მალდინის "ჩაშვებული" კალაძე და პრემიერ-მინისტრების ცვენა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილში, ანუ დედა, რა იყო, ინგა, ეს?!
მალდინის "ჩაშვებული" კალაძე და პრემიერ-მინისტრების ცვენა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილში, ანუ დედა, რა იყო, ინგა, ეს?!
ვინაიდან დღეს ჩვენს პოლიტიკურ თუ დანარჩენ ბომონდს ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილის მეტი სალაპარაკო არაფერი ექნება, მეც ამ ამბით დავიწყებ. ვულოცავ ახალდაქორწინებულებს, მაგრამ, დედა, რა იყო, ინგა, ეს?!

ე.ი. ქორწილი კი არა, პირდაპირ ვარსკვლავთცვენა იყო იმ დღეს მცხეთაში, ე.ი. ვისაც კი ოდესმე გრიგოლიას გადაცემაში გაუჭაჭანია ყველა იქ იყო. ოღონდ ერთი განსხვავებით, გრიგოლია სტუდიაში თუ ყველას სამკვდრო-სასიცოცხლოდ აომებს, ქორწილში ყველა დააძმობილა, ან ისედაც ძმობილები არიან და გრიგოლიას უდგავენ შოუს...

გაუსკდათ სიყვარულის ბუშტი
ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერებს, კვირიკაშვილ-ღარიბაშვილის შემყურე საზოგადოებას ლამის ნეფე-პატარძალი დაავიწყდა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ინგამ მოახერხა და კიდევ ერთი გრანდიოზული შოუ დადგა...


ჩვენც ხომ მეტი არაფერი გვინდა, მოგვეცა სალაპარაკო... მომავალ არჩევნებამდე ორ კვირაზე ოდნავ ნაკლები დრო დარჩა, მაგრამ აშკარაა საზოგადოების დიდ ნაწილს, ბოდიში დ სულ ფეხზე ჰკიდია, ყველაფერი კი ჩვენი პოლიტიკური ელიტის ბრალია, შნო არ აქვთ, შნო, სანახაობა მაინც დადგან...
აბა, საქმის კეთებაში ისედაც არავინ უქნია ღმერთს...

ყველაზე მეტ ინტერესს მაინც თბილისის მომავალი მერის არჩევნები იწვევს, თუმცა აქაც ერთი შეხედვით, ყველაფერი გადაწყვეტილია. კახა კალაძე, მალდინიმ, რომ ჩაუშვა ამასწინათ, დიდი ალბათობით,
გაიმარჯვებს და  ქალაქიც აშენდება... რა ვიცი, ასე ამბობენ "ქართულ ოცნებაში..."

მალდინის ჩაშვების ამბავს გეტყვით ორი სიტყვით, აქ გამართული ვითომ საქველმოქმედო მატჩის შემდეგ, შევჩენკომ ხომ აქამდე აღიარა ძვირფასი კალას მხარდასაჭერად რომ იყო ჩამოსული და პროპაგანდისტული "რეჩიც", უკაცრავად "სპიჩი" მოსცხო (სხვათა შორის, ემუქრებიან ამისთვის 2000-ლარიანი ჯარიმა უნდა გადაიხადოსო), მალდინიმ კი "ინსტაგრამზე" გამოფინა იტალიელი ვარსკვლავების ფოტო წარწერით: "ლეგენდები კალაძესთვისო", ე.ი. ქველმოქმედების ამბავი ამათაც რა ამაო ბაზარი ჰგონიათ, აშკარაა...

