"უშიშარი" სააკაშვილი და გოცირიძის და მურუსიძის "კამანდა" - კაკულია მშვიდადაა, ე.ი. ომი არ იქნება?!
01-05-2017
"უშიშარი" სააკაშვილი და გოცირიძის და მურუსიძის "კამანდა" -  კაკულია მშვიდადაა, ე.ი. ომი არ იქნება?!
როდესაც მთელი დუნია სამხრეთ კორეის ნაპირებთან ფეთქებადსაშიშ მდგომარეობზე ბჭობს და იმას შიშობს ემანდ ტყვია არ გავარდესო; მავანმა ნათელმხილველმა კი მესამე მსოფლიო ომის დაწყების თარიღად 13 მაისი დაასახელა, საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტობის "ახალგაზრდა" კანდიდატისა და მისი "უხუცესი" მეუღლის შესახებ სწუხან და თან საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საპრეზიდენტო არჩევნების ახალ წესზე, ნეპოტიზმსა და მომავალ საპარლამენტო სახეებზე კამათობენ დაუსრულებლად.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ევა გოცირიძემ და მისი და მურუსიძის "კამანდამ", იუსტიციის საბჭოს რომ ეძახიან, გამოაცხადეს, ჩვენ -
მოსამართლეებს, აწი, შეურაცხყოფას ვინც გაგვიბედავს, უნდა დასაჯოთო. მოკლედ, ამტკიცებენ რეგულაციებია შემოსაღებიო, აქეთ მედია და დანარჩენები გადაირივნენ, ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. მე კიდევ აღარც არაფერი მიკვირს... სადაც მურუსიძეს ცოტა ხანში მუდმივ მოსამართლედ დანიშნავენ, რაღა უნდა გაგიკვირდეს ადამიანს! არც ის გამიკვირდება, მისი და მისი დამნიშნავის გინება რომ
მოუნდეს ვინმეს...


მოკლედ, მსოფლიო კია შეშფოთებული, მაგრამ ჩვენ ეს სულაც არ გვანაღვლებს და არც გაგვემტყუნება, კი იმარჩიელა უცხოელმა მკითხავმა, ამ დღეებში მსოფლიო ომი დაიწყებაო, მაგრამ, ჩვენი "ეროვნული" ნათელმხილველი ლელა კაკულია სიმშვიდეს ინარჩუნებს და როგორც ჩანს, ქართველებსაც სანერვიულო ალბათ არაფერი გვაქვს.

ტრადიციულად "დევნილობაში" მყოფი მიხეილ სააკაშვილით დავიწყოთ. ხშირად მეკითხებიან ამ ადამიანს რატომ გადაეკიდეო, გადავეკიდე კი არა, უარესი,  საქართველომ მისი ერთხელ არჩევით დიდი შეცდომა დაუშვა. ეს ჭირი ბოლოსა და ბოლოს მოვიშორეთ, მაგრამ სიფხიზლე მაინც აუცილებელია. ერმა ანალოგიური ნაბიჯი კიდევ არ უნდა გადადგას. ეს არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ჩემს ბლოგში "მიშა მაგარიას" ხშირად ვახსენებ.

წინა კვირას სააკაშვილის ძმას უკრაინის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. რასაკვირველია, "საქართველოს ყოფილი პირველი" ამაზე "განრისხდა" და "საკუთარ ტელეგადაცემაში" პოროშენკო და მისი ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ "შემოელანძღა".

"ეს პოლიტიკური საკითხია და ინსტრუქციებს გასცემს პრეზიდენტი პოროშენკო. ჩემი ძმა წავა, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ, მინდა, ვუთხრა ტიმჩინს და ამ ბანდას, რომელიც უსაფრთხოების სამსახური კი არა, უკრაინის "ბარიგების" სამსახურია, ვერ შეგვაშინებთ!"

წინა კვირას ქართული საზოგადოების თვალთახედვის არეში "ნაციონალი" ირმა ნადირაშვილიც აღმოჩნდა, რომელმაც "ქართული ოცნების" დეპუტატ ქალბატონებს სოფიო კილაძესა და თამარ ხულორდავას ბრალი დასდო: მეუღლეები თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში "ჩაწყობით" დაასაქმესო.

ნეპოტიზმი დღევანდელი საქართველოს უკურნებელი სენია. ის ახალი არ გახლავთ, ისტორიული ფესვები გააჩნია და რაც თავი მახსოვს, მუდმივად არსებობს. ალბათ ყველას გვიოცნებია ძლიერ და ეკონომიკურად აყვავებულ ქვეყანაზე. სამწუხაროდ, ეს ოცნება უკვე მერამდენე ათეული წელია გვიგრძელდება და მას დასასრული არ უჩანს. ამისი ერთ-ერთი მიზეზი სწორედაც რომ ქართულ საზოგადოებაში მყარად ფეხებგადგმული ნეპოტიზმია. შედეგად კი რამდენი ნიჭიერი და თავისი საქმის მცოდნე ადამიანია უმუშევარი.

