პოლიტიკოსები თუ სუტენიორები?! - "გირჩი", სააკაშვილის ჯარიმა და გვარამია - სტეფანეს "დაკა - დაკა"
25-09-2017
პოლიტიკოსები თუ სუტენიორები?! - "გირჩი", სააკაშვილის ჯარიმა და გვარამია - სტეფანეს "დაკა - დაკა"
რამდენიმე დღის წინ ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტკის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო 3400 გრივნით, ანუ 130 დოლარით დააჯარიმა.
ეს ყოფილა სახელმწიფო, თავისუფლება და დემოკრატია...


რაც გინდა ის აკეთე. უბრალოდ, ჯიბეში ცოტაოდენი "ხურდა ფული" უნდა გქონდეს, ჯარიმა რომ გადაიხადო და თუ სურვილი გექნება "ცუღლუტობები" ისევ გააგრძელო, რაღა "ცუღლუტობები", ადგე და უკანონოდ შეიჭრა ქვეყანაში. სააკაშვილი რამდენი წლის განმავლობაში საქართველოს პირველი პირი გახლდათ. მისი მმართველობის
დროს ვინმეს ანალოგიური რომ გაეკეთებინა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოელოდა.
ადამიანმა კანონი აშკარად დაარღვია და პირიქით, სასამართლოში გამოძახებისთვის ლამის ბოდიში მოუხადეს და მხოლოდ 130 დოლარით დააჯარიმეს. დარწმუნებული ვარ, ეს თანხა ბატონ მიშიკოს მზესუმზირის საყიდლად არ ყოფნის. არა, მართლა კარგი ქვეყანაა უკრაინა...
სააკაშვილი უკრაინაში "მოღვაწეობას" აგრძელებს და
პეტრო პოროშენკოს დაუფარავად ემუქრება, მეტი რა ვთქვა, ახია მაგაზე...

მოახლოებული არჩევნების ხიბლით პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამომრჩევლების თვალში მომგებიანი ქულების დაწერას ყველა შესაძლო საშუალებებით ცდილობენ, იმას კი არ უკვირდებიან, რომ ხშირად თავს უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ.

აი, საქართველოში მყოფი დიდი ლეიბორისტი, "გუგავა მოვასს" სულიერი მამა შალვა ნათელაშვილი კი "ქართული ოცნების" "დასამარებისთვის" ემზადება. იგრძნო რა არჩევნების მოახლოება, დიდი შალიკო "გააქტიურდა..."

29 სექტემბერს თბილისში, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები გვესტუმრებიან. გაიმართება საქველმოქმედო შეხვედრა და შემოსავალი ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენის ფონდში გადაირიცხება. რასაკვირველია, ჩინებული თაოსნობაა, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ეს უფრო კალაძის წინასაარჩევნო პიარის ნაწილია, ვიდრე გადამწვარ ტყის მასივებზე წუხილი.

აი, შალვა ნათელაშვილმაც ამ აქციას "კალაძის პიარი" უწოდა. კარგი, ამ შეთხვევაში მეც ვეთანხმები შალვას, მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც გადაამლაშა.

"კალაძე არავითარი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი არ იყო, ის წაიყვანა შევჩენკომ და მერე მოხვდა მაფიოზ ბერლუსკონისთან", - განაცხადა ნათელაშვილმა.

შეიძლება არ მოგწონდეთ პოლიტიკოსი კალაძე, მაგრამ ის კარგი ფეხბურთელი გახლდათ. ამის გარეშე "მილანში" ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა. მას მსოფლიოსა და იტალიაში დღემდე დიდ პატივს სცემენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს დედაქალაქში ამდენი ფეხბურთის ვარსკვლავის ჩამოყვანა ვერ მოხერხდებოდა.

ისე, ნათელაშვილს რომ დავუჯეროთ, მარკო ვან ბასტენი, კაკა, რივალდო, რონალდო და სხვა ფეხბურთის ვარსკვლავები "მილანში" მაფიოზური დაჯგუფებების დახმარებით მოხვდნენ.

არჩევნები მოდის, ყველა აქტიურობს და ჩვენ რითი ვართ ნაკლებიო, ალბათ იფიქრეს პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" წევრებმა და არც მეტი არც ნაკლები, ქვეყანაში პროსტიტუციის ლეგალიზების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეს. საით მიდის "გირჩი" და რა სურს მომავალში, ვერაფრით გავიგე.

აგერ "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა შიმშილობა დაიწყეს, "ლეიბორისტები" ყოველ კვირას რაიმე საკითხს აპროტესტებენ, "ქართული მარში" თბილისის ქუჩებში მიტინგს მიტინგზე მართავს. ესენი კი ("გირჩი") რაც მახსოვს ჯერ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციას ითხოვდნენ, ეხლა კი პროსტიტუციის პრობლემებსაც გადაწვდნენ. ვერ გავიგე, ესენი პოლიტიკოსები არიან თუ სუტენიორები... 

