გამართლებული "კეზერა" და სიუჟეტი "იმერული ესკიზებისთვის", ანუ როგორ "დაკიდენ" დროშა მარგველაშვილმა და წულაიამ
15-01-2018
გამართლებული "კეზერა" და სიუჟეტი "იმერული ესკიზებისთვის", ანუ როგორ "დაკიდენ" დროშა მარგველაშვილმა და წულაიამ
მიმდინარე წელი თბილისში ჩატარებული სააკაშვილის სასამართლოთი დაიწყო. "ტრადიცია" გაგრძელდა და წინა კვირასაც ერთი "ხმაურიანი" პროცესი გაიმართა - ამჯერად დავით კეზერაშვილის.

კეზერა მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ გაამართლა. მისი "გადაწყვეტილებით" კეზერაშვილს ბიზნესმენების თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონება უკანონოდ თურმე არ ჩამოურთმევია. საუბარია 2010 წლის აგვისტოზე და ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესგავლენის სფეროებზე. ნიჟარაძეების მტკიცებით, რვა წლის წინ მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა განხორციელდა.

ამ მოსამართლემაც რა ქნას, თუ პროკურატურა
ვერა და ვერ ახერხებს საკმარისი მტკიცებულებების შეგროვებას. სააკაშვილსაც მე შენ გეტყვი ისეთი ბრალდება დაუმტკიცეს, რომ წყალი არ გაუვიდოდა. ექსპრეზიდენტს მხოლოდ იმის გამო გამოუტანეს განაჩენი გირგვლიანის საქმის მსჯავრდებულები რომ შეიწყალა, დანარჩენი კითხვის ნიშნები ისევ პასუხგაუცემელია...

ახლა "ქართული ოცნება" უკვე მარგველაშვილს მიადგა, შეწყალებული პატიმრები დაუთვალეს, თანაც დაუჩემებიათ
არასწორად იწყალებს პატიმრებსო. მაგალითად, ცოლისძმა რათ შეიწყალა, რათა, რათაო?.. არადა, შეწყალების უფლება პრეზიდენტის კონსტიტუციურად გარანტირებული, ექსკლუზიური უფლებაა, არასწორია ამის გამო ერჩოდნენ ამ პატიოსან ადამიანს, მაგრამ სწორედ აქ მგონია ძაღლის თავი დამარხული... პრეზიდენტს ყველა უფლება-მოსილება ხომ წაართვეს, ახალ უნდათ ეტყობა შეწყალების უფლებაც წაართვან და "ქართულ ოცნებაზე" გადაიფორმონ, თორემ, რაც მაგათ პატიმრები ციხიდან გაუშვეს, წესით, პრეზიდენტის მიერ ხალხის შეწყალება, არ უნდა უკვირდეთ...

მოკლედ, ნამდვილად ვერ გეტყვით ამ საქმეში კეზერაშვილი მართალია თუ არა. რაღაც მეეჭვება დამნაშავე არ იყოს. ყველას გვახსოვს ის "ბრწყინვალე" წლები და სახელმწიფოს მიერ "ურჩი" ბიზნესმენების მიმართ გატარებული დაშინება - დატერორების პოლიტიკა. ფაქტია, ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთი "ნაციონალი" დამნაშავე გაამართლა. არის ახლა თავისთვის მყუდროდ დავით კეზერაშვილი და მთლიან ქართულ სასამართლო თუ იურიდიულ სისტემას გულარხეინად დასცინის. მართალიც ბრძანდება. შერჩა ადამიანს ამდენი მითვისებული ფული და არ გაიცინოს?

რამდენიმე დღის წინ კიევიდან მოსულ ერთ საინტერესო ამბავს გადავაწყდი.
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოძიებისთვის საკუთარი ხმის ნიმუშის ჩაბარებაზე უარს ამბობს", - ამის შესახებ უკრაინული "მეხუთე არხის" ეთერში გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინმა განაცხადა.

