მარგველაშვილი სააკაშვილს შეიწყალებს?!
მარგველაშვილი სააკაშვილს შეიწყალებს?!
2018 წელს ეს ჩემი პირველი ბლოგია, ამიტომაც მინდოდა კარგი ამბები დამებედებინა, მაგრამ სადაა კარგი ამბები და კარგი ცხოვრება...

თუმცა მილოცვასა და ოცნებას რა უდგას წინ, ჰოდა, გილოცავთ და გისურვებთ, სხვა თუ არაფერი, ის გაძვირებული კომუნალური გადასახადებები გაიაფებულიყოს... იმდენი არ აგიდგა შენ გვერდებიო მომაწყევლა ახლა ალბათ ამ გაძვირების სულისჩამდგმელმა, არადა, "ქართული ოცნება" მახსოვს მე სულ განახევრებულ ტარიფებზე, მაგრამ... "წავიდა, ჰე, ის ცხოვრება აღარ არის..."

ცნობილია, რომ იტალიელები ახალი წლის წინ სახლებიდან ძველ ავეჯს იშორებენ. ამ ტრადიციას ქართველებმაც მხარი აუბეს, ოღონდ გარკვეული
"კორექტივებით". 2018 წელი ძაღლის წლად არის გამოცხადებული. პირადად არაერთი ნაცნობი ოჯახი ვიცი რომლებმაც წელს "კუჩხი ბედინერის" ესტაფეტა აიტაცეს და საახალწლო მეკვლის საპატიო მოვალეობა ოთხფეხა მეგობრებს მიანდეს. ვისაც სახლებში ძაღლები არ ჰყავდათ ახალ ქართულ საახალწლო "ნოუ ჰაუს" დაუდეს სათავე - ძვლებით სავსე პარკების ფანჯრებიდან ეზოში გადაგდებას. მესმის რომ ძაღლის წელი დაგვიდგა, ქალაქშიც არაერთი მაწანწალა ოთხფეხაა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამ "სასუსნავის" ეზოში ხელით ჩატანა და მიწაზე (ასფალტზე, ტროტუარზე, ბალახზე) დადება. პირველ იანვარს, დილით სახლიდან გამოსულს, ყველა საცხოვრებელი კორპუსის წინ მიმოფანტული დამსკდარი პარკები დამხვდა. ეს რომ რამდენიმე ადგილას
მენახა არ გამიკვირდებოდა, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ახალი წლის ღამეს მოსახლეობა საზეიმო შუშხუნების გაშვების პარალელურად ძვლიანი პარკების გადმოგდებითაც აქტიურად ერთობოდა.

საახალწლო შუშხუნები ვახსენე და არ დადგა დრო ჭკუა ვისწავლოთ. როგორც ცნობილი გახდა პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებების გამო 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. აქედან სამწუხაროდ 21 ბავშვია. თუ ძვლიანი პარკების ფანჯრებიდან სროლა ჩვენთვის მართლა ახალი ხილია, პიროტექნიკის უმეცრად გამოყენება უკვე მერამდენე წელია გრძელდება და მისი მსხვერპლთა რიცხვი, განსაკუთრებით მოზარდებში სულ უფრო მატულობს.

თუ გასული წლის პირველი ქართული პოლიტიკური მოვლენის მთავარი გმირი "ექსნაციონალი" გიგი უგულავა გახლდათ, მიმდინარე წელს ეს ტრადიცია მეორე "სუპერნაციონალმა" მიხეილ სააკაშვილმა გააგრძელა.

თბილისში გამართულ სასამართლოზე, ე.წ. შეწყალების საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს და სამწლიანი სასჯელი მიუსაჯეს. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შეასრულა კიდეც...

რასაკვირველია, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემი აზრით, გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილს პასუხი ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა ეგო, მაგრამ ასე სულაც არ ფიქრობს პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელმაც ერთი ამბავი ატეხა, აქაოდა, პრეზიდენტის მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლების გამოყენებისთვის გასამართლება ვინ გაიგონაო?!

უკაცრავად, ბატონო პრეზიდენტო, კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებების ბოროტად გამოყენებით იქცევიან ხოლმე რიგითი ხელისუფალნი მონსტრებად და ავტორიტარებად, თუ თქვენ მსგავსი არაფერი გაგიგიათ?! თქვენმა ფილოსოფიურმა მიდგომებმა კი გადაღალა ქვეყანა, ჩემმა მზემ რა...

ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ დადგა სააკაშვილის "ისტორიულ სამშობლოში" ექსტრადაციის საკითხი. თავად "დიდი მიხეილი" ბრალს პირადად "დიდ ოლიგარქს" - ბიძინა ივანიშვილს სდებს და აცხადებს, რომ ქართული ციხის კედლებში მოხვედრის შემთხვევაშიც აქტიურობას არ შეეშვება და საქართველოში ამჟამად არსებულ "დანაშაულებრივ რეჟიმს" საბოლოოდ მაინც დაამარცხებს. თუმცა ექსტრადირების შემთხვევაშიც, არა მგონია, დიდ ხანს მოუწიოს ციხის კედლებში ყოფნა, რადგან აქ არის მარგველაშვილი საკუთარი კონსტიტუციური უფლებით ვინც უნდა ის შეიწყალოს... 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

თეოლოგ-პოლიტოლოგი
12 იანვარი 2018 19:04
"შეიწყალე წინარე პრეზიდენტი, რათა შენც შეწყალებულ იქნე მომავალი პრეზიდენტის მიერ!"
(სახარება მედროვესი).
გიოგიო
12 იანვარი 2018 13:45
მან არა მარტო სააკაშვილი არამედ მერაბიშვილი,ახალაია,და ყველა ის პოლიტ პატიმარი უნდა შეიწყალოს,რომელიც პირადად ივანიშვილ-ბესელია-წულუკიანის გამო სხედან,პ.ს არა და კიდევ დიდხანს გაგრძელდება ეს "ბარდაგი"!
meri
10 იანვარი 2018 21:08
შეიწყალებს და თვითონ აღმოჩნდება დორბლიანის აშენებულ ციხეში
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თვის კითხვადი სტატიები