აურზაური... უჩას გამო, "ჰომოფობი ჩოხოსანი" და ღარიბაშვილი დიდ ავიაციაში ბრუნდება?
20-11-2017
აურზაური... უჩას გამო, "ჰომოფობი ჩოხოსანი" და ღარიბაშვილი დიდ ავიაციაში ბრუნდება?
მორიგი არჩევნები საბოლოოდ გადავაგორეთ... ცოტა ხანში ახალ წელს ვიზეიმებთ, იმედია, "გაქცეული ლარი" შედარებით "დატორმუზდება", შემდეგ კი... შემდეგ კვლავ არჩევნები, ამჟამად საპრეზიდენტო. ბევრია საუბარი და მითქმა-მოთქმა მმართველი გუნდი პრეზიდენტობისთვის რომელ კანდიდატს "გაიმეტებს". კულუარულ ცნობებს თუ ვენდობით, "ქართული ოცნება" დავით სერგეენკოსა და მიხეილ ჯანელიძეზე ფიქრობს. აგერ ღარიბაშვილსაც "დიდ ავიაციაში" დაბრუნება სურსო და ვნახოთ... ერთგან სალომე ზურაბიშვილზეც ამოვიკითხე. მოკლედ, პოლიტიკა მოსაწყენად და მოსადუნებლად საბაბს არ გვაძლევს.

წინა კვირას საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იტალიის
საფეხბურთო ნაკრების ფიასკოსა და თბილისში "ეიჩ ენდ ემის" ტანსაცმლის მაღაზიის "პომპეზური" გახსნის პერიპეტიებზე ლაპარაკობდა. "სკუადრა აძურამ" და მათმა გულშემატკივრებმა თავისი იკითხონ. მე რომ მკითხოთ დიდი არაფერი მომხდარა. მხოლოდ და მხოლოდ ერთ მსოფლიო პირველობას გამოტოვებენ. აგერ საქართველოს ეროვნული გუნდი წლების განმავლობაში ვერსად ვერ ხვდება და ამის
გამო ქვეყანა არ დაღუპულა.

ქართული "მოვლენების" ეპიცენტრში ასევე აღმოჩნდა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. ამ ადამიანს სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები ყველა ერთად დაუპირისპირდა.

ყველაზე მეტად თავი გამოიჩინა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც ბრძანა: ასეთი უსამართლო ომბუდსმენი ქვეყანას ჯერ არ ჰყოლიაო...

მე კიდევ მგონია, რომ ეგეთი უნიათო იუსტიციის მინისტრი აქამდე არ ჰყოლია ქვეყანას, ლამის მთელი წელი რომ არჩია სტრასბურგისთვის მოსამართლე და ძლივს შეარჩია...  ჩემი აზრით, წულუკიანი მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს მთავრობაში ადგილს, რომ ეგეთ უარგუმენტო და ხისტ განცახდებებს აკეთებს და ერთ კაცს გულს ფხანს... გულის ფხანა რა დარდუბალაცაა, "ოთარაანთ ქვრივს" ჰკითხეთ...

მაინც რა დააშავა ასეთი ნანუაშვილმა? - ე.წ. ციანიდის საქმეზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავდა. ასევე საუბრობდა პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების დაინტერესებაზე, რომ საქმეზე დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი. ვფიქრობ, ზუსტად ეგერე ფიქრობს ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ნანუაშვილს შინ და გარეთ დამცველებიც გამოუჩნდა, მთლად საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით დეპუტატ შოთა შალელაშვილის სახით, რომელმაც ბატონი უჩა სახალხოდ დაიცვა და წულუკიანი გააკრიტიკა. რა ჩიტიც დაიჭირა მალევე გამოჩნდა - წულუკიანის ხურდამ არ დააგვიანა. ხომ ვამბობ ეს ქალი მხოლოდ განცხადებებისთვის არის მთავრობაში-მეთქი... ამჯერად მთლად ფილმ "იმერული ესკიზების" პერსონაჟი - მასწავლებელივით გამოლანძღა დეპუტატი, - მთელი წელიწადი ხმა რომ არ ამოგიღია და პარლამენტში მხოლოდ ხელფასის ასაღებად დადიხარ, შენ მე რა უნდა მითხრაო...

გარეთ კიდევ ნანუაშვილი მთლად აშშ-ის ელჩმა დაიცვა... ისე, კი ცოტა ხანში ნანუაშვილს ვადა ეწურება, მთელმა ამ აურზაურმა კი დაგვანახა, "ქართულ ოცნებაში" განსხვავებულ აზრს ომბუდსმენისგანაც კი როგორ ვერ იტანენ და  მომავალ სახალხო დამცველს რა პრინციპითაც შეარჩევენ, უკვე ცხადია...


თბილისის ახალმა თავმა მერიის სამსახურების ახალი ხელმძღვანელები დაასახელა. არც ამ ამბავს ჩაუვლია უკვამლოდ. მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსად ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნამ ოპოზიციაში დიდი ხმაური გამოიწვია.

ოპონენტების მტკიცებით ნუგზარ ჭონქაძე "ფეისბუკში" დარეგისტრირებული "სულიკო კედელაშვილია", რომელიც ჰომოფობიური და ძალადობრივი განცხადებებით გამოირჩევა. საწინააღმდეგოს ამტკიცებს კახი კალაძე - "ნუგზარ ჭონქაძე წლების განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში, არის ჩოხოსანი, კარგი თამადა, მასზე განცხადებებს ვისმენთ მათგან, ვისაც ხელები სისხლში ჰქონდა გასვრილი, - ბრძანა მან...

აუფ, ეს ჩოხოსნობა და თამადობა ჰომოფობობას უშლის ხელსო, დანამდვილებით რთული სათქმელია, ისე კი, ამ კედელაშვილს თუ ჭონქაძეს თანამდებობაზე გამწესებისთანავე წაუშლია ის ლეგენდარული გვერდი, ჰოდა, მაინტერესებს, დასამალი და სამარცხვინო თუ არაფერი ჰქონდა, რას შლიდა, რას?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ბელას
04 დეკემბერი 2017 23:56
ბელა, კადრების პრობლემა ნამდვილად არა გვაქვს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ხომ კადრები, არა მასიურად, არამედ ერთეულ თანამდებობებზე გვინდა, ე. ი. იქ არ ვეძებთ, ან არ გვყოფნის მოძებნის ნიჭი, ან ვინმე ხელს გვიშლის.
))))))))
03 დეკემბერი 2017 22:47
აბა რა ღარიბაშვილი უნდა დაბრუნდეს და წულიკუიანი უნდა დარჩეს ესენი არიან ნამდვილი პროფესიონალები
ERIHAAAAAAAA
25 ნოემბერი 2017 08:17
B-N UCHA XELISUPLEBIS ROBOTOBASA DA KRIMINALEBIS MOMSAXUREBAS TAVI DAANEBET,UKVE DROA DAZARALEBULEBS GAGVCET PASUXI.............

რედაქტორის რჩევით