ოსტაპ ბენდერის დაბრუნება - ფრთხილად, უკრაინა!
ოსტაპ ბენდერის დაბრუნება - ფრთხილად, უკრაინა!
ვინ იფიქრებდა, რომ უკრაინის საზღვრის, პირდაპირ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან კანონდარღვევით, ფაქტობრივად, თავხედური შეჭრით, გადალახვა ასეთი ადვილი იქნებოდა... ეს უკვე მსოფლიო მასშტაბის ავანტიურისტმა მიხეილ სააკაშვილმა შეძლო... ახლა კი თავისი მომხრეებით ლვოვში მაგრდება და დიდი ალბათობით უკვე უკრაინული "ვარდების რევოლუციისთვის" ემზადება.

პოროშენკოს ხელისუფლებამ უდიდესი შეცდომა ჯერ მაშინ დაუშვა სააკაშვილი უკრაინაში საკუთარ გუნდში რომ დაპატიჟა, მეორედ მაშინ, როდესაც მოქალაქეობა აშკარად დაუსაბუთებლად შეუწყვიტა და მიშა უკრაინელების თვალში ჩაგრულად აქცია, მესამედ კი ახლა, როდესაც
You must have Flash Player installed in order to see this player.
ქვეყანაში მის შეშვებას ასე უნიათოდ გაუძალიანდა და მიშა უძლეველ გმირად წ
არმოაჩინა...

მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მორიგი სანახაობა შესთავაზა და ამით, მნიშვნელოვანწილად, გაიკაფა გზა უკრაიანის ხელისუფლებისკენ.

კი ვიცოდით,
რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ყოფილი პირველი უკრაინის ტერიტორიაზე ოფიციალურად შესვლას შეეცდებოდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არ მჯეროდა.

ახლა ლამის მთელი უკრაინა პოროშენკოს მთავრობას დასცინის, სააკაშვილმა კი ერთბაშად იმდენი კურდღელი დაიჭირა ჩამოთვლაც კი დაგვღლის.

მახსოვს, თავის დროზე საქართველოში რამდენჯერმე დაბრუნების თარიღიც დააანონსა, მაგრამ, სიტყვა არ შეასრულა, მაგრამ ამჯერად პოლონური ავტობუსი წალენჯიხურივით წარმატებული აღმოჩნდა მისთვის...

უკრაინული საზოგადოების ნაწილი ახლა
მიშას მოქმედებით დაახლოებით ისევეა აღტაცებული, როგორაც ქართველები იყვნენ 2003 წლის ნოემბერში, შესაბამისად, ვფქრობ ძალიან გაუჭირდებათ საქართველოს 9-წლიანი გამოცდილების იმ შავი ლაქების დანახვა, რაც სააკაშვილის მმართველობას ჰქონდა.
მათგან უმთავრესი რუსეთთან ომია, მე არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ამის ინიციატორი სააკაშვილის ხელისუფლება იყო, მაგრამ პროვიკაციას ნამდვილად წამოეგო, ვერ შეძლო ქვეყანა ომისგან ეხსნა და საბოლოოდ რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი... ახლა, როცა უკრაინა რუსეთთან, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაშია სააკაშვილის აქტიურობა უკიდურესად სახიფათოა, რაც ქვეყანას საბოლოო დაქუცმაცემად შეიძლება დაუჯდეს, მაგრამ ამ საფრთხეს ხედავენ კი უკრაინელები?!

სააკაშვილს, რომ გარკვეული ძალები უმაგრებენ ზურგს ეს ცხადია, სხვა შემთხვევაში ამდენს ვერ გაბედავდა და რა ვაჟკაცი და ლომგულიც არის, გვინახავს.

კიდევ ერთიც, სააკაშვილი რომ არ შეცვლილა და როცა ძალაუფლებას იგრძნობს ისევ დესპოტად იქცევა, ეს ამ დიდი "ოდისეის" დროსაც გამოჩდა. დაინახა თუ არა, რომ გარკვეული უპირატესობა იგდო ხელთ, მაშინვე გადიდგულდა. "იმედისა" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტებს სულ ივანიშვილის აგენტები ეძახა და როგორც პრეზიდენტობისას აკეთებდა - მისთვის არასასურველ მედიას ზურგს აქცევდა და არ პასუხობდა, ახლაც იგივე ქნა...