სხვათა შორის ამ ცოტა ხნის წინ,
რუსულ მასმედიაში ერთი საგულისხმო ამბავი ამოვიკითხე. 7 ოქტომბერს ქალაქ გროზნოში "არაჩვეულებრივი" საფეხბურთო შეხვედრა გაიმართაო. თურმე იტალიური ფეხბურთის ვეტერანი ვარსკვლავები რუს კოლეგებს მწვანე მინდორზე დაუპირისპირდნენ. რუსი "მობურთალეების" რიგებში თვით პუტინის ძმაკაცი რამზან კადიროვიც ასპარეზობდა და პირად ანგარიშზე ერთი გოლი მიითვალა თურმე. საინტერესოა, რომ ეს შეხვედრა რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს მიეძღვნა. იტალიური გუნდის ღირსებას ფაბრიციო რავანელი, პაოლო როსი, სალვატორე სკილაჩი და სხვა ფეხბურთელები იცავდნენ. მათ შორის თამაშობდა მასიმო ოდოც, რომელიც ჯერ კიდევ ათიოდე დღის წინ თბილისში, ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე ვიხილეთ. სენიორ მასიმო საქართველოში ბურთს ბორჯომის ტყე პარკის აღსადგენად თანხის შესაგროვებლად აგორებდა, ორი დღის წინ კი უკვე ვლადიმირ პუტინის სადიდებლად თამაშობდა. მაინც უცნაურია ეს ცხოვრება. სად რას გადააწყდები კაციშვილმა არ იცის.

რუსეთზე და პუტინზე ჩამოვარდა სიტყვა და მოსკოვში მყოფი "პატრიოტთა ალიანსის" წევრები საქართველოში უკვე დაბრუნდნენ. რუსეთის პარლამენტის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის ლეონიდ კალაშნიკოვის ინფორმაციით, რუსმა დეპუტატებმა და ქართველმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა განიხილეს აფხაზეთის გავლით რკინიგზის ფუნქციონირების, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხაზით კონტაქტების დამყარებისა და წინაპართა საფლავების მონახულების საკითხები. ჰო, ნატო, რუსეთისა და საქართველოს ერთობლივ ფორმატს რომ "ქმნიან", ამაზე ვწერდი უკვე. ამათი საქმე ისეა, გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო... ხომ ფაქტია, რომ ეს მისვლა-მოსვლა ვერაფერს შეცვლის, შესაძლოა კრემლის ძუნწ ჩინოსნებს ერთი-ორი კაპიკი გააგდებინონ, ისიც იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ დახარჯონ...

"პატრიოტთა ალიანსი" თავისით "ერთობა", აი, მიხეილ სააკაშვილი კი თავისებურად "უბერავს". რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პირველმა უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი ოფიციალურად მოითხოვა. "ნაგლობა" მესმის, მაგრამ ასეთი? ადამიანს ქვეყანაში დევნიან, ლამისაა დაიჭირონ და საქართველოს გადმოსცენ, ის კი... თავშესაფარს ითხოვს.

იხილეთ ფოტოები ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილიდან

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

სული
13 ოქტომბერი 2017 19:22
ამას წინათ მესიმ ქორწილი გადაიხადა არგენტინის ერთ პატარა ქალაქში. ქორწილს ესწრებოდნენ მესის და მისი ცოლის ახლო ნათესავები და ახლო მეგობრები.არც პრემიერ მინისტრები,არც პრეზიდენტები და არც პოლიტიკოსები.იცით ძალიან მომეწონა სიძე-პატარძლის ეს გადაწყვეტილება და სწორად მიმაჩნია. ჩვენთან კი რა ხდება-ბიჭის მამის მეგობრები,გოგოს დედის მეგობრები,მამამთილის თანაპარტიელები.ამიტომაც იყო იქ უამრავი მაღალჩინოსანი. რას იზამ,ეს ხომ საქართველოა.
უ.ჯ
13 ოქტომბერი 2017 11:22
ნუთუ ამ "ვაი-პოლიტიკოსების" დაპატიჟების ნაცვლად, სინდის-მანუსიანი ხალხის დაპატიჟება არ ჯობდა?!..... სულ დამეკარგა ინგა გრიგოლიაზე წარმოდგენა.... სხვა აზრის ვიყავი .....
Jap. Ara
11 ოქტომბერი 2017 12:11
ინგა, გიბედნიეროს შვილები და გიმრავლოს. ერთხელ მაინც დაგეპატიჟე გადაცემაში, იქნებ მეც მოვხვედრილიყავი მაგ ქორწილში ჰა.
მედეა
11 ოქტომბერი 2017 09:39
გამეხარდა ღარიბაშვილისა და პრემიერის ერთად დანახვა. ქორწილები უმრავლოს საქართველოს, ძლიერ მოყვარული მეუღლეები, ბევრი ბავშვები, მშვიდობა და კეთილდღეობა. ამინ!
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
თვის კითხვადი სტატიები