"მფრინავი" სააკაშვილის უსიამოვნო მგზავრობა და ქვეყანა, სადაც "ვეფხისტყაოსანი" იცდის, არჩევნები - ვერა
29-05-2017
"მფრინავი" სააკაშვილის უსიამოვნო მგზავრობა და ქვეყანა, სადაც "ვეფხისტყაოსანი" იცდის, არჩევნები - ვერა
წინა კვირის ქართული პოლიტიკური ამბები "უინტერესოდ" წარიმართა. თუ თორდია - ფარცხალაძის დაპირისპირების მორიგ "რაუნდს" არ ჩავთვლით, ადგილობრივი მოვლენები "ცივილიზირებულად" მიმდინარეობდა და ქართული საზოგადოებისთვის რაიმე განსაკუთრებული მოულოდნელობები არ შეუთავაზებია.

პურისა რა მოგახსენოთ და აი, სანახობა ნამდვილად არ გვაკლია. მოკლედ, ოდესაში, თვითმფრინავით მგზავრობისას, ჩვენს "მფრინავ" ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თურმე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი ცოტნე ანანიძე გადაეყარა და გადაწყვიტა ძველი ცოდვები გაეხსენებინა. ჰო
და, ხომ იცით, დღეს ტექნიკა სად არის წასული და ლამის ინციდენტის "ფეისბუკლაივი" ჩაგვირთეს.

ვიდეოჩანაწერმა მოირა ქართულ-უკრაინულ-რუსული ვებგვერდები. იჯდა მიშა თავისთვის ორ ქალბატონს შორის და იღიმებოდა, როცა მიდგა ეს ანანიძე და შეახმო ღიმილი სახეზე, - შენაო, ბათუმის უნივერსიტეტის დარბევა და ჩვენი დაჭერა არ გახსოვს, არც ციხის ამბები და სხვა ათასი უბედურებაო? ან  ბათუმელებს რა
უქენი ან დანარჩენ საქართველოსო?!.


ჯერ კი ცდილობდა "მაღალი" ღიმილიანი "სიფათი" შეენარჩუნებინა, მაგრამ ცოტა ხანში ჩვეულებისამებრ ამოხტა ტანსაცმლიდან და სულ ცოფი ყარა, აქაოდა, ბათუმი მე ავაღორძინე და ნაძირლები ხართ თქვენ ყველანი ამას რომ ვერ ხედავთო.

მოკლედ, მიშა რის მიშაა, რომ დაბნეულიყო... და კიდევ ერთ ახალგაზრდა პოლიტიკოსს მშვენიერი პიარი გამოუვიდა, აბა, მე აქამდე ჯანო ანანიძე ძლივს ვიცოდი, ამ ცოტნეს ამბავი და ისტორია კი მხოლოდ ახლა შევიტყვე.

მიშამ კი დაე, იფრინოს, სადაც უნდა როგორც უნდა, ოღონდ შორს ჩვენგან, ჯერაც ყელში გვაქვს გაჩხერილი მაგის პატივისცემა "დაუნახავ" ქართველებს...

გასულ კვირას დამოუკიდებლობის დღეს სულ "ვეფხისტყაოსანურად" გვაზეიმეს, რაც ფრიად, გამიხარდა...

საქართველოს პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა პროექტში "გადაწერე "ვეფხისტყაოსანი" მიიღეს მონაწილეობა და ხელნაწერ წიგნში ჩანაწერები გააკეთეს.

ერთი შეხედვით ამ ამბავში რაიმე განსაკუთრებული არ არის, მაგრამ ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ... "პარლამენტარებს "ვეფხისტყაოსანი" წაკითხული აქვთ?", "გაუგიათ შოთა რუსთაველის სახელი?", "ვეფხისტყაოსნიდან" რამდენიმე ციტატა ზეპირად იციან?" - ამგვარი კომენტარები ამოვიკითხე სხვადასხვა სოციალურ ქსელში.

მე ის მიკვირს 2016 წელს, რომ არაფრად შეიმჩნიეს ეს დიდებული ნაწარმოები, არადა, "იუნესკოს" მიერ 2016 წელი სწორედ რუსთაველის წლად იყო გამოცხადებული. ამათ ეს ღონისძიებები უკან მიდევნებული ლამპარივით კი გამოუვიდათ... რას ვიზამთ, არჩევნების წელი იყო, რუსთაველი მოიცდიდა, არჩევნები კი - ვერა...


რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ "RAKIA Georgia"-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, საქართველოს პარლამენტის წევრს "პატრიოტთა ალიანსიდან" გელა მიქაძეს, გიორგი ჯანაშიას, და კომპანიის  ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადს 17.2 მილიონი დოლარის მითვისების ბრალდებით 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. სამივე მათგანმა ჯარიმის სახით ზემოთ მოყვანილი თანხა უნდა გადაიხადონ.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრ გელა მიქაძისთვის არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა კომპანია "რაკია ჯორჯია", სადაც განმარტავენ, რომ დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოში.

ბიზნესმენი გელა მიქაძე "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიაში მეხუთე იყო. ის გახლავთ პარლამენტის წევრი და პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი, საინტერესოა, ამ ამბავს რა გაგრძელება მოყვება. ფაქტია, "პატრიოტთა ალიანსი" დიდ უსიამოვნებაში გაეხვია. ეს მაგალითი ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს არჩევნებში მონაწილე ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის. ვიდრე ამა თუ იმ პოტენციურ დამფინანსებელს დაუკავშირდებიან, შემდეგ კი მათი ფულების დახმარებით პარლამენტში მოხვედრას გადაწყვიტავენ, ამ პიროვნების ბიოგრაფიასა და საქმიანობას გულდასმით გაეცნონ. აგერ არის ბატონებო გელა მიქაძის მაგალითი.

