პუტინის სამომავლო "სიურპრიზები", გიორგი ბარამიძის "გასეირნება", ალექსანდრე ჭიკაიძის "სპორტული არდადეგები"
28-08-2017
პუტინის სამომავლო "სიურპრიზები", გიორგი ბარამიძის "გასეირნება", ალექსანდრე ჭიკაიძის "სპორტული არდადეგები"
შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირას ჩვენი ქვეყანა ერთიანად ცეცხლის კვამლში გაეხვა... საქმე რომ მხოლოდ ბორჯომის პარკს შეხებოდა, კიდევ ვიფიქრებდით, რომ ეს დაუდევრობისა და ზაფხულის სიცხის ბრალი გახლდათ, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ცეცხლის კერები სხვა, "სტრატეგიულად მნიშვნელოვან" ადგილებშიც რომ ჩნდებოდა.

რატომ "სტრატეგიულად მნიშვნელოვანი?"

2008 წლის საქართველო - რუსეთის ომი გავიხსენოთ. უკან დახეული ჩვენი ჯარი თავს აფარებდა სამ კონკრეტულ ადგილს, რათა თავი აერიდებინათ რუსული საჰაერო თავდასხმებისგან. ამ თავდაცვისთვის სტრატეგიული სამი
ადგილიდან ბოლო დღეებში სამივეში (ბორჯომის ხეობა, ჟინვალი და ატენის ხეობა) ცეცხლი გაჩნდა.

ეს გარემოება გონივრულ ეჭვს მიტოვებს, რომ სოკოებივით მომრავლებული ხანძრები შემთხვევითობის ბრალი არ უნდა იყოს. რასაკვირველია, გასათვალისწინებელია, რომ გავრცელებული ინფორმაციებით, ჩვენი "დიადი მეზობელი" რუსეთი სამომავლოდ "ახალი სიახლეებისთვისა და სიურპრიზებისთვის" ემზადება.

წინა კვირის "ცეცხლოვან" მოვლენებზე
ბევრი დაიწერა და ითქვა. გამეორება რომ არ გამომივიდეს, მკითხველთან ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე თემაზე გავამახვილებ.

ბორჯომის ტრაგედია ზოგმა პოლიტიკოსმა სათავისოდ და ახალი პიარის ასაგორებლად გამოიყენა. იმ დროს როდესაც მთელი ქვეყანა, დიდიან-პატარიანად ბორჯომის ხეობაში იმყოფებოდა, ამ რეგიონში "ცნობილი ლეიბორისტი" - შალვა ნათელაშვილიც ჩაბრძანდა. ნაცვლად ხელში ბარის აღებისა და მეხანძრეებისა თუ მოხალისეების დახმარებისა, ბატონმა შალიკომ მორიგი სპექტაკლი მოაწყო. წაღვერში საგანგებო შტაბში მივიდა და ამჟამინდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. კრიტიკა კარგია, მაგრამ მის გამოთქმას ხომ შესაფერისი დრო და ვითარება ესაჭიროება. იმ დაძაბულ მდგომარეობაში "ანტისახელისუფლებო მიტინგის" მოწყობა მართლაც რომ სამარცხვინო საქციელი მგონია.

როდესაც მთელი საქართველო მომრავლებულ ხანძრებს აქრობდა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ბატონი გია ბარამიძე უკრაინელ სტუმრებთან ერთად ბორჯომის ხეობაში "საგულაოდ", ტაბაწყურის ტყეში იმყოფებოდა. ის მეგობარ ქალბატონს ხეობას ათვალიერებინებდა, რა დროსაც ცხენიდან გადმოვარდა და ზედა კიდურზე დაზიანება მიიღო. პოლიტიკოსი ხელის მოტეხილობით თბილისში გადაიყვანეს...

გია ბარამიძეს კიდევ "ეპატიება", კაცი ისევ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხომ არ იმყოფება. აი, ალექსანდრე ჭიკაიძის შემთხვევაში კი საქმე ცოტა სხვაგვარად გვაქვს. ჩვენი ყოფილი "თალიბანა" შს მინისტრი ახლა ყოფილა არც მეტი არც ნაკლები, კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, მაგრამ, როგორც ჩანს, კრიზისი და უსაფრთხოება სულ სხვანაირად ესმის, ამიტომაც ბორჯომის ხანძრის დღეებში საფრანგეთში "ისვენებდა" და ყურიც არ შეუბერტყია...  უფრო დაზუსტებით რომ გითხრათ, პარიზში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიო პირველობას ესწრებოდა. რპდესაც შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბრისას ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ იმყოფებოდა ალექსანდრე ჭიკაიძე სტიქიის ზონაში, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, -  ჭიკაიძე გაცილებით უფრო ადრე გავიდა შვებულებაში, ვიდრე ხეობაში ხანძარი გაჩნდებოდაო. კი, მაგრამ ქვეყანა როცა ცეცხლშია, შვებულება რომ უნდა შეწყვიტო და სამშობლოში დაბრუნდე, ეს ჭიკაიძისთვის არავის უსწავლებია? თუ მაგის ყოფნა-არ ყოფნა სულ ერთი იყო და ამიტომ არ შეაწუხეს, ესეც გასაგებია, მაგრამ თუ ასეა, ბატონებო, მაშინ ასეთ მაღალხელფასიან სამსახურში რაღა უნდა, იყოს ერთი რიგითი ოპერმუშაკი და დაისვენოს თვითონაც და დაგვასვენოს ჩვენც...

ისე კი, ჩვენმა ფალავნებმა საფრანგეთში ძალიან კარგად იასპარეზეს, რასაც სულით და გულით ვულოცავ, მაგრამ, მეეჭვება, ეს ჭიკაიძის დამსახურება იყოს...

წინა კვირის თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს. ის ბოლოდროინდელ ხანძრებთან არანაირ კავშირში არ გახლავთ, უბრალოდ, ქრთამის აღება ბრალდება. ზურაბ ნეფარიძე "საინტერესო" პიროვნებაა. დაკავებულს ჯერ კიდევ 2015 წელს ორი მოქალაქე ფულის გამოძალვას ედავებოდა, უფრო ადრე, მიშას დროს კიდევ დაპატიმრებულიც იყო გამოძალვის ბრალდებით, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა თურმე... რა ქნას ამ ნეფარიძემ, რაც იცოდა იმის გაკეთება გააგრძელა ხელისუფლებაში დასკუპებულმაც, მაგრამ "ქართული ოცნება" საით იხედება და რა პრინციპით არჩევს თანამდებობებზე ხალხს, არ ვიცი...

ჭიკაიძისა არ იყოს...

ისე, ამ ხელისუფლებას ხალხის შერჩევა ძალიან უჭირს, ეს სტრასბურგში გასაგზავნი მოსამართლის შერჩევის პროცესმაც აჩვენა, უკვე მესამედ ჩაატარეს კონკურსი და ეჭვი მაქვს, სტრასბურგში ამათაც დაიწუნებენ...

წულუკიანი კიდევ დგას და ამაში დამნაშავეს ყველგან ეძებს საკუთარი თავის გარდა... 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


lali
12 სექტემბერი 2017 23:49
რას არ გაიგებს ადამიანი კიცხავენ ადამიანებს ვინ სდ სეირნობდა და გულაობდა რატომ იმას არ ცეერტ როცა საქარტველო სხვა ქვეყნებს სტხოვდა დახმარებას ამ დროს საქარტველოს ვერტ მფრენები სად იყვნენ ფულის გასაკეტებლად რამ გადარია ეს ხალხი ყველაფერს ხვდება მგონი ხალხი ვინ ვინ არის და ვინ რას აკეტებს
ალექს
05 სექტემბერი 2017 10:44
კომპარტიის არიერგარდი ,მოქკავშირი კომკავშირის უკანასკნელი,ყველაზე ფუქსავატი და ამჩატებული შრის წარმომადგენლებით დააკომპლექტა შევარდნაძემ,მათგან გამოარჩია მერე რეფორმატორები ნაცები,სოციალისტები,ლეიბორისტები,დემოკრატები,ასეთები,ისეთები და ქოცები მათი ნაჯვარია ,ყველასი ერთად !
რას ელოდით უკეთესს ?!
Georgia
31 აგვისტო 2017 12:06
გახსოვთ ალბათ, 'ურსუსს", რომელიც ადამიანია, მეგობარი რომ ჰყავს "ჰომო", რომელიც მგელია, დაიმეგობრა და "ურსუსთან" ერთად ადამინებს შორის უწევს ყოფნა, და რისი ეშინია "ურსუსს"? იმის, რომ "ჰომო" არ გადაგვარდეს და ადამიანს არ დამესგავსოს, ანუ დეგრადაცია არ განიცადოს ...

რედაქტორის რჩევით