მაგრამ ვინ ვინ და "ნაციონალური მოძრაობა" და ირმა ნადირაშვილი ამაზე არ უნდა ლაპარაკობდეს. თუ რამე მეშლება, შემისწორეთ, ქალბატონო ირმა, თქვენ ის ექსჟურნალისტი არ ხართ, რომელმაც როგორც კი სააკაშვილის ხელისუფლებაში გადაინაცვლეთ, უკან შლეიფივით ქმარიც გაიყოლეთ და გამგებლად დანიშნეთ...

სამწუხაროა, რომ ამ უვარგის ტრადიაციას უკვე "ქართული ოცნების" ქალბატონებიც აგრძელებენ.

ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა იყოს ამ საცოდავ ქვეყნაში ხელისუფლებაში მოხვედრა კეთილდღეობის მიღწევის საშუალება...

წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა" რელიგიური ორგანიზაცია "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება" დააფუძნა, რომელიც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე "ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, მოქალაქეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუკი ის სასულიერო პირია.

ამბობენ, "გირჩის" ოფისთან რიგებიაო, ჩემი ნება რომ იყოს, დეზერტირობის წახალისებისთვის ამ "გირჩის" ლიდერებს ჯერ სწორედ რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში ვუკრავდი თავს, მერე პოლიტიკოსობას ავუკრძალავდი და "გირჩის" მურაბის ხარშვის მეტად არაფრის უფლებას მივცემდი!

ახლა არ მითხრათ, ადამიანის უფლებების შელახვას აპირებო, ეგენი ქვეყნის ინტერესებს რომ ლახავენ ეგ არაფერია?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს



მანანა
16 მაისი 2017 09:46
დეას..... პოლიტიკაა ეს იაგოველები ჩინელები არაბებეიიიი ინდოელებიი თურქები იყიდება საქართველოოო უკვე წითელ თუმნიანებად კი არა ევროებად დოლარებადდდ მალაირდ დოლარებად ამათაც ეს უნდათ რომ ყველა წავიდეს რომ მერე მუჭა მუჭა კი არა ჰექტრებად გაყიდონნნ რა ეკლესია რის მართლმადიდებლობა ვაი რა გვეშველებააა ამათ ხელშიიიი
ციცო
02 მაისი 2017 13:48
ევროპაში გავარდნის გარდა საქართველოში ბოლო 5 წლის მანძილზე არაფერი სასიკეთო არ მომხდარა. ფასები იზრდება, უმუშევრობა და უბინაობა იზრდება, ხეები დადიან, გურჩები მარიხუანას თესავენ და რელიგიურ ორგანიზაციას აარსებენ დღეს გამოქვეყნდა, რომ პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა და ბიუჯეტე უკვე უჭირს პენსიის გადახდაო, აქეთ ტერიტორიებს ჩუმად გვართმევენ და ხმას არ იღებენ უფრო არ გავაბრაზოთო, იქით ჩემპიონები გავხდით და ჰიმნი ვერ მოძებნეს. სახელმწიფო უწყებები ვაკანსიებს ფორმალურად აცხადებენ და მერე ისევ ნათესავებს ნიშნავენ, ხეებს წვავენ და მინდვრის ხანძარიაო, ბაზრობა დაიწვა და კარფური შენდებაო,პატრიარს წამლავდნენ, ეროვნული ნათელმხილველი დუმს, რადგან სუსი- დან და სხვა ზემდგომიდან დირექტივა არ მიუღია, სიფლები იცლება და ევროპაშიც ასეაო, პრეზიდენტსაც ჩვენ ავირჩევთ და 2030 წლამდეც ჩვენ ვიქნებითო. იყავით ბატონო, იყავით, სისხლიანი 9 წელი გადავიტანეთ და უსისხლო 13 წელსაც გადავიტანთ
ადამი
02 მაისი 2017 09:23
ევა გოცირიძემ მურუსიძე ჩანერგა სასამართლო სისტემაში კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განსაკორციელებლად. მართმსაჯულების კორუფციული სქემა ასეთია: ევა გოცირიძესთან უნდა შეხვიდე კორუფციულ გარიგებაში, რომელიც დავალებას აძლევს მურუსიძეს, მურუსიძე კი სასამართლოს თავმჯდომარეებს და კოლეგიის წევრებს. მოსამართლეები კი უსიტყვოდ იღებენ კანონისაწინაღმდეგო გადაწყვეტილებებს ( თუ ბიჭი ხარ ნუ მიიღებ, სწორედ იმისთვის გაძლიერდა იუსტიციის საბჭოში მურუსიძის კლანი. სწორედ მაგისთვის აირჩიეს სერგო მეთოფიშვილი და გიორგი მიქუტაძე წევრებად). მურუსიძეს სასამართლოში ერთადერთი რამე ევალება ორგანიზება გაუკეთოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. ერთი სასამართლო პროცესი არ განუხილია 2015 წლის შემდეგ. აი ასეთია ევა გოცირიძე - მურუსიძის კორუფციული სასამართლო სქემა.

რედაქტორის რჩევით