წინა კვირას ქართული საზოგადოების თვალთახედვის არეში რამდენჯერმე გაიელვა ბატონი ნიკა გვარამიას გვარმა. ჯერ იყო და "ქართუ ბანკის" ოფისთან "ნაციონალების" მიტინგისას, თბილისის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილს გამოსასვლელ სიტყვას მობილური ტელეფონით, მესიჯით უგზავნიდა, შემდეგ კი "რუსთავი 2" -ის გენერალურმა დირექტორმა მომღერალ სტეფანეს "იმედზე" გადაბარგებულ  ტელეპროექტ "ნიჭიერში" მონაწილეობისთვის ისეთი დააყარა, ქვა ქვაზე არ დატოვა...

მიმაჩნია, რომ სტეფანესთან კამათში ნიკა გვარამია მართალია. გახსოვთ სააკაშვილის მმართველობის დრო. "სწიოპასა" და "კახუჩელას" (ეხლა ბათუმის მერობა რომ სურს) ისედაც ჩამკვდარი ქართული შოუ-ბიზნესი მონოპოლიზირებული ჰქონდათ და სხვადასხვა სამთავრობო ღონისძიებებზე მხოლოდ მათთვის სასურველ მუსიკოს-შემსრულებლებს უშვებდნენ.

დრო შეიცვალა. სტეფანემ "თბილი ადგილი" ამჯერად "რუსთავი 2"-ში "მოძებნა" და წლების განმავლობაში სხვადასხვა კონკურსების ჟიურის წევრადაც გვევლინებოდა. ეხლა გვარამიასა და მის ტელევიზიას შედარებით კარგი დროება არ უდგას. სტეფანემაც ნავსაყუდლის გამოცვლა გადაწყვიტა და ტელეკომპანია "იმედს" შეეკედლა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მედეა
03 ოქტომბერი 2017 10:37
დიდი შესაძლებლობების ადამიანები თავს მარტო ერთ ასპარეზზე არ სცდიან, მათ აინტერესებთ სად გადის მათი შესაძლებლობების ზღვარი. ასეა კალაძის შემთხვევაშიც. რა გაბრაზებთ, თქვენც გამოსცადეთ თავი, თუ გრძნობთ რომ დიდი შესაძლებლობები გაქვთ, ხოლო, თუ ჩემსავით პატარა კაცი ხართ----ნუ იგესლებით მაინც! ტალახის სროლა უღირსი საქციელია--არ იკადროთ!
quTaiseli
28 სექტემბერი 2017 12:14
თუ ვინ აირჩიოს ხელისუფლებაში ეს ხალხის გადასაწყვეტია და არა ერთეული ინტრიგანის შალვა იქნება თუ პეტრე სად წავა ადამიანი და რას გააკეთებს ეგეც პირადულია არ მოგწონს როგორც პოლიტიკოსი ადექიდა შეცვალე თუამის ერთი ადგილი გაქ არჩევნების გზით შეეშვი სხვის ლანძღვა გინებას და მიხედე შენ საქმეს ეგარი დემოკრატია თორე კომუნისტების დროს რომც გეთქვა მოქალაქისთვის წადი არჩევნებზეო დაგცინებდა ცხოვრობდა ნორმალურად ფულიც ქონდა და გულაობდა კიდეც ეხლა კიდე აირჩიე და დაიქეციო საითაც წადი წაიქეციო ერთი სიტყვით პოლიტიკური პრასტიტუტკებით აივსო ქვეყანა და ყველა მოსახლეობის ხარჯზე ცდილობს დიდი ფული იშოვოს და მერე ბურაკივით გაზულუქებულ გამძღარმა მოხიოს ევროპაში თუ რამე.ეგარი სიმართლე ყველა თავის სამეგობროს და საახლობლოს ლობირებს რო ხელისუფლებაში მოვიდეს და მერე მისი მოსვლით იხეიროს და კარგად გაძღეს.
თამრიკო
27 სექტემბერი 2017 17:22
კახი ხუთი წელია უხელფასოდ მუშაობს და იქეთ ეხმარება ავადმყოფებს. ასე რომ შურისგან ნუ დაბრმავდებით და ნუ გაბოროტდებით. თუ მართლა გწამთ ღმერთი, მაშინ ტყუილები არ უნდა მოუგონოთ ვინმეს და ნათელაშვილს არ დაემსგავსოთ. რომელსაც ბიძინას და კახის ლანძღვაში უხდიან ფულს. ნახეტ მისი სახლის სურათები ინტერნეტში, საიდან ამდენი ფული?

რედაქტორის რჩევით