"მივდივარ ჩემთვის ქუჩაში. გავიხედე და კორკოტა "შვიშტოკის" სტვენით მისდევს ვიღაცას, შევხედე, - ჩერგოა..."
"მივდივარ ჩემთვის ქუჩაში. გავიხედე და კორკოტა "შვიშტოკის" სტვენით მისდევს ვიღაცას, შევხედე, - ჩერგოა..."
2018 წლის დასაწყისიდან, აგერ მერამდენე ბლოგის წერა მიწევს და მკითხველთან საუბარი კვლავ ქართული კრიმინალური ამბებით უნდა დავიწყო.

არ შემიძლია გუგეშაშვილის თავს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ერთი-ორი სიტყვა არ ვთქვა. ამ ამბავმა ქართული საზოგადოება კვლავ "ზვიადისტების" და "ანტიზვიადისტების" ეპოქაში დაგვაბრუნა. დიდი ტრაგედია დატრიალდა, დედას შვილი თვალწინ მოუკლეს. ამაზე საშინელება რა უნდა იყოს? ამ დროს ქართულ მასმედიაში დიდი ბჭობა გაიმართა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გრძელდება. გადახედეთ ბოლო კვირის სხვადასხვა სოციალურ ქსელებს. ხალხის ნაწილი ამ დანაშაულს მიესალმება და თავის დროზე "მხედრიონის" საქმეების გამო შურისძიებას
უწოდებს. ნაწილი დოდო გუგეშაშვილის დამცველთა როლში გვევლინება და რამდენიმე ათეული წლის წინ "არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიაო" - აცხადებს. ცოტას თუ გადააწყდებით იმ მოსაზრებებს, სადაც უბრალო ადამიანის, ქალის, დედის ტრაგედიაა გაზიარებული.

რა გვჭირს ხალხო. ზვიადისა და "მხედრიონის" ეპოქიდან ლამისაა 25 წელი გავიდა. დრო ერთ ადგილას გაჩერებულა. მეოთხედი საუკუნე ისტორიისთვის მცირე მონაკვეთი არ არის. მსოფლიო წინ მიდის, ჩვენ კი კვლავ წინა საუკუნის 90-იან წლებში ჩავრჩით. მესმის რომ იმ დროს ბევრი უსამართლობა ტრიალებდა, მაგრამ ისტორია გრძელდება. არ უნდა შევეშვათ წარსულის დაუსრულებელ კვლევასა და მტყუან-მართალის ძებნას? რაც იმ წლებში
მოხდა უკვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ფურცელია. მას უკან ვერც დაიბრუნებ და ვერც შეცვლი.

აგერ, "ქართულმა მარშმა" თბილისის ქუჩებში "წესრიგის გაკონტროლება" გადაწყვიტა და ე.წ. "სახალხო რაზმები" ჩამოაყალიბა. ადამიანთა ეს ჯგუფები ძირითადად აღმაშენებლის ქუჩაზე სიარულსა და წესრიგის დაცვას აპირებენ. "დამნაშავეებს" თავად "შეიპყრობენ", შემდეგ კი ოფიციალურ "პატრულს" გამოუძახებენ.

"სახალხო რაზმის" შესახებ სოციალურ ქსელებში გვარიანად ხუმრობენ, მაგალითად ასე:

"კორკოტას რაზმს შეურთდება ერთი ხელმოცლილი გურული. გურულმა მიიღო რჩევები და რაზმთან ერთად დაიწყო პატრულირება. ამასობაში რუსთაველზე გამოირბენს შიშველი მამაკაცი და გურული შეყვირებს: აგია იგი თუ იგია აგი?"

"მივდივარ ჩემთვის ქუჩაში. გავიხედე - კორკოტა "შვიშტოკის" სტვენით მისდევს ვიღაცას, შევხედე ჩერგოა... ნეტა დამესიზმრა, თუ ცხადი იყო? ვერ გავიხსენე".

სასაცილოა კორკოტასი და მისთანების დაცული წესრიგი...  ცოტა საშიშიც! ასე იწყებდნენ თავის დროს ე.წ. არაფორმალთა ბანდფორმირებებიც, სამწუხაროდ, როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური სტრუქტურები ქვეყანაში წესრიგს ვერ ამყარებენ, დღის სინათლეზე "ქართული მარშისა" და სხვა მსგავსი სახის ორგანიზაციები გამოდიან.

"სახალხო რაზმმა" ქუჩების გაკონტროლება თუ მართლა სერიოზულად დაიწყო, ვაკხანალია და საერთო ქაოსი შემდეგ ნახეთ.

ვიდრე გია კორკოტაშვილი "შვიშტოკით" სირბილის დაწყებას აპირებს, დიდი პოლიტიკოსი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პოლიტიკურ სარბიელზე ხმაურიანი აქტიურობისათვის ემზადება. უგულავა საქართველოს პარლამენტში დაბრუნებას გეგმავს და ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მომავალ ამომრჩევლებს უკვე შეხვდა და - დღეს ყველაფერი მინდა დავიწყო თავიდან. არ მიყვარს ფუჭი დაპირება, რასაც დაგპირდებით თავს მოვიკლავ და ყველაფერს გავაკეთებო...

არ გვანებებენ თავს ეს ყოფილი "ნაციონალისტები", არ აქვს მნიშვნელობა "ევროპულ საქართველოდ" რომ იწოდებიან და სააკაშვილს ყველაზე რადიკალური "ქოცზე" მეტად ლანძღავენ... აღარ დასრულდა ამ ქვეყანაში მათი პოლიტიკა და არც ჩერგოს ჭკუის დარიგება...

იხილეთ ასევე: "სააკაშვილს არ ადარდებს ბიძინას შეცვლა, მხოლოდ ძალაუფლების დაბრუნება და მისი სიკეთეებით ძღომა ადარდებს"


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

გოჩა
20 თებერვალი 2018 10:05
ჩადენილ დანაშაულზე ადრე თუ გვიან ყველამ პასუხი უნდა აგოს. მხედრიონის არსებობა დანაშაული იყო.
ლევანი
15 თებერვალი 2018 14:59
რა უნდა დავივიწყოთ ვერ მივხვდი! მხედრიონის დრო? ეგ ნამდვილად არ უნდა დავივიწყოთ ჭკუის სასწავლებლად უნდა გვახსოვდეს. არ ვიცი ამ სტატიის ავტორი რამდენი წლისაა! ,,ჩემი აზრით არ უნახია ის წლები" თორე არ დაწერდა ერთი ისტორიის ფურცელიო. მაგ ისტორიის ფურცელზე სახელები და გვარები წერია რომლებიც დახოცეს. სხათა შორის ბევრი ,,მხედრიონმა". ცოდოა ყველა დედა, განსაკუთრებით ის ვისაც შვილს თვალწინ უკლავენ. პირადად ჩემგან სამძიმარი ქალბატონ დოდოს. ავტორო სანამ რამეს დაწერ დაფიქრდი მარტო კლავიატურის ბრახაბრუხი არაა წერა, თუ წერას სწავლობ?
სასაცილოა კორკოტასი და მისთანების დაცული წესრიგი...
15 თებერვალი 2018 10:37
კორკოტა მეც არ მომწონს მაგრამ თქვე დალოცვილებო თუ მაგდენი გესმით რამ დაგაბრმავათ და დაგაყრუვათ! ვერ ხედავთ რა ხდება აღმაშენებელზე ! თუ ხელფასს ვინც გიხდით იმის ინტერესებში არ შედის ქართველი ხალხის ინტერესები!
რუბრიკის სხვა სიახლეები
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა