მიშას დაიჭერენ?!
06-11-2017
მიშას დაიჭერენ?!
დაიჭერენ, ნამდვილად დაიჭერენ...
ვის და სააკაშვილს. ასე მგონია, მეგისაც იმიტომ დააკავეს და ვანოსაც იმიტომ უპირებენ გამოშვებას, რომ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ჩვენებებს ელოდებიან...

შეიძლება ვცდები, მაგრამ იყოს მაინც ეს ვარუდი, რა იცი, რა ხდება...

მოკლედ, ჩვენში პოლიტიკური მოვლენები მუდმივად კვენტინ ტარანტინოს ცნობილ "კრიმინალური საკითხავს" რატომ ჰგავს, ვერაფრით გავიგე...

გასულ კვირას "ქართულმა მარშმა" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ "გაილაშქრა". იყო ბევრი დავიდარაბა, პატრულთან "შეჯახება", "კორკოტასა" და სანდრო ბრეგაძის "კაცური" ლანძღვა-გინება... მოკლედ, "კოკასა შიგან, რაცა
დგაო..." - ბრძანა სულმნათმა.

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლების ამბავს დავუბრუნდები. გავრცლებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მერაბიშვილის შესახებ დადგენილება უნდა გამოიტანოს. მერაბიშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, თუ დადგინდება,
რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი ვანო მერაბიშვილის მიმართ, მაშინ ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევს...

მე კიდევ თუ ვანო მართლაც გაათავისუფლეს, ამის მიზეზი სხვა რამ რომ მგონია, უკვე იცით...

რატომ დააკავეს მაინც და მაინც ახლა ეს მეგის ქარდავაც, რომელსაც უკრაინულმა მხარემ 40 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დაწყებულია სამშობლოში მისი ექსტრადირების პროცედურა?

რატომ უარყო ასე მყისიერად მიშამ ქარდავა, - არ ვიცნობ და პირადად საერთოდ არ შევხვედრილვარო? - იქნებ, იმიტომ, რომ მშვენივარდ ხედავს, რომ მის გარშემო წრე ვიწროვდება...

არადა, ტყუის პატივცემული მიხეილი, თავის დროზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ქარდავა ორჯერ ჰყავს პირადად დაჯილდოებული.
2010 წელს, მეგის ქარდავა, სააკაშვილმა ვახტანგ გორგასლის ორდენით "კონსტიტუციური წყობილების დაცვისათვის", 2012 წელს კი ღირსების ორდენით "სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის" დააჯილდოვა.

მაგრამ რა სააკაშვილი, აგერ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" არაერთი წონიანი წევრი ამ ადამიანთან ნაცნობობას აქტიურად უარყოფს და ემიჯნება. მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ მეგის ქარდავას არ იცნობს, ის არ არის ამ პარტიის წევრი, არც არასდროს ყოფილა და "ნაციონალებთან" შეხებაც არასდროს ჰქონია. მეგის ქარდავა მხოლოდ თეა თუთბერიძემ დაიცვა...

ვფიქრობ, მალე დადგება ის დრო, როცა მიშას ერთადერთ გულშემატკივრადაც მხოლოდ თეა თუთბერიძე დარჩება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლუხო
03 დეკემბერი 2017 12:53
დაჭერილი არაა?
status quo
07 ნოემბერი 2017 12:05
სანდრო ბრეგაძეს ბანდიტური წარსული აქვს,კორკოტა ჩამოყალიბებული კინტოა ყველაზე უარესი ვერსიით და ამ ორ იდიოტს კაცი სად უნდა გაყვეს და როგორ?
41
07 ნოემბერი 2017 12:03
ეს ის ხალხია, ვისაც საკუთარი პანაშვიდის დღესასწაულად წარმოჩენა შეეძლო. ხედავთ, გისოსებიდან (თუნდაც იგი ვირტუალური იყოს) როგორ იღიმება? აგი ღირსია ნამდვილის.

რედაქტორის რჩევით