ვინ ვინ და სააკაშვილს ნამდვილად არაფერი ეთქმის მედიის თავისუფლებაზე, ჩვენ რომ ვიცით ის ტელევიზია დღესაც მისი გავლენის სფეროშია და ახლა უკვე უკრაინაში ცდილობს რევოლუციის მოწყობას, რაც სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს...

სააკაშვილზე კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძაღლის კუდი არ გასწორდება...

ფრთხილად, უკრაინა! - ოსტაპ ბენდერი დაბრუნდა...

იხილეთ ფოტოგალერეა

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მედეა
17 სექტემბერი 2017 16:01
სააკაშვილმა საქართველო კი არ ააშენა--111--ო და ჭაობიდან ამოიყვანა, არამედ ჩააბა დიდ სახელმწიფოსთან შეუსაბამო ომში, დღენახევარში მოაწერა კაპიტულაციაზე ხელი, სარკოზის საბუთიდან ამოაღებინა სეპარატისტული რეგიონების სტატუსის საერთაშორისო ძალებით განსაზღვრის წინადადება, შედეგად იურიდიულად დააშლევინა რუსეთს ჩვენი სამშობლო სამი პრეზიდენტის სამფლობელოდ ----აი , ესაა საქართველოში სააკაშვილის მმართველობის ყველაზე სავალალო შედეგი---არ იცი ეს, თუ არ გინდა გაიხსენო შენ და შენსავით მასზე შეყვარებულმა საზოგადოებამ?! ახლა უკრაინასაც იგივეს უზამს ---პუტინის დავალებით და საქართველოში გამოცდილი სცენარით------იმ დონეცკსა და ლუგანსკში ბაზებსაც გახსნის რუსეთი , ჩვენის ანალოგიურად. " გიხაროდენ", უმღერეთ პოლიხრონიონ, აბა, თქვენ იცით!
სანდრო10
14 სექტემბერი 2017 10:52
"ეს უკვე მსოფლიო მასშტაბის ავანტიურისტმა მიხეილ სააკაშვილმა შეძლო... ახლა კი თავისი მომხრეებით ლვოვში მაგრდება და დიდი ალბათობით უკვე უკრაინული "ვარდების რევოლუციისთვის" ემზადება." და რა, არ ჭირდებოდა საქართველოს, ან არ ჭირდება უკრაინას რევოლუცია?! უკრაინა კორუფციის ჭაობში სულს ღაფავს.ბევრი თქვენგანისათვისაც მიუღებელია წესრიგი და მიშასაც მხოლოდ შეცდომებს უხსენებთ, რომლების ნამდვილად ქონდა. თქვენ იმ დროს მიტირით, ერთმანეთის ჩაგვრით, ძარცვითა და ყაჩაღობით რომ შოულობდით...ვერ გეტყვით როდის, მარა საქართველოც, უკრაინაც და თქვენი საყვარელი რუსეთიც კი, გაიწმინდება ამ სიბინძურისაგან.
მაკა
13 სექტემბერი 2017 16:58
მიშას გაკეთებულ საქმეებს ნუ გვამადლით, თუ შეიძლება.ათასობით დაჭერილი და დაშანტაჟებული ადამიანის ქონებით აშენებული ქვეყანა ეს და არა მიშას ან მისი ბანდის ჯიბიდან გაღებული თანხები. არ მითხრათ ეხლა ოლიგარქებს ართმევდაო, მისი ხალხიც კარგად იჯიბავდა მილიონებს, გამომივიდა აქ არსენა ოძელაშვილი
111
13 სექტემბერი 2017 13:32
ეს ის მიშაა ქვეყანა ჭაობიდან რომ ამოიყვანა...და ქოცებმა ისევ იმ ჭაობში რომ დაგაბრუნათ არა უშავს??? დაუნახავები ხართ... ყველას,ვინც კი რამის გამკეთებელია გიჟს ეძახით... ვაი, თქვენს პატრონს..
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა