ამბავი თათია დოლიძისა და "კორკოტას" შერკინებისა, "სტრელკა" აღმაშენებელზე, პიროშენკოს ვიზიტი და... ისევ სააკაშვილი
24-07-2017
ამბავი თათია დოლიძისა და "კორკოტას" შერკინებისა, "სტრელკა" აღმაშენებელზე, პიროშენკოს ვიზიტი და... ისევ სააკაშვილი
წინა კვირის დასაწყისში თბილისში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გვეწვია. წესითა და რიგით პოროშენკოს სტუმრობა კვირის მთავარი თემა უნდა ყოფილიყო, მაგრამ "ქართული მოვლენები" მოულოდნელი სცენარით განვითარდა. ბატონ პეტროს ქვემოთ აუცილებლად დავუბრუნდები, ახლა კი ნება მომეცით თათია დოლიძისა და "კაი ყრმა" "კორკოტას" და სხვა "დიდი" ქართველების "შეჯახების" ამბავი განვიხილო.

"ქართველთა მარშის" ამასწინდელი აქცია არაერთმა ჩვენმა თანამემამულემ გააკრიტიკა, მათ შორის ქალებმაც. "კორკოტამ
და კომპანიამ" მიზანში რატომღაც ახალგაზრდა პოლიტიკოსი თათია დოლიძე ამოიღეს და მას არც მეტი არც ნაკლები "ჯგუფური გაუპატიურებით" დაემუქრნენ. მონასტერიც ამის შემდეგ აირია.

რა გითხრათ, დარწმუნებული ვარ კორკოტაშვილი, ბრეგაძე და მათი სხვა კომპანიონები ქართველობაზე თავს დებენ, სუფრაზეც მანდილოსნების სადღეგრძელო არაერთხელ დაულევიათ.
ამ დროს, კრიტიკული გამონათქვამების გამო ახალგაზრდა ქალიშვილის "სასტიკი დასჯით" იმუქრებიან.
სად არის თავი და სად ბოლო ვერაფრით გავიგე.

არ ვაჭარბებ, აქა იქ ნიძლავებიც კი იდებოდა, თათია დოლიძის ახლობლები "კორკოტასა" და მის ბიჭებს პასუხს როგორ და რა ფორმით გასცემდნენ. საბედნიეროდ, ტრადიციულ ქუჩურ ძმაბიჭურ გარჩევებს და "სტრელკებს" გადავურჩით და მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს ძირითადად "ფეისბუკის" საშუალებით "ესაუბრებოდნენ".
მოკლედ, როგორც დიდი რუსთაველი იტყოდა "კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების..."

ასე წარმოაჩინეს ქართველობაზე თავდადებულებმა საკუთარი სახე, უგულავამ და მისმა მეგობრებმა უკვე საპირისპირო მარშზე სულ ფაშისტები რომ უძახეს იმათ. ხელისუფლების სასახელოდ უნდა ვთქვათ, ამ მარშებს, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და აღმაშენებელზე დანიშნულ "სტრელკებს" სამართალდამცავებმა უცებ აუღეს ალღო და ცოცხებისა და ბოთლების ერთმანეთისთვის სროლას თუ არ ჩავთვლით,  სხვა ინციდენტები თავიდან აიცილეს... "ევროპული საქართველოსა" და "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების ერთ დროს დანიშნულ აქციებს ვგულისხმობ...

დავუბრუნდეთ პეტრო პოროშენკოს ვიზიტს, რომელიც ერთგვარად ჩრდილშიც კი მოექცა, არადა ერთი საინტერესო ამბის გახმაურების მომსწრენი გავხდით. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს სააკაშვილის შესაძლო ექსტრადაციაზე ჩამოუგდეს საუბარი...

ყველასათვის მოულოდნელად ბატონმა პეტრომ გაიკვირვა, ამისი მსგავსი არაფერი მსმენია და ამ საკითხზე ჩვენთვის არავის მოუმართავსო!
სად არის სიმართლის თავი დამარხული? საქართველოს მთავარი პროკურატურის არქივში არსებობს უწყების მიერ 2015 წელს გავრცელებული განცხადება, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობებით უკრაინის პროკურატურას თითქოს ჯერ კიდევ 2015 წლის 17 თებერვალს მიმართა.

არსებული ინფორმაციებით, უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან არ უთანამშრომლია და უარი განაცხადა ძებნილი ქართველი მაღალჩინოსნების ექსტრადირებაზე. მეტიც, პროკურატურის მოთხოვნიდან ზუსტად 4 თვეში, 2015 წლის 29 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, მოგვიანებით კი ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

თავის დროზე უკრაინელებს ეგონათ, რომ სააკაშვილს მართლაც ჰქონდა "მითიური ჯოხი", რომლის მეშვეობითაც განახორციელებდა რეფორმებს, რომელიც ხელს შეუწყობდა უკრაინის ტრანსფორმირებას ახალი ტიპის სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. ახლა კი, უკრაინელებმა დაინახეს, რომ სააკაშვილი პოპულისტი არარაობაა და ბარონი მიუნჰაუზენია.


სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა და ისტორიულ სამშობლოში ექსტრადაცია უკვე ნამდვილად ემუქრება. ის პოროშენკოს ყელში გაჩხერილი ჰყავს და მის მოშორებას ყველა შესაძლო ხერხით შეეცდება. გამოუვა კი?

