ამსტერდამიდან სააკაშვილის მუქარის შემდეგ, ბიძინამ წულუკიანს გადაულაპარაკა, - არ შეშინდე, დაბოლილია ესო...
05-03-2018
ამსტერდამიდან სააკაშვილის მუქარის შემდეგ, ბიძინამ წულუკიანს გადაულაპარაკა, -  არ შეშინდე, დაბოლილია ესო...
"ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და მოვშალოთ ივანიშვილის ფეოდალური საკარმიდამო", - ბრძანა მიხეილ სააკაშვილმა ამსტერდამიდან, მოუსმინა ბიძინამ და მთლად ბატონი ბონასავით, წულუკიანს გადაულაპარა: - დაბოლილია ეს, დაბოლილი...

ეს ყველაფერი ხუმრობით, რა თქმა უნდა, იმის გარდა, რომ სააკაშვილი ივანიშვილის საკარმიდამოს მოშლით მართლაც იმუქრება, როგორც ჩანს, უკრაინაზე ხელი ჩაიქნია და ისევ საქართველოზე გადმოერთო, თუმცა ქვეყნიდან ქვეყანაში მოწანწალე ექსპრეზიდენტმა მხოლოდ ბუას როლი თუ შეიძლება ითამაშოს ქ
ართულ პოლიტიკაში და "ქართული ოცნების" პოზიციებს ჭიგოდ შეუდგეს... არ ვხუმრობ, დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლება დიდწილად სწორედ მიშას და "ნაცმოძრაობის" მხრებზე დგას, რომ არა მათი მმართველობის 9 წელი, არც კი ვიცი რა ეშველებოდათ.

ყველა არჩევნებზე ხომ იმით აშინებენ ამომრჩევლებს, არიქა, მიშა მოვაოა, სავარაუდოდ, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიც ამის ძახილში ჩაივლის. მიშაც აშკარად უწყობთ ხელს, აგერ
დაიჟინა ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ერთიანი კანდიდატით იბრძოლოს პრეზიდენტობისთვისო, რითაც ნებისიერ ასეთ ოპოზიციურ გაერთიანებას ძირშივე თხრის, რადგან ორი კაციც რომ შეიკრიბოს ერთად, "ქართული ოცნება" იძახებს მიშა უმაგრებს მაგათ ზურგსო და ხმალამოღებით შეებრძოლება კიდევ ერთხელ მიშას ქიმერას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ შესაძლოა თეა წულუკიანის კანდიდატურა წარადგინოს, ოფიციალურად ამას ჯერ არავინ ადასტურებს, თუმცა სულაც არ არის ალბათ არარეალური. ეგ ივანიშვილს ისე უყვარს, აგერ რაც იუსტიციის მინისტრის სავარძელში ჩაჯდა, იქიდან ძვრა ვერავინ უყო, არადა, რაც ჩვენ პრემიერების და თუნდაც განათლების მინისტრების ცვლა ვნახეთ...

წულუკიანი უშეცდომოა, - ასე ფიქრობენ იქ ზემოთ, მაღლა და მაღლა... მაგრამ ერთი ჩვენ გვკითხონ, რა...
მაგის დამსახურებაა თავზე რომ დაგვასვეს იმ "დევგმირი" მიშას ფალავანი მურუსიძე და მისი ძმაკაცი მოსამართლეები, არაერთი ოჯახის ამწიოკებლები ახლახან მთლად უვადოდ რომ დაგვინიშნეს...

დიდმა მინისტრმა ის ვერ შეძლო სასაცილოდ არ გაეხადა საქმე და ისეთი კანდიდატურები წარედგინა სტრასბურგისთვის, ერთი მეორის მიყოლებით არ დაეწუნებინათ... აღარც მახსოვს მერამდენე წრეზე მოიწონეს ლადო ჭანტურია. სამაგიეროდ, ამით მშვენივრად გაუხანგრძლივა მიშასდროინდელ მოსამართლეს მოღვაწეობა, რაც კი საქმე მოსაკვარახჭინებელი ჰქონდათ "ნაცებს", კარგად რომ მოეკვარახჭინებინა...

სასამართლო რეფორმა რომ ჩაფლავებულია და ერი და ბერი მაგას წუხს, ეგეც ქალბატონი წულუკიანის დამსახურებაა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხისტი ხასიათით გამოირჩევა და ალბათ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ოპოზიციის წყევლა-კრულვაში იქნება... თუმცა, რაღა დაგიმალოთ და, თუ წულუკიანის იმედად გავიდა საარჩევნო ასპარეზზე "ქართული ოცნება", ძალიან მეეჭვება გაიმარჯვოს...

რამდენიმე დღის წინ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, "ქართული ოცნების" დეპუტატი კრწანისის რაიონიდან თემურ გორგაძე დააკავეს. ამ ადამიანმა საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი. როდესაც ამ თანხის ნახევარს იღებდა მაშინ წაასწრეს. გორგაძეს თავისუფლების აღკვეთა 7-დან 11 წლამდე ვადით ემუქრება. ისე, მის ადგილას გიგი უგულავა რომ ყოფილიყო, ნეტაი, დაიჭერდნენ საერთოდ?

ჰო, იქით ბორჯომში მერიის თანამშრომლებმა სასწულები ჩაიდინეს ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, აქაოდა, ყველგან გაიზარდეს ჩვენმა კოლეგებმა ჯამაგირი, ჩვენ რატომ უნდა დავიჩაგროთო...
მოკლედ, ბორჯომის ოპოზიციური საკრებულოს წინააღმდეგობა რომ არა, იმასაც ვერ გავიგებდით როგორ გაიზარდა რეგიონებში თითქმის არაფრისმაქნისი სახელმწიფო მოხელეების მადა...

ეს იმ დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში საქართველოში არსებული დემოგრაფიული კრიზისის "თავისებურად" გადაწყვეტას აპირებს. ცნობილი გახდა, რომ მალე ხალხის რჩეულები კენჭს უყრიან გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თითოეული შვილის გაჩენაზე მშობლებს ყოველთვიურად 20 ლარი დაენიშნებათ, ყოველ მომდევნო ბავშვზე კი ეს თანხა 10 ლარით მოიმატებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

aka
12 მარტი 2018 15:37
qutaiseli ,თქვენი ბუმბერაზი იმდენად "ბუმბერაზია",რომ მაგასთან სხვის ბუმბერაზობა რა სახსენებელია,თანაც მაგის(სუ ზემოთ როა) მატარებელი მართლაც ვერ არის ჩავლილი ,იმიტომ რომ სამუდამოა,უკუნითი უკუნისამდე...
nia
12 მარტი 2018 15:30
Georgian people-ს
აბა.ვინ "უძღვება"????
როცა საჭიროდ ჩათვლის,პრემიერსაც გამოცვლის და რა საკითხიც პირადად აინტერესებს,იმასაც წყვეტს თავის სასარგებლოდ და რაც არ აინტერესებს ,რა ქნას,იმისთვის თავს ვერ შეიწუხებს.
nia
12 მარტი 2018 15:29
Georgian people-ს
აბა.ვინ "უძღვება"????
როცა საჭიროდ ჩათვლის,პრემიერსაც გამოცვლის და რა საკითხიც პირადად აინტერესებს,იმასაც წყვეტს თავის სასარგებლოდ და რაც არ აინტერესებს ,რა ქნას,იმისთვის თავს ვერ შეიწუხებს.

რედაქტორის რჩევით