სერიალი "რუსთავი 2" -ზე, ანუ რატომ ვერ იტანენ გვარამიას ყარამანიშვილები?!
27-03-2017
სერიალი "რუსთავი 2"  -ზე,  ანუ  რატომ ვერ იტანენ გვარამიას ყარამანიშვილები?!
გვარამიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 51% კი დაანაწილა 40 კაცზე სიცილ-სიცილით და ტაშის კვრით, თან საჯაროდ, მაგრამ ჯერჯერობით იმ 51%-ის კიდევ უფრო მეტის მფლობელებმა ძმებმა ყარამანიშვილებმა ცივი წყალი გადაასხეს... ჩვენო ამ წილს ან მთელ კოლექტივს გადავცემთ, ანაც არავისო...

გვრამიამ კი არც აცია და არც აცხელა ისე განაცხადა, ყარამანიშვილები დაჭერის შიშით უკრაინიდან ფეხს აქამდე ვერ ადგამდნენ, ახლა კი ერთბაშად რა გაბედულები გახდნენ და ჩამოვიდნენ საქ
ართველოშიო, რითაც პირდაპირ მიანიშნა, - ემანდ ხელისუფლებას ხომ არ გაურიგდნენო?..

მოკლედ, რაღა მძაფრსიუჟეტიანი სერიალი და რაღა "რუსთავი 2"-ის ამბავი...  ამ ტელეკომპანიის ირგვლივ დატრიალებული მოვლენები ერთ უსასრულო საგაში გადაიზარდა. ცალკე სალაპარაკოა მისი ნამდვილი მფლობელების საკითხი, რადგან არსებობის განმავლობაში იმდენი მეპატრონე გამოიცვალა, რომ ამის თაობაზე ერთი დიდი მხატვრული ნაწარმოები დაიწერებოდა.

პირადად ჩემთვის ყრამანიშვილების ხელგაშლილობა ერთ
რამეზე მიანიშნებს, ეგ ტელევიზია რეალურად არც არასდროს ყოფილა მაგათი, არც ფული გადაუხდიათ ოდესმე, ყოველ შემთხვევაში ადეკვატური ფასის შესაბამისი, ხლაფორთის მეტი ტელევიზიას მაგათთვის არაფერი მოუტანია და ეს ყველაფერი ისე მობეზრდათ, ერთი სული აქვთ როდის გათავისუფლდებიან მისგან... ოღონდ გვარამიას ვერ იტანენ და არც ენდობიან...

თუ რატომ, ალბათ მაგის მიხვედრა არც ისე რთულია, ამ წლების განმავლობაში ყარამანიშვილებს არაფრად აგდებდა თავად გვარამია, რადგან  მიიჩნევდა, რომ ისინი  მხოლოდ ნომინალური მფლობელები იყვნენ, საკუთარ დამქირავებლად, მამა-მარჩენლად და შეიძლება ღმერთადაც კი მიხეილ სააკაშვილი მიაჩნდა...

ამბობენ, ისეთ ასტრონომიული ოდენობის ხელფასს იღებს გვარამია გენდირექტორობაში, ეგონებოდა, აბა, არა?!

ამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო რამ "რუსთავი 2"-ის თავდაპირველი დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებაა, სადაც ისინი ამჟამინდელ ხელისუფლებას "რუსთავი 2"-ის საქმეში აშკარა დაინტერესებაში ბრალს სდებენ.

"2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, ჩვენ - "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში საქმის გამოძიების მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღიძრა და უამრავი მოწმე დაიკითხა, პროკურატურა უკვე 5 წელია დუმს. ის არ გვაძლევს არანაირ დასკვნას იმის შესახებ, ჩაიდინეს თუ არა უმაღლესი თანამდებობის პირებმა "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების წინააღმდეგ დანაშაული 2004 წელს", - განაცხადეს დვალმა და აქიმიძემ.

ვეღარ გავიგე. კანონიერი მფლობელები ქონების დაბრუნებისთვის იბრძვიან, არაკანონიერი - წილებს არიგებს, შუალედური მფლობელი, ქიბარ ხალვაში კი საქართველოში მოგებული სასამართლო პროცესის შემდეგ სტრასბურგში გარბის და "ჩემი ქონებაა და ამ ამბავში მართალი ვარო", - აცხადებს. ხუთი წელია ჩივიან აქიმიძე და დვალი. ამ ხნის განმავლობაში სიმართლე როგორ ვერ გაირკვა?!


