ვისზე დარდობს სააკაშვილი? - თოფურიას "პოლიტიკა", "პროტეინა" მინისტრი და "ღამის ეკონომიკის" შუქ-ჩრდილები
ვისზე დარდობს სააკაშვილი?  - თოფურიას "პოლიტიკა", "პროტეინა" მინისტრი და "ღამის ეკონომიკის" შუქ-ჩრდილები
მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ რუსულ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, "ჩემი ერთი ყოფილი მინისტრი აშშ-ში ტაქსისტად მუშაობს, მეორე კი ამავე ქვეყანაში ცხოვრებისეულ სარჩოს ღამის დარაჯის საქმიანობით შოულობსო".

დიდი ხანია ვფიქრობ ვისზეა ლაპარაკი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტი ერთია, კარგი პროფესიონალები რომ ყოფილიყვნენ, უცხოეთში ალბათ უფრო კვალიფიციურ სამსახურს იშოვიდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ ლამის ათი წლის განმავლობაში საქართველოს რა განათლების კადრები მართავდნენ. თუმცა ამას იმიტომ არ ვამბობ, დამიწყონ "ნაცებმა" ჭკუის სწავლება ყველა საქმიანობა
პატივსაცემიაო, რა თქმა უნდა, ეგრეა, უბრალოდ, მგონია, რომ ნამინისტრალი კაცი დარაჯზე უკეთეს საქმეს უნდა შოულობდეს, წესით და რიგით...

აგერ ვერა ქობალიას კიდევ რა უშავს, მართლა ყოჩაღი ქალბატონი გამოდგა. ბარაქალა მას. თურმე შორეულ ინდონეზიაში, იქაური მთავრობის ერთ-ერთი მრჩეველია. ისე, ჩვენში დარჩეს და რომ არა სააკაშვილის კეთილგანწყობა,
მეეჭვება ამ ქალბატონისთვის მინისტრის პორთფელი ვინმეს ჩაებარებინა.


ისე პროფესიონალი კადრებით ვერც ეს ხელისუფლება დაიკვეხნის, ბოლო ხანს ჩვენს გამხიარულებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ზრუნავს. ჯერ იყო და შარშან, ნახევარი საქართველო რომ გადაჭამა, იმ ფაროსანაზე გამოგვიცხადა, ეგ მავნებელი კი არა, უბრალოდ მწერიაო, მეორე მაგას მოაყოლა პროტეინების წყაროა ფაროსანა და დააძალეთ ფრინველსო, ახლა ველი, როდის გამოვა და გვეტყვის ბიზნესის აწყობაც კი შეგიძლია ფაროსანას დელიკატესითო... საქმეს მიხედე, ბიძია, საქმეს, წელს ის მეორე ნახევარი საქართველოც რომ არ გადაჭამოს მაგ არა მავნებელმა მწერმა...

18 მარტს რუსეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და ამ ქვეყანაში მოღვაწე ქართველმა "ხელოვანებმა" ქეთა თოფურიამ და დათო ხუჯაძემ ვლადიმირ პუტინს დითირამბები უმღერეს. ატყდა ამაზე საქართველოში ამბავი და რა ამბავი. ქეთა - დათოს წყვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. რა ქნას ქეთამ, მაგ დითირამებებითაა სული რომ უდგას და კარიერაც აიწყო... მამა-მარჩენალი პუტინის, იგივე არქიფოსა, აბელისა და ა.შ. დიდება თიკა კანდელაკსაც კი უყვარდა, მაგრამ ამ ბოლო დროს რატომღაც აღარ აქტიურობს... ხომ მშვიდობა აქვს ნეტავ?

მეეჭვება ქეთა თოფურია ღრმა პოლიტიკური განსწავლულობით გამოირჩეოდეს. უბრალოდ საკუთარ საქმეებს იწყობს და რასაც ლაპარაკობს ამას სერიოზულ ყურადღებას არც აქცევს.


წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიაში ახალი სამსახური ჩამოყალიბდა, რომელიც ღამის თბილისის საკითხებზე იმუშავებს და ამ სფეროს განვითარებას შეეცდება. მე რომ მკითხოთ, ახალი ბიუროკრატიული აპარატი შეიქმნა. კვლავ კომუნისტურ ხანაში რომ ვყოფილიყავით, მაშინ კიდევ მესმის, რადგან იმ პერიოდში ნებისმიერი საკითხი დირექტივებისა და ბრძანებების დონეზე წყდებოდა. საბედნიეროდ, კომუნისტური დრო დიდი ხანია უკან მოვიტოვეთ და თავისუფალი ეკონომიკური განვითარების ეპოქაში ვიმყოფებით. ღამის თბილისს და მის პრობლემებს თავად ეკონომიკა და კონკურენცია მოაგვარებს. თბილისის მერიას თუ ქალაქის ღამის ცხოვრების მოგვარება სურს, იგივე ქუჩების განათებასა და ტრანსპორტის მუშაობას მიხედოს.

