ველოსიპედით "აწყობილი" კარიერა და სააკაშვილისგან "დაჩმორებული" ბუში, ანუ "კორკოტამ" და ბრეგაძემ უნდა "გაათავისუფლონ" საქართველო?
ველოსიპედით "აწყობილი" კარიერა და სააკაშვილისგან "დაჩმორებული" ბუში, ანუ "კორკოტამ" და ბრეგაძემ უნდა "გაათავისუფლონ" საქართველო?
წინა კვირა ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით "საინტერესო" აღმოჩნდა. ყველაფერი თბილისის მერიის "შტატიანი თუ უშტატო" თანამშრომლის, ოთო აბესაძის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებით დაიწყო. შემდეგ "ესტაფეტა" ნაცნობმა და "საყვარელმა" მიხეილ სააკაშვილმა გადაიბარა და რამდენიმე "ოდიოზური" განცხადებით "გაგვაკვირვა". ეს ყველაფერი კი "ახალი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის" - იგივე "ქართველთა მარშის" ჩატარებით დასრულდა.

ნება მომეცით ოთო აბესაძეთი დავიწყო. ამ ამბავზე იმდენი დაიწერა, იმდენი ვარაუდი და მოსაზრება გამოითქვა, რომ რაიმე ახლის დამატება გამიჭირდება. საწყენია ახალგაზრდა ადამიანი წარმატებულ კარიერას ამ
You must have Flash Player installed in order to see this player.
გზით რომ ასრულებს. ვერ ვიტყვი ნამდვილად დამნაშავე გახლავთ თუ სხვადასხვა გარემოებების მსხვერპლი. ერთია, ზრდასრულ პიროვნებას, რომელსაც ამ ცხოვრებაში ყველაფერი აწყობილი აქვს, მსგავსი ინციდენტის თავიდან აცილება უნდა შეეძლოს.

ფაქტი ერთი, თუნდაც პროვოკაცია იყოს, ადამიანმა ქრთამი აიღო და ის დასასჯელია. ჩემი ყუ
რადღება კი მისი ერთი ადრინდელი ინტერვიუს ფრაგმენტმა მიიპყრო.
"2012 წლის ერთ საღამოს, ველოსიპედით ვსეირნობდი, როდესაც ქუჩაში გიორგი მარგველაშვილს შევხვდი - ის ძაღლს ასეირნებდა. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, პოლიტიკური შეხედულებები გავცვალეთ, ცოტა ხანში კი, 23 წლის ასაკში, მის მრჩევლად დამნიშნა".

საქართველოში ტოტალური უმუშევრობაა და სამსახურის მოძიება რა იოლი ყოფილა: ველოსიპედის ქონა, ძაღლიანი მაღალჩინოსნის მოძებნა და საღამოს საათებში ჩასაფრება. ნეტავი მართლა ასე იოლად წყდებოდეს დასაქმების პრობლემები. უახლოეს დღეებში აბესაძის "გამოცდილების" პრაქტიკაში განხორციელებას შევუდგები. მართალია ველოსიპედი არ მაქვს,
სამაგიეროდ ძაღლი მყავს და ოთხფეხა მეგობრების "გამსეირნებელი" მაღალჩინოსნების ვინაობა და მათი ყოველდღიური მარშრუტის დადგენაღა მესაჭიროება.

აბესაძეს საკუთარი პრობლემები მოძალებია და ჩვენც სააკაშვილზე გადავიდეთ. "თავის დროზე ბუშს ხმა ავუწიე და ტელეფონში ვუყვირეო" - განაცხადა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" დიდმა მიხეილმა. იქვე თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავასაც "მიწვდა" – "სანამ გიგი უგულავამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს".

მეორე დღეს უგულავამ "მიშიკოს" ხურდა დაუბრუნა - "გულწრფელად ვწუხვარ დეგრადაციის მასშტაბებს რომ ვუყურებ. მან ძალიან
კარგად იცის სიმართლეც და ისიც, რომ ამ წვრილმან ცილისწამებაში არ ავყვები", – წერს უგულავა.

