ნახეთ, ნარკომანის თვითმკვლელობის ზღვარზე მისული მშობლები და მერე ილაპარაკეთ, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს
29-01-2018
ნახეთ, ნარკომანის თვითმკვლელობის ზღვარზე მისული მშობლები და მერე ილაპარაკეთ, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს
რამდენიმე დღის წინ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ("ბახალა") დაკავება, შემდეგ მისთვის რვაწლიანი პატიმრობის მისჯა, ვგონებ, გასული კვირის მთავარ ამბად იქცა.

გიორგანაშვილის დაპატიმრებამ ქართულ საზოგადოებაში არსებული ორი პრობლემა კვლავ გაგვახსენა. უნდა შერბილდეს თუ არა სახელმწიფოს მიდგომა ნარკოდანაშაულის მიმართ და გრძელდება თუ არა, ჯერ კიდევ კომუნისტების ხანაში მილიცია - პოლიციაში დანერგილი ე.წ. "წამლის " ჩადების ტრადიცია.

ნარკოპოლიტიკით დავიწყოთ. წინასწარ გეტყვით, რომ იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც, როგორც ნარკოტიკების მომხმარებლების და განსაკუთრებით წამლის "ბარიგების"
მიმართ მკაცრი სასჯელის გამოტანის მომხრეა.

წინა საუკუნის 80-იანი წლების თაობის წარმომადგენელი გახლავართ და ჩემს თვალწინ არაერთი ნარკომანისა და მისი ოჯახის ტრაგედია გადაშლილა. ამ მავნე სენმა მთელი თაობები გაანადგურა, აღარაფერს ვამბობ წამლის მომხმარებლის გატანჯულ ოჯახის წევრებზე. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რა სახის ნარკოტიკს ღებულობს, ძლიერსა თუ
სუსტს. მინახავს ფერფლივით ჩამჭკნარი ახალგაზრდა ჭაბუკები, ნარკოტიკების გამო დანგრეული ოჯახები, ნარკომანის, თვითმკვლელობის ზღვარზე მისული, მშობლები, წამლის მოყვარულთა ფსიქიკამოშლილი შვილები...

საქართველო პატარა ქვეყანაა და თითოეულ ჩვენს თანამემამულეს განსაკუთრებული მოფრთხილება ესაჭიროება. აბა, დაითვალეთ, ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში რამდენი ჯან-ღონით აღსავსე ახალგაზრდა ადამიანი გამოესალმა ამ მავნე სენის გამო სიცოცხლეს? გაცილებით მეტი ვიდრე ჩვენში დატრიალებულმა ომებმა იმსხვერპლა.

ნარკოტიკი ნარკოტიკია, არ აქვს მნიშვნელობა როგორი სიძლიერით გამოირჩევა - ადამიანზე მაინც ერთნაირად დამთრგუნველად მოქმედებს. მართლა მიკვირს იმ ხალხის, რომლებიც საქართველოში ლიბერალური ნარკოპოლიტიკის გატარებას ემხრობა. რა გითხრათ, ალბათ არ ჰქონიათ ახლო შეხება ნარკომან მეუღლესთან, ძმასთან, დასთან, მშობელთან...

"ბახალას" საქმემ დღის წესრიგში კიდევ ერთი აქტუალური პრობლემა დააყენა. საქმე ეხება პოლიციის მიერ წამლის "ჩადებას". ეს ტრადიცია საქართველოსთვის ახალი არ გახლავთ და რამდენიმე ათეული წელია გრძელდება. რასაკვირველია, მას არანაირი გამართლება არ გააჩნია და მისი გამკეთებლები მკაცრად უნდა დაისაჯონ. რაც შეეხება გიორგანაშვილის შემთხვევას. პროკურატურის ოფიციალური განცხადებით მას ერთდროულად 843 პლიუს 43 აბი სუბოტექსი უპოვეს. როგორ დავიჯერო, რომ პოლიცია მას ამ რაოდენობის წამალს ჩაუდებდა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

Isaevi
04 თებერვალი 2018 14:53
Ar vici ra iqneba magram es momxmarebilebi codoa vin zis unda gamovides
Isaevi
04 თებერვალი 2018 14:26
Ar vici ra iqneba magram es momxmarebilebi codoa vin zis unda gamovides
nini
01 თებერვალი 2018 13:04
ოჯახებს ნარკომომხმარებლებმა ზიანი მიაყენეს ისევ სახელმწიფის ველური კანონების დახმარებით. მოხმარების დოზას ჩაუდებდნენ ნარკომანებს და ოჯახის წევრებს ათი ათასებს ახდევინებდნენ საპროცესო შეთანხმებით. ასე განადგურდა ბევრი ოჯახი და დარჩა უსახლკაროდ. ეს არის სიმართლე..... ლეგალიზებაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ კანონები რომ გადასახედია ეს ცხადზე ცხადია.

რედაქტორის რჩევით