"ბრძენთა ბრძენი" კინოლოკო, მუჰთარლის საქმე და სააკაშვილის უკრაინული ფიქრები - ისევ პრეზიდენტი ვიქნები!
05-06-2017
"ბრძენთა ბრძენი" კინოლოკო, მუჰთარლის საქმე და სააკაშვილის უკრაინული ფიქრები - ისევ პრეზიდენტი ვიქნები!
"ბრძენთა ბრძენი" კინოლოკო და მუჰთარლის საქმე
ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ თბილისიდან გამქრალი და ბაქოს იზოლატორში ნაპოვნი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუჰთარლის საქმეს ჩვენი სამართალდამცავები ძირისძირობამდე გამოიძიებენ, ყველა დეტალს გაარკვევენ და და დამნაშავეს, ვინც არ უნდა იყოს ის, დასჯიან, მაგრამ... ვერ ვიჯერებ. იმიტომ კი არა, რომ ჩვენმა "ბრძნეთა ბრძენმა" კინოლოკომ, იგივე განათლების მინისტრმა ჯეჯელავამ ამდენი უგუნურება ილაპარაკა, სირცხვილისგან აღარ ვიცოდი სად დავმალულიყავ, არამედ იმიტომ, რომ პრემიერის ამ საქმეზე გამოხმაურებამ ისე დააგვიანა, ლამის
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასწრო...


მესმის, სახელმწიფოთა შორის არსებობს გარკვეული კულუარული, მნიშვნელოვანი და აუცილებელი კავშირების ამბავი, ისიც, მესმის, რომ მეზობელი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინების გარეშე ვერ ავაწყობთ ნორმალურ რეგიონალურ პოლიტიკას, მაგრამ ეს არც ცალმხრივი უნ
და იყოს და არც საკუთარი უმნიშვნელოვანესი ინტერესების ხარჯზე უნდა "უყრიდე ბარტყებს" ვიღაც- ვიღაცებს... და საერთოდაც არ უნდა უყრიდე ამ ბარტყებს არავის, რადგან, როგორც იმ ცნობილი ზღაპრისა არ იყოს იმის მადა, ვინც ბარტყებს ითხოვს, სულ უფრო და უფრო იზრდება...

ამ ამბავმა, რომ ჩვენი ქვეყანა გვარიანად დააზარალა იქიდანაც ჩანს, კვირიკაშვილის სპეციალურ განცხადებას თეთრი სახლის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებამ კინაღამ რომ არ ჩამოასწრო ოკეანგაღმიდან!.. არ დარჩა საქართველოში არსებული საერთაშორისო მისია და საელჩო ამ საკითხს რომ გამოხმაურებოდა.

ასე რომ, კეთილი ინებონ ამ ჩვენმა მეზობლებმა და როგორმე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიც გაითვალისწინონ და იმიჯსაც მოუფრთხილდნენ... თუ თავისით არ ესმით, ეს ჩვენ თვითონ როგორმე უნდა შევაგნებინოთ!

"ჩემი გმირი გიწოდე", ანუ სააკაშვილის უკრაინული გეგმები
საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ბლოგთან დასაახლოებლად ემზადება, "ჩემი გმირი გიწოდე", ანუ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი უკვე უკრაინაში აპირებს ხელისუფლების შეცვლას.

"ჩემი მიზანია უკრაინელ ხალხს დავეხმარო. როგორ დავეხმარო მათ?! მხოლოდ გუნდთან ერთად! მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობით, ახალი მთავრობით, ახალი ხალხით! სრულად უნდა გადავაყენოთ ძველი პოლიტიკური კლასი!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
"დიდი მიხეილი" უფრო შორს მიდის და უკრაინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზეც ფიქრობს. მართალია ადგილობრივ მასმედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.

სააკაშვილს უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა კი სურს, მაგრამ შეცვლის კი?! რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.

პაველ პეტრენკო ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე სააკაშვილის მიერ ცრუ ინფორმაცია იყო გავრცელებული, თითქოს იუსტიციის სამინისტრო უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის პარტიის "Рух нових сил" სახელის შეცვლის რეგისტრაციაზე და რომ ამავდროულად, უკანონოდ იყო დარეგისტრირებული პარტია "მიხეილ სააკაშვილის ბლოკი".

მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ "Рух нових сил" ნახევარი წლის წინ დაარეგისტრირა. რაც შეეხება იმას, თითქოს სამინისტრო არ არეგისტრირებს პარტიის სახელის შეცვლას "Рух нових сил Міхеїла Саакашвілі"-ზე, მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, იუსტიციის სამინისტროში არანაირი დოკუმენტი არ არის შესული მიხეილ სააკაშვილის პარტიის სახელით.

მოკლედ, სააკაშვილს ტყუილისთვის უჩივიან, რაც სულაც არ მიკვირს... მაგისგან ჩვენ ყუილები გვისმენია, მტერს და დუშმანს. კი ვაფრთხლებდით პოროშენკოს ხელისუფლებას უკრაინელებს გაგბერავთთ ეგ კაცი ტყუილებით და ერთხელაც იქნება ფეხსაც დაგიდებთო, მაგრამ დაგიჯერა ვინმემ?! ჰოდა, ახლა გყავდეთ, ეშმაკმაც რომ არ იცის რისი დამტრიალებელი, მიშა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


MAR
22 აგვისტო 2017 03:17
რა საყვარლად ეწფერება მიშიკო ძაღლს, ადამიანს თუ ცხოველები უყვარს, ადამიანებს რამეს დაუშავებს?
ნინი-
08 ივნისი 2017 12:08
ძალიან მაოცებს ვინმე აზერბაიჯანელი ე.წ.ჟურნალი9სტის ამბავტან დაკავშიტებული, მე ვიტყოდი,კარიშხლის მოწყაობა ჭიკაში.ეს არასამტავრობოები რას იღებენ ამდენს ,რომ ყველანაირად ცდილობენ უმნიშვნელე დეტალიც კი გამოიყენონ საკარტგელოს სამტროდ.როგოშრ გინდატ საკარტველო წარმოაჩინოთ არადემოკრატიულ კვეყნად.არ გამოგივათ. ჩვენი ჟურნალისტები და ფოტოკორესპოდენტები რომ ციხეშო ჩასვეს,მაშინ რომელიმე თკვენთაგანმა რატომ არ ატეხეთ განგაში? იმიტიმ,რომ საკარტველოში დემოკრატია ყვაოდა?ნამდვილი მე-5 კოლონა ხართ.რედაკციას-იკნებ არ დამიბლოკოთ.ვინმემ სიმარტლე ხომ უნდა თკვას. მადლობა.
gode
08 ივნისი 2017 01:17
დამტავრდა მიხოს პარპაში,არ გინდოდა რძე და ყველი ახლა ჩამე შიბლა

რედაქტორის რჩევით