სამწუხაროდ ჯორჯ ბუში - უმცროსი საქართველოდან შორს იმყოფება და სააკაშვილის "რუსთავი 2"-თან ჩაწერილი ინტერვიუ ალბათ არ მოუსმენია, წინააღმდეგ შემთხვევაში ხმას ამოიღებდა და "სიმართლესა თუ ცილისწამებას" უპასუხოდ არ დატოვებდა. სამაგიეროდ ამაზე ქართულ სოციალურ ქსელებში იზრუნეს და "ჯორჯ ბუშის პასუხმა" დღის სინათლე უკვე იხილა.
"მე თავი დამანებეთ, ერთი პენსიონერი კაცი ვარ, ბოლო-ბოლო, პრეზიდენტი ვიყავი ვეებერთელა ქვეყნისა. დგას ეხლა ეგ თქვენი მასხარა და ბოდიალობს რაღაცებსა… თუ ვაპატიო, უმცროსი ბუში არ ვიყო!" - ეს არის ამ "პასუხიდან" ამოღებული ერთი პატარა ციტატა.
სააკაშვილზე მეტს აღარ შევჩერდები. უბრალოდ მივყვეთ დროის დინებას და დაველოდოთ უახლოეს დღეებში რა ახალ "მარგალიტს" შემოგვთავაზებს.

რამდენიმე დღის წინ თბილისში დაანონსებული "ქართველთა მარში" ჩატარდა. იყო შიში, რომ მსვლელობა ქალაქში გარკვეულ დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. საბედნიეროდ ინციდენტებს ავცდით და მიტინგი-მანიფესტაცია "მშვიდობით" დასრულდა.
რასაკვირველია აღმაშენებელზე უცხოელთა მომრავლება გულზე არ მახატია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა მიტინგებით არ გადაწყდება.

პირველ რიგში პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ სტრუქტურებს, რომლებმაც ამდენი არაბისა თუ თურქის ასეთ "მომრავლება - გამრავლებას" ხელი შეუწყო. ამ სიტუაციას მკაცრად დარეგულირება სჭირდება და პასუხისმგებლობა მერიას, ხელისუფლებას და საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტს ეკისრება. უშუალოდ აღმაშენებელზე რამდენიმე ათასი ადამიანის ჩატარება და ქსენოფობიური ლოზუნგების წამოყენება ამ აქციის ხელმძღვანელების მიერ პოპულისტური ნაბიჯების გადადგმა მგონია.

მიტინგზე ისიც ითქვა, რომ "ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა" იბადებოდა. მაპატიეთ, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილიდან დაწყებული დღემდე მუდმივად "ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას" ვაწარმოებთ. ეს თემა მუდმივია და დარწმუნებული ვარ, საქართველოში არასოდეს ჩაკვდება. კი მაგრამ, გია კორკოტაშვილმა და სანდრო ბრეგაძემ უნდა "გაათავისუფლონ" საქართველო? ვისგან, რისგან? უცხოელების მოძალება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის პრობლემაა და მას საქართველოზე უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც ვერ ერევიან.

"ქართველთა მარშის" ორგანიზატორებიდან ერთი განცხადებაც მენიშნა. რომ აცხადებს ბატონი სანდრო ბრეგაძე, 1992 წლის შემდეგ ამ სახის "უანგარო და მხოლოდ იდეისადმი გამოსული ხალხი" პირველად დაფიქსირდაო, მეხსიერება ხომ არ ღალატობს. 1992 წლის შემდეგ თბილისში არაერთი მიტინგია გამართული, გაცილებით ხალხმრავალიც. თავადაც არაერთხელ ვესწრებოდი და გარწმუნებთ, მონაწილეთა ასი პროცენტი იქ მართლაც რომ უანგაროდ და იდეის ერთგულებისთვის იმყოფებოდა.

მიმაჩნია, რომ ამ სახის მსვლელობა - მიტინგების ჩატარება ჩვენს ქვეყანას ევროპასა და მსოფლიოში შავ პიარს აუგორებს. პრობლემა მოგვარებადია, საჭიროა საიმიგრაციო კანონის მართლა გამკაცრება. ამისთვის პირველ რიგში, პასუხი შესაბამის სტრუქტურებს უნდა მოვთხოვოთ და არა აღმაშენებელზე უკვე "დაბანაკებულ" სხვადასხვა ჯურისა და წარმომავლობის მქონე უცხოელებს. მიტინგებით ქვეყანა არავის აუშენებია და მეეჭვება მომავალში რაიმე შეიცვალოს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მარიამი
29 აგვისტო 2017 14:32
რაღაც -რაღაც მართლაც მოსაფიქრებელია... ხომ არის ქვეყნებბი, სადაც ვერ გახდები იქაური მოქალაქე თუ იქაურ ენაში არ ჩააბარე გამოცდა, ან თუ 14-15 წელი არ ცხოვრობ საქმიანობით, ან დროებით აცხოვრე და მერე გააძევე ჯარიმებით და ა.შ. ათასი რამ შეიძლება ჩაიდოს საიმიგრაციოს პირობაში და საერთოდ, ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ როგორც პატარა ერი, პატარა ტერიტორიის მქონე და უამრავ ლტოლვილთა მყოლი- ამდენი და ამდენი წელი-არავის არ ვიკარებთ და სხვა და სხვა მიზეზის მოგონების ფანტაზია არა გვაქვს?~
მარიამი
29 აგვისტო 2017 12:00
რაღაც -რაღაც მართლაც მოსაფიქრებელია... ხომ არის ქვეყნებბი, სადაც ვერ გახდები იქაური მოქალაქე თუ იქაურ ენაში არ ჩააბარე გამოცდა, ან თუ 14-15 წელი არ ცხოვრობ საქმიანობით, ან დროებით აცხოვრე და მერე გააძევე ჯარიმებით და ა.შ. ათასი რამ შეიძლება ჩაიდოს საიმიგრაციოს პირობაში და საერთოდ, ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ როგორც პატარა ერი, პატარა ტერიტორიის მქონე და უამრავ ლტოლვილთა მყოლი- ამდენი და ამდენი წელი-არავის არ ვიკარებთ და სხვა და სხვა მიზეზის მოგონების ფანტაზია არა გვაქვს?~
ნანა
16 აგვისტო 2017 12:09
კორკოტა და ბრეგაძე თუ ვერ ათავისუფლებს საქართველოს ნაციონალებმა ხომ გაანთავისუფლეთ საქართველო კიდევ დამატებით ჩააბარეთ 20 პროცენტი უნამუსოებო გაჩუმდით ხმას როგორ იღებთ მიშა არ იყო? ცხვირით რომ ხნავდა მიწას?
lia
18 ივლისი 2017 11:43
და რამდენი ასეთი ყავს ნეტავ მრჩევლად დანიშნული მარგველაშვილს??? რა დამსახურებისათვის???? მეგობრის შვილი იქნებოდა - თავისი, თავისი მეუღლის მეგობრის, ან თავისი შვილის მეგობარი.. გამოელაპარაკა და 23 წლის ბიჭი ქუჩიდან მრჩევლად დანიშნა... ახლა თუ გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ქუჩიდან მიყვანილი ბიჭის უღირსი საქციელის გამო???? და რას ნიშნავს, პროვოცირება გაუკეთეს???? რა, ამ დროს უნდა აეღო ქრთამი???? მეცოდება, ახალგაზრდა კაცმა დაიღუპა ცხოვრება, მაგრამ იქნეს ეს მათი დამსახურებაცაა, ვინც მას კარიერის დაუმსახურებლად აწყობაში დაეხმარა???
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?