პ.ს. ახლა თქვენთვის მომინდია იმის გადაწყვეტა რუსთაველმა და "ვეფხისტყაოსანმა" რატომ შეიძლება მოიცადოს და არჩევნებმა - ვერა?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს



მანჩო:მეც ვიმეორებ:თუ ენა გექავებათ.,გაუსვით კედელს!
17 ივლისი 2017 13:54
რა უბედურებაა,რა ხდება ,ხალხო, თქვენს თავებში. მაინტერესებს,რას ხედავთ ახალს და კარგს? ისევ მაგ თქვენი ავადსახსენებელი ნაცების გაკეთებულზე ვდგავართ ჯერჯერობით და მალე ესეც დაინგრევა, მუდმივი ხომ არაფერია? დაამატეთ რამე კარგი,ისე,რომ იგრძნოს ადამიანმა,რით ვერ გაივსეთ ჯიბეები, გ ე ყ ო ფ ა თ, აწი მიხედეთ ხალხს!
თემური რეხვიაშვილი
03 ივნისი 2017 11:43
არწივი ვნახე არა დაჭრილი არამედ ძლიერი რომელსაც ებრძვის უუნარო ხალხი რომელთაც ფულის შოვნის იოლ საშუალებად უასრო ლაქლაქი აირჩია და თავს პოლიტიკოსს უწოდებს.თქვენ თვითონ აღიარებთ რომ ის მარტო მართავს ქვეყანას და ქშურთ მისი ამის უნარი თქვენ ღმერთმა არ მოგცათ ეს ადამიანი წლების განმავლობაში ხელფასს უხდიდა ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს და გაპარტახებას გადაარჩინა მან დააფინანსა საპატრულო პოლიციის შექმნა შიმშილისაგან გადაარჩინა უამრავი სახელოვანი ადამიანი.რომ გაძახით თავისი ხალხი დანიშნა თანამდებობზეო,აბა რა ექნა მას ხომ დიდი არჩევანი არც ქონდა ეს კაცი რომ არ ერეოდეს მართვაში ეს ფოფხაძეები დაღუპავენ ქვეყანას. ხეებს რგავსო ჯერ ერთი რატომ ერევით ადამიანის პირად ცხოვრებაში ის აკეთებს საშვილიშვილო საქმეს და ამ წალკოტს საფლავში ვერ წაიღებს ქწეყანას დარჩება ,თანაც ამ ხეებში თავის არალაქლაქით ნაშოვნ ფულს იხდის მათ გადანერგვაში უამრავმა გაჭივრებულმა სული მოითქვა,ისტორია თავისას იტყვის.ხალხო ქვეყანას ბიძინა კი არა ეს პოლიტიკოსები დაღუპავენ რომლებიც მარტო თავის თავზე ფიქრობენ რომ ეშმაკს მიყიდიან სულს რომ როგორმე პარლამენტში შეძვრენ რომკარგად იცხორონ ,მათ ხომ მეტი არაფერი იციან.ისინი პარტიებს ქმნიან რომ ბიუჯეტიდან თანხები დაითრიონ თუ ეს ასე არ არის მაშინ რატომ ომობენ იმისათვის რომ ხალხმა ისინი კი არ აირჩიონ,ვისაც კარგად იცნობენ(მაჟორიტარები) არამედ პარტიულ სიებში ათასი მაქინაციებით მოხვედრილები რომლებიც უმეტეს შემთხვაში უღირსები არიან,ისინი თავის ხელით არ მოჭრიან იმ ხეს რომელზეც თბილად არიან მოკალათებულები .ვთხოვოთ ერთადერთ ჭკვიან,არამოლაქლაქე ადამანს ბატონ ბიძინას რომ გააკეთოს შემდეგი-ქვეყანაში აკრძალოს ფიქტიური პარტიები,უნდა იყოს სულ რამოდენიმე პარტია,ყველა ქალაქმა და რეგიონმა თვითონ ხალხმა უნდა აირჩის თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და თვითონ უნდა შეეძლოს მისი შეცვლა,არ არის საჭირო ამდენი სამინისტროები და მუქთამჭამელები უნდა გაუქმდეს ფიქტიური ავტონომიების მთავრობები მთელი ფიქტიური მუქთამჭამელებით,ვისაც მთარობამ ხალხის ფულით ბინები უყიდა ან ფული გადაუხადა უნდა მოეხსნათ დევნილის სტატუსი,ისინი დამბრუნებელი თავის სოფლებში არ არიან,ისეთაც მთელი საქართველო თბილისშია ჩამოსული თავისი მანქანებით რომელიც მიწის გაყიდვით შეიძინეს(უმეტესობამ) სოფლის მეურნების სამინისტრომ მიზნად უნდა დასახოს რომ ადგილებზე შეუქმნას მათ პირობები რომ იცხოვრონ საკუთარ სახლებში შექმნან პროდუქცია.საქართველოს თავისუფლად შეუძლია რომ მოიყვანოს თავისათვის საჭირო,ხორბალი,შაქრის ჭარხალი,ბოსტნეული,ხორცი და რძე,ხილი და ღვინო.
დიმიტრი
31 მაისი 2017 15:08
როგორც იყო დაფშტვენილი დორბლა ისეთივე დარჩა )))

რედაქტორის რჩევით