სააკაშვილის "თრილერი", ბურჭულაძის "ვატერლოო" და გუგავას "მოვა - გაბრწყინება"
18-09-2017
სააკაშვილის "თრილერი", ბურჭულაძის "ვატერლოო" და გუგავას "მოვა - გაბრწყინება"
წინა კვირა ქართული საზოგადოებისთვის მართლაც რომ საინტერესო, ამავდროულად მოულოდნელი მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწყებული "უკრაინული თრილერი" ბატონმა ნიკა მელიამ აიტაცა, მოგვიანებით ესტაფეტა მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის კორუფციულმა სკანდალმა გააგრძელა, ყველაფერი კი "ლეიბორისტმა" გიორგი გუგავამ დაასრულა.

უკრაინის ტერიტორიაზე სააკაშვილის თვითნებურად "შეჭრამ" არაერთ ჩვენთაგანს საქართველოში განხორციელებული "ვარდების რევოლუცია" გაახსენა. სცენარი დაახლოებით ანალოგიური გახლდათ - წალენჯიხის ავტობუსი და თბილისისაკენ, სამართლიანობის დასამყარებლად წამოსული დიდი მიხეილი. იგივე მისიით სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბრისთვის
გეგმავს. სიმართლე გითხრათ, რაღაც არ მჯერა, მაგრამ არც წინა კვირას, ახალ სამშობლო - უკრაინაში მისი შეღწევისა მჯეროდა.

სააკაშვილის უკრაინულ "ოდისეაზე" იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ ამ თემაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ერთს კი ნამდვილად ვიტყვი. უკრაინულ მასმედიაში გავრცელ
და ცნობა, რომ სააკაშვილი და პოროშენკო შეთანხმებულად მოქმედებენ და წინასწარ ერთმანეთში გარიგებულები არიან. სააკაშვილის უპირველეს მიზანს უკრაინის ამჟამინდელი პირველი პირის მიმართ არსებული ოპოზიციური სპექტრის თავის მხარეზე გადაბირება წარმოადგენს, რათა ვითომ "მტერ" პოროშენკოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გაუიოლოს.
საზღვართან დაფიქსირებული ინციდენტიც დადგმული გახლდათ. ეს ნაბიჯი უკრაინაში სააკაშვილის რეიტინგის ასაწევად გადაიდგა. საინტერესოა ერთი ფაქტიც. პირი, რომელმაც სააკაშვილი პოლონეთის საზღვრიდან ლვოვში გადაიყვანა, გვარად ციბკო, ცნობილი მებრძოლია, რომელიც დონბასში რუსული ხაზის დასაცავად იბრძვის.

ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, სააკაშვილი არჩევნების ბოლომდე ითამაშებს ოპოზიციონერის როლს, ხოლო უკვე პარლამენტში, როდესაც მმართველი კოალიციის შექმნაზე იქნება საუბარი, გაურიგდება იმ ძალებს, რომელსაც პოროშენკო შეკრებს. ფაქტია, სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელსაც რისკზე თვითნებურად წასვლა უყვარს. მისი ყოველი ნაბიჯი გარკვეულ ძალებთან წინასწარ შეთანხმებულია.

"ნაციონალი" სააკაშვილი უკრაინაში "იბრძვის", საქართველოში მყოფი მისი მომხრეები კი ერთმანეთს დაერივნენ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა დავით კეზერაშვილმა ძარცვით და ყაჩაღობით იშოვა ფული და ახლა "ევროპულ საქართველოს" აფინანსებს. მელიას განცხადებას ასევე ყოფილი "ნაციონალი", გიორგი ვაშაძეც დაეთანხმა და კეზერაშვილი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.

მართლაც რომ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. როდესაც კეზერაშვილი ფულს იპარავდა, ხელისუფლების სათავეში დღეს ორად გახლეჩილი "ნაციონალური მოძრაობა" იდგა. მისი ლიდერები კეზერაშვილის ამ საქმიანობის შესახებ საქმის კურსში იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ დროს ჩვეულებრივი მოქალაქე აგრერიგად მოკლე დროში მილიონერთა რიგებში ვერ ჩაეწერებოდა. დღეს ეს ხალხი ფულს ელემენტარულად ვერ იყოფს და დაეტაკნენ კიდეც ერთმანეთს.

კეზერაშვილს თავი დავანებოთ და მსოფლიო მნიშვნელობის ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ თავი საქვეყნოდ შეირცხვინა. ნამდვილად მძიმე მოსასმენი გახლდათ კორუფციის ის ფაქტები, რომელიც წინა კვირას მას წაუყენეს. თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, საოპერო მომღერალი და ყოფილი პოლიტიკოსი საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" პირადი გამდიდრებისთვის იყენებდა. ბურჭულაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ აღძრულა, დიდი ალბათობით მომავალში ციხეში ჩაჯდომასაც გადაურჩება, მაგრამ რა ვუყოთ მის გაფუჭებულ და საბოლოოდ შელახულ რეპუტაციას.

თავად მომღერალი მის წინააღმდეგ აგორებულ ცილისწამებებს გამოგონილს უწოდებს და ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს აბრალებს. იცით რა გამკვირვებია, საქართველოში თუ ცუდი რამე ხდება ყველა ივანიშვილისკენ რატომ იშვერს თითს? აგერ გიორგი ვაშაძემ კეზერაშვილი ივანიშვილთან ალიანსში დაადანაშაულა. ახლა მსოფლიო ბანმაც მისკენ გაიშვირა ხელი. რა უნდათ ამ ადამიანისაგან? ივანიშვილმა თავისი საქმე უკვე გააკეთა. აგერ უკრაინა რამდენი ხანია სააკაშვილს თავიდან ვერ იშორებს. რა ბიძინას ბრალია კეზერაშვილი თაღლითობით მილიონებს რომ შოულობდა ან ბურჭულაძე უსახლკაროთათვის შეგროვებულ თანხებს პირადი გამდიდრებისათვის რომ იყენებდა.
ათასი პრობლემაა საქართველოში და მას ბოლო არ უჩანს. ქვეყანა უკეთესი მომავლის ოცნებით საზრდოობს, ეს წამი კი არა და არ დგება. არადა გამოსავალი ახლოსაა...

"გიორგი გუგავა მოვა" და ჩვენი ცხოვრება უმოკლეს დროში რადიკალურად შეიცვლება, რასაკვირველია უკეთესობისაკენ. არ ვიცი "საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას" პიარს ვინ უკეთებს, მაგრამ ეს ადამიანი ნამდვილი გენიოსია. "გუგავა მოვა" წინა კვირის ყველაზე პოპულარულ ფრაზად იქცა და ეს ადამიანი თბილისის მერის მომავალ არჩევნებში გამარჯვების ერთ-ერთ კანდიდატად გადააქცია.

ორიოდე დღის წინ, ერთ-ერთმა ვებგვერდმა მოსახლეობის ინტერაქტიული გამოკითხვა მოაწყო და "ლეიბორისტი" გუგავა მერობის მოშურნეთა შორის ლიდერთა პოზიციაზე აღმოჩნდა. კი ბატონო, აქტიურობენ კალაძე, უდუმაშვილი, ელისაშვილი, ნინოც, ჩვენი ხოშტარიაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ საარჩევნო უბნებში მისულ მოსახლეობას პირველ რიგში მაინც "გუგა მოვა" გაახსენდება. შემდეგ კი ვინ იცის, ამ "უწყინარმა" წინადადებამ ეს კაცი მართლა თბილისის ახალ თავკაცად არ მოგვივლინოს. თუ ეს მართლა მოხდება, აი, სეირი შემდეგ ნახეთ. რამდენ ნაწილად უნდა გაიჭრას ბატონი გუგავა, ყველასთან მისვლა რომ მოახერხოს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
დათო
09 ოქტომბერი 2017 13:22
გთხოვთ მიხვიდეთ არჩევნებზე, თორემ ტურები შემოგვეჩვივნენ ისე