რამდენიმე დღის წინ უკრაინულ მასმედიაში ერთი საყურადღებო ინფორმაცია გავრცელდა. წინა კვირას ადგილობრივმა გამოცემამ "The Экономист" საკუთარ მკითხველებს შორის ინტერაქტივი ჩაატარა და მას სამი ათასი ადამიანი გამოეხმაურა. გამოკითხვის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა: 53 პროცენტმა უკრაინის მომავალ პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა დაასახელა. რედაქციის აზრით, "უკრაინის მოსახლეობა იმდენადაა მოწადინებული საკუთარ ხელისუფლების შეცვლაზე, რომ მზადაა აბსურდული ნაბიჯი გადაგას და არ იფიქროს ხვალინდელ დღეზე. თავის დროზე სააკაშვილს ხმა საქართველოშიც მისცეს და არის საშიშროება რომ იგივე უკრაინაშიც განმეორდეს".
ასე რომ ბატონი მიხეილი უკრაინაში პოზიციებს იმყარებს და მისი იქაური პოლიტიკური სარბიელიდან ჩამოქვეითება იოლი არ იქნება. მართალია წინა კვირას ზემოთ მოყვანილ გამოკითხვას საკუთარ "ფეისბუკის" გვერდზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტობას არ აპირებს, მაგრამ დაეჯერება კი საქართველოს "ყოფილ პირველს?!"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს



უფლებადამცველი
28 ივლისი 2017 05:23
და ჩვენ რომს პაპზე უფრო კათოლიკები ვააართ??



დორვალის მერის პასუხი მუსლიმი მშობლების მოთხოვნაზე


Tweet
კანადაში მუსლიმმა მშობლებმა მოითხოვეს ღორის ხორცის აკრძალვა მონრეალის და მისი გარეუბნების ყველა სკოლაში. მონრეალის გარეუბნის, დორვალის მერმა, უარი თქვა ამაზე და მიმართა მუსლიმ შობლებს და ახსნა უარის მიზეზი ასე:
“მუსლიმებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ უნდა მოახდინონ ინტეგრირება და ისწავლონ კვებეკში ცხოვრება. მათ უნდა გაიგონ, რომ ეს მათ უნდა შეცვალონ ცხოვრების წესი, და არა კანადელებმა, რომლებმაც ასე გულუხვად მიიღეს ისინი.
მათ უნდა გაიგონ, რომ კანადამ ბევრი მიგრანტი მიიღო, სანამ მუსლიმები მოვიდოდნენ აქ. ისევე, როგორც სხვა ერები, კანადელებიც არ არიან მზად უარი თქვან საკუთარ იდენტობაზე და საკუთარი კულტურაზე.
ასევე მათ უნდა გაიგონ, რომ კანადაში მისი ქრისტიანული ფესვებით, საახალწლო ნაძვის ხეებით, ეკლესიებით და რელიგიური ფესტივალებით – რელიგია უნდა დარჩეს ყველას პირად საქმედ.
იმ მუსლიმებისთვის, რომლებიც არ ეთანხმებიან და არ გრძნობენ თავს კომფორტულად კანადაში, მსოფლიოში არის 57 მშვენიერი ისლამური ქვეყანა, რომელთა უმრავლესობაში მცირერიცხოვანი მოსახლეობაა და მზად არიან გაშლილი ხელებით მიიღონ ისინი.
თუ თქვენ დატოვეთ თქვენი ქვეყანა კანადის გამო და არა სხვა ისლამური ქვეყნების გამო, ეს იმიტომ, რომ თქვენ თვლიდით, რომ კანადაში ცხოვრება უკეთესია, ვიდრე სხვაგან.
ჩვენ არ მოგცემთ უფლებას კანადა მიიყვანოთ ამ 57 ქვეყნის დონემდე.
თუ თქვენ მოხვედით კანადაში იმ იდეით, რომ თანდათან შეავიწროვებთ კანადელებს თქვენი შობადობის მაღალი მაჩვენებლით და საბოლოო ჯამში დაიპყრობთ ჩვენს ქვეყანას, მაშინ თქვენ უნდა აბარგდეთ და დაბრუნდეთ საკუთარ ქვეყნებში.”

ასე,რომ იმარჯვებდეს სხვებიც, ვერ იგულავებდნენ ტერორისტები და თავმოყვარეობას შეინარჩუნებდნენ ქვეყნები. რამდენს ბედავენ.


და ამ ყველაფრის ფონზე .............ჩვენთან რეები ხდება ...
.ეს ძალად დემოკრატები.
ფულს დახარბებული პროდვინუტი მარიაჟები
ფუუ თქვენი.....
Goga
26 ივლისი 2017 23:40
Wesrigi agaraa qveyanashi. Es mogwont?
daviti
25 ივლისი 2017 22:19
არც მე ვეთანხმები კატეგორიულად თათია დოლიძის მოსაზრებებს, მაგრამ კორკოტა შვილის ტოლა 25 წლის გოგოს რომ აგინებ და მერე კიდე სხვა უფრო ცუდ რაღაცას უწერ არ გრცხვენია ამის მერე? ნუ უწევ დისკრედიტაციას ეროვნულ იდეას შენი უღირსი გამონათვამებით და მოქმედებით.

რედაქტორის რჩევით