 2012 წლიდან 7 მ ი ლ ი ა რ ა დ ი საგარეო ვალი დაედო საქართველოს და მიუხედავად ამისა ეკონომიკური ზრდა 2-3 %ე მეტი არ არის,რ ა ტ ო მ ,სად წავიდა და ვის ჯიბეში ეს უდიდესი ფინანსები ?!
არ გ ა ღ ე ლ ვ ე ბ თ ფაქტიურად 2012 წლიდან რ ო მ
შეწყდა ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტები და რ ა ტ ო მ ?!
არსებული -ურუსეთიდან 25 % ძირძველი საქართველოს ტერიტორიების ო კ უ პ ი რ ე ბ ი ს პირობებში -
თავდაცვის სამინისტროს დ ა ფ ი ნ ა ნ ს ე ბ ა რომ მცირდება და 1000-ბით მ ე ო მ ა რ -ჯარისკაცს ათავისუფლებენ შეარაღებული ძალებიდან-არ გაინტერესებთ?!!!!!
მართლა გგონიათ პროკურატურა და სასამართლო დეპოლიტიზირებული ?!

საერთოდ ამ 2012 წლიდან ივანა-ს-შვილების ,,პოლიტიკა,, სახელმწფო ბიუჯეტის ძ ა რ ც ვ ა და უწიგნური არქიფოს ,,მოღვაწეობის,, შედეგად საქართველოს შუა საუკუნეების ურუსეთის გ უ ბ ე რ ნ ი ა დ გადაქცევა- მ ო გ წ ო ნ თ ?!

და...საქართველოს მე-3-ე პრეზიდენტუის დასჯა გ ა ღ ე ლ ვ ე ბ თ ?!

პ.ს.
გახსოვთ ?!- ივანა-ს-შვილებმა ოღონდ აგვირჩიეთ 2012 წელს და... ხალხო 1000 ლარიანი ,,ო ც ნ ე ბ ა,, ჩაიფიქრეთ და რომ მოვალთ ხელისუფლეწბაში ა გ ი ს რ უ ლ ე ბ თ ო ?!
ტარიფების და გადასახადაბის განახევრებაო ხო...

მას შ ე მ დ ე გ -დღემდე დ ა ს ც ი ნ ი თ ივანა-ს-შვილებ-ვოლსკებ-ღარიბოვ-ტრიპოსკ-საგანელიძე-ბესელია-საბჭოთა ,,იმწელიგენცია,,-კობახიძეები-თალაკვაძე-მდინარაძე... ... ...,,ქართულო,, ,,მედიავ,, - ქართველ ხალხს ,მაგრამ ა ს ე დიდხანს ვ ე ღ ა რ გაგრძელდება,ამ რუსულ ს ი ღ ა ტ ა კ ე ს-უუფლებობა-უ პ ე რ ს პ ე ქ ტ ი ვ ო ბ ა ს დიდხანს ქართველობა ვ ე რ აიტანს და...გ ა ს ა მ ა რ თ ლ ე ბ ი თ ვის გაასამართლებს თ ა ვ ა დ ნახავთ და ვ ე რ გიშველით პუწინი და მისი რუსული სპეც-სტრუქტურები,ძაან დიდი იმედები რომ აქვს ი ვ ა ნ ა-ს-შ ვ ი ლ ს და მის ხელისუფლებას!
qutaiseli
13 თებერვალი 2017 13:58
მიხოს და გიორგის ქვეყანა აუშენებია და უმადურ ქართველებს ვერ დაუნახავს თურმე..ოეეე ბნელა თუ რაშია საქმე ისე ეგეთი სიმართლით მოსიარულე ნაცნახირის მრევლს დიდი დრო ნაღდად არუწერია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები