ბერამ თქვა და განათდა უკუნი, ანუ თქვენ ივანიშვილი მარგველაშვილში ხომ არ გეშლებათ, ბატონებო?!
12-06-2017
ბერამ თქვა და განათდა უკუნი, ანუ თქვენ ივანიშვილი მარგველაშვილში ხომ არ გეშლებათ, ბატონებო?!
ამბავი ბერას მეგობარი "ბირჟა მაფიისა"
"თქვენთან ვარ ბიჭებო", - დაწერა ბერამ საკუთარ "ფეისბუკგვერდზე" და გაუნათდა ხელისუფლებას გონება, არ ვიცი, შესაძლოა ამას რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციაც წაეხმარა, მაგრამ ფაქტი ერთია, მთავრობაში ერთბაშად შეწუხდნენ რეპრესიული ნარკოპოლიტიკით, პოლიციელთა უსაქციელობით, ქვეყნის ბედით და რა ვიცი, კიდევ რით აღარ...
ამას მოჰყვა პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება, ვიცე-პრემიერ კალაძის თინეიჯერული ვიდეოპოსტი, პროკურატურის ინტერესი და ა.შ.
მოკლედ, რეპჯგუფ "ბირჟა მაფიას" 2 წევრის ციხეში ჩასმა იქცა გასული კვირის მთავარ
პოლიტიკურ თუ სამართლებრივ თემად.

მოდი, თავშივე ვიტყვი, რომ დიდად  ნიჭიერებით ვერგამორჩეული ჯგუფის არსებობას ალბათ ვერც გავიგებდით (უნიჭობის დასტურად მარტო ჯგუფის სახელიც კმარა), დიდად არც პოლიციელთა გამაშარჟებელი ასევე უნიჭო კლიპით დავინტერესდებოდით, რომ არა, როგორც ჩანს, ამ გაშარჟებული პოლიციელების ცალტვინობა და სიმღერისთვის ახალგაზრდების დაკავება.

როგორც ჩანს, უკვე

თავად მთავრობასა და პროკურატურაშიც არავის ეეჭვება უკვე, რომ ის დიდი რაოდენობით ნარკოტიკი, რაც ამ ბიჭებს აღმოუჩინეს, მართლაც "ჩაუდეს", აქაოდა, შეურაცხყოფა როგორ მოგვაყენესო... ჰოდა, აგერ კი გამოუშვებენ დღედღეზე. ახლა ყველა დაკავებული ნარკოტიკის მოხმარებისა თუ "ბარიგობისთვის" დაკავებული იმას ყვირის, ჩვენც "ჩაგვიდესო" და ყველას აქვს ამგვარის თქმის საბაბი.

ჩვენს საზოგადოებაში პოლიციელებისა და უბრალო მოქალაქეების ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა კვლავაც. ვერ ვიტყვი იმას, რომ დაკავებულთაგან ბევრი კანონმორჩილი ადამიანია, მაგრამ ფაქტია, ახალი ხელისუფლების პორობებშიც არაერთი ფაქტი დაგროვდა, როდესაც პოლიციამ საკუთარ ძალებს გადაამეტა. მოკლედ, მურტალოსი არ იყოს, ამ ჩვენს პოლიციას მეთოდები რა ხანია დაუძველდა და ვერაფრით ხვდებიან... ვერც ცვლიან და არც ეშვებიან ამ ამბავს. იმასაც ამბობენ, მომხდარს მღებრიშვილი შეეწირებაო...

ორიოდე სიტყვა იმ აქციაზე მინდა ვთქვა, რომელიც რუსთაველზე მართლაც სპონტანურად გაიმართა და სადაც ახალგაზრდები სჭარბობდნენ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, აქცია "საეჭვოდ" ორგანიზებული იყო და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს... მე კიდევ მგონია, რომ ამ აქციას ორგანიზებულობის არაფერი ეტყობოდა და თუ იყო კიდეც, ხელისუფლებას რომ არ მიეცა საბაბი, არც პროტესტი იქნებოდა, მით უფრო, რომ პოლიტიკური პარტიები, თვით დიდი მიშაც ამჯერად უკრაინიდან რამდენჯერ და როგორ აღარ შეეცადნენ საპროტესტო მუხტის აგორებას, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ...

ისე, ქაჯები იმ სამართალდამცავი უწყებებიდან აშკარაა ჯერ არსად წასულან და ამაზე დაფიქრება სჯობს, ვიდრე ქაჯობის იმ ახალგაზრდებისთვის დაბრალება, ვისზეც დგას ჩვენი მომავალი.

ჰო, კიდევ, იმედი გვაქვს, აწი, პოლიციელები როცა ვინმესთვის საქმის "გაჩარხვას" გადაწყვეტენ და ამას ნარკოტიკსაც წაახმარენ, დაფიქრდებიან, ემანდ ბერას მეგობარი, ნაცნობი არ იყოს, ბოლოს და ბოლოს ფოტო არ ჰქონდეს ივანიშვილის ოჯახის წევრებთან გადაღებულიო...

თქვენ ივანიშვილი მარგველაშვილში ხომ არ გეშლებათ, ბატონებო?!

აურზაური "რუსთავი -2"-ში

ყარამანაშვილები ირწმუნებიან, ჩვენ არ გაგვიშვია გვარამია, თვითონ წავიდა და თუ უნდა, დაბრუნდესო; გვარამია კვლავინდებურად დუმს; "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები უხელფასობას უჩივიან, მოკლედ, აირია მონასტერი...

ვიდრე აურზაური დაიწყებოდა, დიდმა მიხეილმა გვარამია-უდუმაშვილის დუეტი უკრაინაში იწვია. როგორც ირკვევა, უდუმაშვილს თბილისის მერობის კანდიდატობა მოსთხოვა, მაგრამ რა მოსთხოვა გვარამიას, უცნობია...


ერთ-ერთი ვერსიით, სააკაშვილმა ირგძნო, რომ ტელეკომპანიაზე გავლენა ხელიდან ეცლება და ამიტომაც დაგეგმა რეორგანიზაცია, მოკლედ, გვარამიას გარეშე ტელევიზიაში ცვლილებები გადაწყვიტა და გვარამიაც ამან გაანაწყენა... სხვა ვერსიით, პირადად სააკაშვილმა მოსთხოვა თანამდებობიდან წასვლა...

მოკლედ, ასეა თუ სხვაგვარად, ტელეკომპანიას სერიოზული პრობლემები აქვს და ბევრი იმასაც ამბობს, ჰა და მიაღწია ივანიშვილმა თავისას ტელეკომპანიას შლისო... ბევრს ჩვენში ეს იქნებ უხარია კიდეც, მაგრამ, არა მგონია, ეს სწორი იყოს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ebbe sandi
14 აგვისტო 2017 16:55
უუუჰ რა კაცი რა კაცი/
Mkitxveli
15 ივნისი 2017 18:13
Kai bicho ra dros birja mafia da magati bgavilia? Satiruli ki arada ixvi.
ვანო
14 ივნისი 2017 11:45
ივანიშვილი არ გნყოფნიდა ახლა შვილი დაემატა

რედაქტორის რჩევით