დაბოლოს ერთი სასიამოვნო ინფორმაციაც:

"ამერიკულმა საიტმა "The Top Ten" ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც მომხმარებლებს 10 საუკეთესო უძველესი ცივილიზაცია უნდა გამოევლინათ. შეფასებების მიხედვით, საქართველოს რეიტინგში მესამე ადგილი ერგო. ჩვენს ქვეყანას მხოლოდ საბერძნეთი და ეგვიპტე უსწრებს. საქართველოს კი რომი, ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, აცტეკები და სპარტა მოსდევს". მგონი, მსოფლიოში უფრო გვაფასებენ, ვიდრე ჩვენ ვაფასებთ ჩვენს სამშობლოს, აბა, რატომაა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ქვეყნის უკან-უკან წასასვლელად?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

simartle
17 მარტი 2018 00:32
ეეეხ ავტორო,ავტორო.რა ჩუმჩუმად გააპარე დღევანდელი ქოცების ბრილიანტის ბიჭი-ქუმსიშვილი.ერთი ,როგორც მას სჩვევია,"ოქროს" იდეა ხომ გადმოგვიგდო ამ რამოდენიმე დღის წინ-ებაის და ალიბაბას კონკურენტი უნდა შევქმნათო საქართველოშიო.რა ქნას ბიჭმა,გუშინ გაიგო მათი არსებობის შესახებ(ალბათ კალაძის რჩევით მანდ ყიდულობს ბოტასებს),მოეწონა და მთავრობის სხდომაზე დააბრეხა.ისე,არც პრემიერი კვირიკაშვილი ჩამორჩა და აი უკვე სამი დღეა არკვევს,ჟენევის მოლაპარაკებებზე ვის შეახვედრებს რუსეთი-საგარეო საქმეთა მინისტრის მეოთხე მოადგილეს თუ მასავით არაფრისმკეთებელ და უფუნქციო მედვედევს?,ხოდა არკვიეთ ეხლა ვინ ვის სჯობია,აი ის გოგონა რომ არსი(ასე აგდებულად რომ მოიხსენიებთ) გვარად ქობალია,თუ წულუკიან-დავითაშვილ-ქუმსიშვილი და ძმანი მათნი.
რომ არ გამოაქვეყნებთ,ისედაც ვიცი.ამ საიტზე მხოლოდ ერთი აზრი არის საინტერესო-მათი ცისაც ბატონი მამამარჩენალი გიყვართ.მის მიერ ვერც ქვეყნის საბოლოო დანგრევას ხედავთ და ვერც იმას რომ ერთმა ჩიორა კაცმა ერთი ჩიორა სახემწიფო დაისაკუთრა.აბა თქვენ იცით,სულ ამ გზაზე იარეთ,ოღონდ მერე არ გაგიკვირდეთ,როცა შვილები გეტყვიან-სად იყავი შე ოჯახაშენებულოო,რატომ იყავი გაყუჩებულიო.
iako
14 მარტი 2018 19:27
კაი გრელანდია კაი. ერთი მიშა და მისი მინისტრები იყვნენ ( კეზერაშვილი კევას რომ აღლაჭუნებდა ომის დროს და აზრზე არ იყო რა ექნა თავის გართობაზე ფიქრობდა, ქობალია საიდან მოვიდა და რა დამსახურებისთვის გახდა მინისტრი კაცმა არ იცის, ახალაია გახსენებაც არ მინდა და კიდე მრავალნი სხვანი) და მეორე ბიძინა და მისი მინისტრები ( სოფლის საბჭო). ისე მე პირადად კაცთმოძულე მკვლელებს არაფრის მაქნისები მირჩევნია. ნუ ადამიანია და ხასიათი
გაიტანეტ გრენლანდია
14 მარტი 2018 14:32
რა სასაცილო კაცი ხარ ავტორო! რა ამისთანა ვალი აქვს ინდონეზიის ხელისუფლებას სააკაშვილის, ან რა ამისთანა სიყვარული ეტაკა მის მიმართ, რომ ამდენი წელია ვერა ქობალია თავის პოსტს ინარჩუნებს ამ ქვეყანაში? და იქნებ მართლა შეეფერება დაკავებულ პოზიციას, ასეთი აზრი თავში არ მოგსვლია, ჰაა? უი არა, ქობალიას ხომ განსაკუთრებით ვერ იტანთ, ახალგაზრდა წარმატებული და თან ლამაზი?! რა უბედურებაა! არა ავტორო?
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?