ერთი პირობა ვიფიქრე ხომ არ მომეჩვენა ან თვალმა ხომ არ მიმტყუნა-თქო. რა "ხმის ნიმუშზეა" საუბარი. "დიდი მიხეილის" ხმას დიდიან პატარიანად დაწყებული მთელი უკრაინა ჩინებულად იცნობს. რა ცალკე "სინჯი" უნდა აუღონ? იგივე მიტინგებსა თუ სახურავებზე იმდენი აქვს ნაყვირები, რომ ერთს კი არა მილიონ "სინჯს" ეყოფოდა. მაინც ვერაფერი გავუგე ამ უკრაინელ სამართალდამცველებს.

სააკაშვილმა თავისი საქმისა და "ხმის" შესახებ თავად იცის. მე უფრო ის მაინტერესებს, რამდენიმე დღის წინ თბილისში "ხმა რომ გავარდა", მერიის მაღალჩინოსნებს მალე ხელფასები გაუორმაგდებათო, პრემია - დანამატებიც გაეზრდებათო. კაი რა ხალხო. ნამუსიც კარგი საქონელია. ამ დამშეულ და გაღატაკებულ ქვეყანაში, მავანსა და მავანს კიდევ ხელფასებს უზრდით?

წინა კვირას ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი "იმერული ესკიზები" დატრიალდა, ქუთაისის საავადმყოფოში გარდაცვლილები აერიათ და ჭირისუფლებს სხვა მიცვალებულები გაატანეს.
ამაზე ამბობენ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო. ოჯახები ხუთი დღის განმავლობაში სხვა ადამიანს დასტიროდნენ. ბოლოსა და ბოლოს სიმართლემ "იმარჯვა" და უშუალოდ დაკრძალვის წინ მიცვალებულები გაცვალეს, მაგრამ რა მაინტერესებს იცით? რამდენიმე დღის განმავლობაში ეს "შეცდომა" ოჯახის წევრებმა როგორ ვერ აღმოაჩინეს?

ძველით ახალი წელი უკვე ვიზეიმეთ. ნება მომეცით ბლოგი სასიამოვნო ამბით დავასრულო. აგერ, რამდენიმე დღის წინ CNN-მა თბილისი მსოფლიოს იმ შვიდ ქალაქს შორის დაასახელა, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიო. ტელეკომპანიამ გამორჩეული დიზაინის მქონე ქალაქების სია გამოაქვეყნა. პარიზის, ტოკიოს, ტორონტოს, მუსკატს, დანდის, სან მიგელ დე ალიენდეს შორის თბილისიც მოხვდა. სასიამოვნოა როდესაც მსოფლიოში გამორჩეულთა შორის ხვდები. იმედი მაქვს, 2018 წელს მსოფლიო აღიარებათა ნუსხა კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი საამაყო მოგვეცემა.

პ.ს. 14 იანვარს საქართველოში ძველ ახალ წელთან ერთად, დროშის დღეც აღინიშნა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გოგი წულაიას სახელმწიფო დროშა პირადად გადასცა და წაუმღერა  კიდეც: "ახლა შენ დაკიდე, ახლა შენ დაკიდე, ჩემო გოგი წულაიაო..."

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

status quo
15 იანვარი 2018 19:51
პროკურატურა სპეციალურად აკეთებს საბოტაჟს--აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს,ვინმემ რამე რომ არ უთხრას,გამოიძიებენ არასათანადოდ.შექმნიან საეჭვო მტკიცებულებებს იმის იმედით, რომ მოსამართლე ასეთ წყალწყალა სამხილებს არ მიიღებს და იალა,, გამართლებულია ბრალდებული.2004 წელს ზემოთხსენებულ ბიზნესმენს დავურეკე,ფინანსურ პოლიციაში მუშაობისას და სტატისტიკური ანალიზის შედეგად 1 მილიონი დოლარის დანაკლისის შესახებ დაველაპარაკე და დავიბარე ფინანსურ პოლიციაში.ერთ საათში მირეკავს კეზერა და დაანებე თავიო მიბრძანა.

რედაქტორის რჩევით