კალაძე და მხოლოდ კალაძე. სხვა ყველა ტურააააააააა
ალექს
20 სექტემბერი 2017 12:39
ისარი გორგასალს ვესროლეთ!
სხვის ნალაპარაკევს ტელეეკრანიდან და ყვითელი პრესიდან ნუ აჰყვებით,5 წუთი უნდა ამ საქმეს ,აიღეთ კონსტიტუცია ,თუ ვერ მოიძიებთ სახლში,მარგველაშვილსა აქვს ოხრად, კარტოფილივით უყრია და ითხოვეთ,შეადარეთ 1921 წლის კონსტიტუციას ,დარწმუნდებით რომ ის კონსტიტუცია იყო სახალხო დემოკრატიული სამართლებრივი რესპუბლიკის კონსტიტუცია,ეს ,მარგველაშვილისაგან ნათხოვნი,მიშას ნასწორები , ერთპარტიული დიქტატურისაა ,ახლა რასაც წერენ ქოცები და რაც კიდევ უნდა ჩაწეროს ოპოზიციას, ისიც !
ნახეთ ვიკიპედიაში ან მსგავს რამეში, რა არის ოლიგარქია,პარტოკრატია,დემოკრატია ,ავტოკრატია ,ნეოკონსერვატიზმი ,კაპიტალი,კაპიტალიზმი ,საფონდო ბირჟა,საბაზრო ეკონომიკა ,მონოპოლია,ოლიგოპოლია,მცურავი კურსი,დევალვაცია,რეგულაცია,ადმინისტრირება,რეპრესია,ექსპროპრიაცია !
დარწმუნდებით,რომ თქვენ გაქვთ მრუდე სარკეში და ყრუ ყურთსასმენში მოწოდებული ამ კატეგორიების არსი და რეალობა და იმყოფებით საბჭოთა „განვითარებული სოციალიზმის „ სამოხელეო პარტოკრატიული ოლიგარქიული ფსევდოკაპიტალიზმის ფაზაში და პირობებში !
ნახეთ მამაპაპის მამული სოფლად და ქალაქად სახლკარი, საჯარო რეესტრში თუ გაქვთ დარეგისტრირებული სრულად და ჯეროვნად ?!
არა ,ხომ ?!ისე რამდენი ფულები გაქვთ გადანახადი დაუსრულებელი რეგისტრაციისათვის,უფასოა ! ?
აბა იმ გადახვეწილი სანათეოსი მოიკითხეთ,ჩინოვნიკების სახელზე ხომ არაა მიტოვებულ გავერანბული ქონება გადაფორმებული ,ან ამ პროცესში ხომ არაა ,ინდოელისათვის მისაყიდად ?
აბა თქვენს ოჯახს გადახედეთ ,4 ადამიანში ერთი ნასამართლევი,ან ლტოლვილი ,ან ემიგრანტი,ფარული ლოთი,ნარკომანი,ლუდომანი ,ხომ არ გყავთ ?
კარის მეზობლისაც მოიკითხეთ,დაძმისაც !
ბიძაშვილები !?
აბა დაფიქრდით ,კაცმა თუ რუსული იცის,გერმანულს და ინგლისურს უფრო იოლად ისწავლის თუ მარტო ტეტია მუხრანული რომ იცის ,ის ისწავლის უკეთ ?!
აბა ოჯახში მოიკითხეთ,ძველებმა ხომ არ იციან ლიტერატურული ინგლისური და ახლებმა მხოლოდ ამერიკული სლენგი და ფორტრანის ენა ?
აბა რომელიმემ ერთი მწკრივი ყანა გათოხნეთ,ვენახი დაბარეთ,ერთი ნამყენი დაამყნეთ-რომელიმეს აქედან შეძლებთ ?
ღვინოს დააყენებთ ?
ჩურჩხელას ამოავლებთ?
ხმიადს გამოაცხობთ?
აბა აგურს გამოწვავთ თუ კირს აადუღებთ დუღაბისათვის,კედლის კუთხეს ამოიყვანთ თუ კედელს თარაზოში !?
გული რომ არ ამოგივარდეთ,ისე ,წყაროდან კოკით წყალს ამოიტანთ ,წნევა მეტი გაქვთ თუ პენსია !?
ხომ შეეძლოთ ეს ყველაფერი ქართველებს ?!
ცუანა ფაროსანა შეგჭამთ და ამბროზია გადაგივლით მალე!
აი 27 წლის ნაღვაწი ნაცქოცმოქკავშირის და მისი ლიდერების შევარდნაძის,სააკაშვილის,ბურჯანაძის და ჟვანიასიც,ივანიშვილისაც!
დიახ, აი ესაა !

zura
19 სექტემბერი 2017 13:44
ქართველი ყველაფერს ან შავად ან თეთრად ხედავს, სპექტრის სხვა ფერები, სამწუხაროდ ჩვენთვის უხილავი რჩება. პაატასთან დაკავშირებით ზუსტად ასეა.კომუნისტების საწინააღმდეგოდ გამსახურდიას 90% მისცა ხმა, მის საწინააღმდეგოდ შევარდნაძესაც 90%, სააკაშვილსაც შევარდნაძის საწინააღმდეგოდ ასევე და ა.შ. და ა.შ. ამ ყველაფერს ერთი განმარტება აქვს - ქართველის ზედაპირული აზროვნება. ქართველმა აღმაშენებელს ესროლა ისარი, ჭავჭავაძეს - ტყვია, ჯერ მექსიკურ-ბრაზილიური და ახლა ინდურ-თურქული სერიალებით გამოლაყებულ ქვეყანაში დღე არ გავა, ქვეყანაზე ზრუნვით მართლა დამაშვრალ, ჩამომდნარ პატრიარქს ათასგვარი სიბილწე არ მიაწეროს და ამათგან პაატაზე ნასროლი ტალახი გამიკვირდება ? არადა ნაძირალობაში 9-ჯერ საზოგადოდ მხილებული შალვა რამიშვილის ინფორმაციით ვესროლოთ ქვები ბურჭულაძეს ? 7 ან 11 ათას დოლარად ნაყიდ, მიტოვებულ სახლებში ევრორემონტი იქნებოდა თუ მოლაპარაკე უნიტაზი ? რატომ არ ალაპარაკებენ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოყვანილ ასობით სტუდენტს და უსახლკარო ოჯახს, დედებს დაბრუნებულ შვილებს ? შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ფონდში ყველაფერი წესროგში შეიძლება ყოფილიყო, რომ პაატაზე მიტმასნილი (საუბედუროდ თვითონ ვერ ხედავდა მათ ჭეშმარიტ სახეს) მედროვეები ბევრ სიბინძურეს ჩადიოდნენ, უნდა გაირკვეს ყველაფერი, ამას დრო ჭირდება, ორივე მხარის მოსმენა და დასკვნები მერე. ერთი რამ კი აუცილებლად და თამამად უნდა ვთქვა - ყველამ თავის ბ..ზ მამიდას მოუაროს, გროშის საქმე რომ არ გაუკეთებია, ცალყბიანი ქილიკის, აბზუებული ტუჩების და ცილისწამების მეტი. ეს ყველას გვეხება.
P.S. Nuca Asatiani - გუგავას რას აძლევ ?

რედაქტორის რჩევით