თარხან-მოურავზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო - თურმე ჟირინოვსკი აინშტაინისა და ნაპოლეონის შთამომავალი ყოფილა
02-05-2017
თარხან-მოურავზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო - თურმე ჟირინოვსკი აინშტაინისა და ნაპოლეონის შთამომავალი ყოფილა
აშშ-ში არსებობს ასეთი ორგანიზაცია - "ახალი ინგლისის გენეალოგიის მკვლევართა ისტორიული საზოგადოება". ის ჯერ კიდევ 1845 წელს დაარსდა და ცნობილი პიროვნებების გენეალოგიას იკვლევს.

არ ვიცი "ცნობილი რუსი პოლიტიკოსი" ვლადიმერ ჟირინოვსკი "ახალი ინგლისის გენეალოგიის მკვლევართა ისტორიულ საზოგადოებას" თუ დაუკავშირდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ რუსულ მასმედიას ერთი სენსაციური ამბავი აუწყა.

"ლიბერალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მან დეტალურად გამოიკვლია თავისი წინაპრები და აღმოაჩინა, რომ მას ალბერტ აინშტაინთან და ნაპოლეონ ბონაპარტთან საერთო ფესვები აკავშირებს.

ჟირინოვსკის
თქმით, არაა იმაზე ლაპარაკი, რომ იგი ნაპოლეონის პირდაპირი შთამომავალია, თუმცა "საერთო ფესვები ნამდვილად აქვთ".

სამწუხაროა, რომ ანალოგიური ორგანიზაცია საქართველოში არ ფუნქციონირებს, თორემ ხომ აღარ გაგვიკვირდებოდა, როდესაც დავით თარხან-მოურავი გვეტყოდა, ქეთევან წამებულისა და ერეკლე მეორის შთამომავალი ვარო...

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ჟირინოვსკისაგან განსხვავებით "მოკრძალებული" ადამიანია და
საკუთარ წინაპრებში ცნობილ "ისტორიულ პერსონაჟებს" არ ეძებს. "ბატკამ" არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მშობლები კიევსა და ჩერნიგოვს შორის მდებარე ერთი პატარა სოფლიდან არიან.

რამდენიმე დღის წინ ლუკაშენკო უკრაინის პირველ პირს პეტრო პოროშენკოს შეხვდა და მეზობელი ქვეყნის მიმართ სიყვარული კიდევ ერთხელ დაადასტურა. აქვე ისიც დასძინა, რომ უკრაინაში სტუმრობას არც მეტი და არც ნაკლები... საკუთარი ტრაქტორით აპირებს.

"უკრაინელები ბელორუსებისთვის ახლობელი ერია. ჩვენ საერთო ბევრი გაგვაჩნია. უახლოეს მომავალში თქვენთან სტუმრობას ვაპირებ. აუცილებლად საკუთარი ტრაქტორით გესტუმრებით, მინდორში გავალ და უბრალო გლეხების გვერდით ვიმუშავებ. საომარი მდგომარეობის გამო უკრაინაში მიწები დაუმუშავებელი რჩება. ბელორუსიდან დამხმარეებსაც წამოვიყვან და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დაგეხმარებით. არ ვიცი უკრაინულ-რუსული ურთიერთობები როგორ წარიმართება, მაგრამ გარანტიას ვიძლევი: სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს ქვეყანას უკრაინასთან ომი არასდროს ექნება", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

დასასრულ კიდევ ერთ ისტორიულ ამბავს მოგიყვებით, თავის დროზე მთელ მსოფლიოს აზანზარებდა ადოლფ ჰიტლერის სახელი. თურმე ჰერ ადოლფი უბედური ადამიანი ყოფილა, რადგან არც მეტი არც ნაკლები, მხოლოდ ერთი სათესლე ჯირკვალი ჰქონია. პირველი მსოფლიო ომის დროს ეფრეიტორი ადოლფი ბრძოლის ველზე მსუბუქად დაიჭრა და საველე ექიმმა იოჰან იამბორამ ოპერაცია გაუკეთა. შედეგად "მაინ კამპფის" მომავალმა ავტორმა ცხოვრება ნაკლული ორგანოთი გააგრძელა. საინტერესოა, რომ იმდროინდელ ბრიტანულ ჯარისკაცულ ფოლკლორში, ჰიტლერის ამ ნაკლს ხშირად ახსენებდნენ. ამ ფაქტის საიმედო დადასტურება მხოლოდ ახლახან, გერმანულ გამოცემა "Der Stern" - ში გამოქვეყნებული წერილით მოხერხდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს



მედეა
23 მაისი 2017 11:11
რა გვჭირს ქართველებო, რა ავყიობა შეგვიჩნდა? ჰყავს კაცს დიდი წინაპარი--ეს უნდა გააქილიკოთ? თარხან მოურავი რომ არის --ეს იმის დასტურია, რომ დიდი გვარის შთამომავალია. არ მომწონს დაცინვა, მაშინ, როცა დასაცინი არაფერია ეს უფრო დამცინავის სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებს. გამწარებულია ხალხი არ იცის ვის უკბინოს! ფსიქოლოგებო, პედაგოგებო, პოლიტიკოსებო, მასმედიავ, მეცნიერებო----- ჩაუფიქრდით ამ პ რ ო ბ ლ ე მ ა ს დაეხმარეთ ხალხს, გააჯანსაღეთ საზოგადოება!
Lasha
05 მაისი 2017 13:02
რა მნიშვნელობა აქ ვისი შთამომავალაია? მთავარია თითონ ვინაა
GELA 2
04 მაისი 2017 17:38
რატო გეჩხირებათ ყელში ეს კაცი? მოქილიკენო! თქვენ რითი ჯობიხართ ის ბრძანეთ ერთი. ამ ქარაქუცა რუსთავი 2 ის ფეხის აყოლა გსურთ და "პაჟალუსტა" აყევით. ფხაკაძე რო ვინმეს გვარზე რამეს იტყვის??? ჰა ჰა ჰა. (თქვენც რო, კვერს დაუკრავთ)...

რედაქტორის რჩევით