ვეტო  და ექსპერტობა ქართულად

სერილად იქცა მარგველაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაუსრულებელი დაპირისპირებაც. პარლამენტი ამა თუ იმ გადაწყვეტილებას იღებს, "ფილოსოფოსი - პრეზიდენტი" კი ვეტოს დადების უფლებას ხშირად იყენებს, შემდეგ ურთიერთბრალდებების ნაკადის მომსწრენი ვხდებით, საბოლოოდ კი იგივე პარლამენტი ამ ვეტოს ხმათა უმრავლესობით აბათილებს.

წინა კვირას გიორგი მარგველაშვილმა ე.წ ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო. ატყდა ამის შემდეგ ერთი ამბავი.

"ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რა ბედი ეწევა ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. მართალიც აღმოჩნდა. 22 მარტს პარლამენტის მორიგ სხდომაზე პრეზიდენტის ვეტო ხმათა უმრავლესობით "წარმატებით დაიძლია".

ვნახოთ მარგველაშვილი მომავალში რა ახალ სიურპრიზს შემოგვთავაზებს. კულუარულ ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ "დიდ პოლიტიკაში" სერიოზული ნაბიჯებისთვის ემზადება. შესაძლოა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან ერთადაც მოგვევლინოს.

წინა კვირას ბატონი დავითი "კვირის პალიტრასთან"  ინტერვიუში მარგველაშვილთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო. "რაც შეეხება პირადად ჩემი და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობას, იგი 20 წელზე მეტია იყო და რჩება საქმიანი, თავისუფალი, სათანამშრომლო და კეთილგანწყობილი და დარწმუნებული ვარ, ასევე დარჩება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცოტა არ იყოს ამ ახალი "პოლიტიკური ტანდემის" მომავალი პესიმისტურად მეჩვენება. დავით უსუფაშვილის მიმართ ერთგვარი სიმპათიის მიუხედავად, ფაქტია, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, "რესპუბლიკელები" წინა მოწვევის პარლამენტში ადგილებს ვერ მიიღებდნენ. აი, მარგველაშვილის მომავალზე კი რა მოგახსენოთ... ალბათ ყველაფერს მაინც დრო გვიჩვენებს.

წინა კვირას ამჟამინდელი მმართველი ძალები ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გააკრიტიკა. "ხელისუფლებასთან აფილირებული ადამიანების რიტორიკა მაგონებს ღრმად დაკომპლექსებული ადამიანების საქციელს, რომელთა მთავარი ამოცანაა თვითდამკვიდრება და ძალის დემონსტრირება", - განაცხადა ხუხაშვილმა. ხუხაშვილის თქმით, არასერიოზულია მოსაზრება, რომ პრეზიდენტმა წინასაარჩევნო მარათონი საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 წლით ადრე დაიწყო.

ექსპერტმა ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავაც "მოიხსენია" და მას "პაროდიული ფიგურა" უწოდა: "ჯეჯელავა როგორ არის გაუფასურებული ხალხის თვალში, სჯობს ამას მიხედოს". ეს "რეპლიკა" ისევ და ისევ "ვეტოს საკითხს" და ჯეჯელავას ერთ ადრინდელ განცხადებას ეხება. შეგახსენებთ, ბატონმა ალექსანდრემ მარგველაშვილის "ვეტოს" შემდეგი კომენტარი გაუკეთა - "მე მეჩვენება, სამწუხაროდ, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება ზედმეტად ხშირად ხდება, რამაც საზოგადოების თვალში ცოტათი ფასი შეუმცირა ამ ვეტოს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ და ხუხაშვილიც ამან აღაშფოთა...

ორი დღეა საქართველო ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას წინასწარ ზეიმობს, გვიხარია და რა გვიხარია, იმედია, ეს მასობრივი სიხარული გუდა-ნაბადის მასობრივ აკვრაში არ გადაიზრდება და ერთბაშად არ მივაწყდებით ევროპას არალეგალური ბედნიერიერების საპოვნელად.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს
ქართლოსი
11 აპრილი 2017 11:31
ყველას გაუმარჯოს, ვისაც საქართველო უყვარს და ტკივა, ვინც არ უნდა იყოს ის, სისხლით ქართველი თუ არაქართველი, ღმერთმა გაუმარჯოს მას.
მაგრამ ყველა მომხვდურს და ძალად ჩანერგილს ქართველებში, ვინც ცხვრის ქურქში გახვეულა, საქართველო და ქართველები ძულს და ყველაფერს აკეთებს ქართველთა აწიოკებისათვის, ღმერთი მიუზღავს საკადრისს. არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია.
gg_s
28 მარტი 2017 21:26
100% martaali xaar
მარიამი
28 მარტი 2017 15:12
რუსთავი 2-რი ობიექტურობისგან ძალიან შორს არის, მე უფრო აგრესიულ ტელევიზიად მოვიაზრებ, რადგან ობიექტურობა მიუკერძოებლობას გულისხმობს.

რედაქტორის რჩევით