ვეკითხები წულუკიანს და დანარჩენებს, როდის გაიწმინდება პროკურატურა და სასამართლო "ნაცების"კადრებისგან?!
ვეკითხები წულუკიანს და დანარჩენებს, როდის გაიწმინდება პროკურატურა და სასამართლო "ნაცების"კადრებისგან?!
ზაზა სარალიძის თავს დატეხილმა უბედურებამ სრულიად ქვეყანა შეძრა და სათავე ახალ, გინდა საზოგადოებრივ, გინდა პოლიტიკურ მოძრაობას დაუდო. სარალიძე ერთი უბრალო მოქალაქეა, რომელსაც ზურგს არც გავლენიანი მხარდამჭერ-მფარველები და არც მძლავრი ფულადი რესურსები უმაგრებს. ის მეექვსე თვეა სამართალს ეძებს, სამწუხაროდ ჯერჯერობით უშედეგოდ.

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ საუბრით თავს არ შეგაწყენთ, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. ამ ამბავს რამდენიმე დამოუკიდებელმა ტელევიზიამაც საკუთარი ჟურნალისტური გამოძიებით ნათელი თითქმის ბოლომდე მოჰფინა, განსხვავებით ქვეყნის სამართალდამცავ-პროკურატურული ინსტიტუტებისა, რომლებმაც
დამნაშავეების კვალს დღემდე არ ან ვერ მიაკვლიეს.

ბევრი ჩვენთაგანი ამ მდგომარეობაში ფარ-ხმალს დაყრიდა და ბედს შეურიგდებოდა. ზაზა სარალიძემ ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა და მისმა გაბედულობამ და შეუპოვრობამ ლამისაა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სისტემის ჩამოშლა და ახალი რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა მოიტანა.

იძახიან რომ სარალიძემ გვერდით ყოფილი ზონდერი, ვინმე კუპრავა და
მთელი ოპოზიციონერ - ნაციონალური არეალი დაიყენა. ეს სიმართლეა, მაგრამ ვის მიუძღვის ამაში ბრალი? ალბათ უპირველეს რიგში ამჟამინდელ მმართველ ძალებსა და არ გაგიკვირდეთ... თავად საქართველოს მოსახლეობას.

მოსახლეობით დავიწყოთ. ალბათ თითოეული ჩვენთაგანი საკუთარი პრობლემებით ისე ვართ დაკავებულები რომ ერთი რიგითი თანამემამულის წუხილი გვერდზე დაგვრჩა, ყურადღება არ ან ვერ მივაქციეთ და მარტოხელა მეომრობისათვის გავწირეთ. იხვეწებოდა, იმუდარებოდა, მიშველეთ ხალხო, სამართალს ვერ ვპოულობო. დავუდექით აქტიურად გვერდში? რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩვენს ირგვლივ, უცხოეთიდან წამოსულ თანხებს კაციშვილმა რომ არ იცის რისთვის ღებულობენ, - ამოიღო ამათგან ვინმემ ხმა? პირველი მიტინგი რომ დააანონსა, გამოჩნდნენ მის გვერდით საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები? რაღა გიკვირთ რომ ზაზა სარალიძე იმ პოლიტიკური პარტიების გვერდით აღმოჩნდა რომლებიც შფოთისა და აურზაურის შემოსატანად ნებისმიერ ხერხსა და ღონეს იყენებენ. ალბათ, ჩვენ, უბრალო მოქალაქეებმაც შევუწყეთ ხელი, რომ რუსთაველის პროსპექტზე "გადაშენების გზაზე" მდგარი პოლიტიკური პარტიები კვლავ გააქტიურდნენ.


ცალკე სალაპარაკო თემაა ამჟამინდელი მმართველი ძალები. 2012 წელს სრულიად საქართველომ "ქართულ ოცნებას"დიდი ნდობა გამოუხატა. ექვსი წელია გასული იმ ისტორიული პერიპეტიებიდან და "ოცნება"წლების განმავლობაში საკუთარ ავტორიტეტსა და თავის დროზე მოსახლეობის დიდ სიყვარულსა და ნდობას თანდათან ჰაერს ატანს. ყველას გვახსოვს რომ იყო დიდი დაპირებები, რომ საქართველოში ბოლოსა და ბოლოს სიმართლე იზეიმებდა და "ნაციონალების" მიერ ჩაგრული ათასობით ადამიანი სამართალს მიაღწევდა, მაგრამ ლაპარაკი ლაპარაკადვე დარჩა.
მაინც რა გახდა ეს პროკურატურა და სასამართლო, უწყებები რომელთა რეორგანიზაციაც დღემდე ვერ მოხერხდა და სადაც ე.წ. "პარადი" ისევ და ისევ სააკაშვილისდროინდელ კადრებს მიჰყავთ. კი ბატონო, გადადგა მთავარი პროკურორი მაგრამ გჯერათ რომ ამით საქმე გამოსწორდება? მე ასე არ მიმაჩნია, რადგან უპირველეს რიგში ამ ორ უწყებაში აქტიური საკადრო წმენდა უნდა ჩატარდეს. ფაქტია, დღეს საქართველოში ობიექტური და მიუკერძოებული მართლმსაჯულება არ არსებობს. ეს კი ერთ-ერთი ძირითადი ხერხემალია რომელზეც მთელი სახელმწიფო უნდა იდგეს.
არ მიყვარს სხვა ადამიანების კრიტიკა, მაგრამ არსებული მდგომარეობის გამო ქალბატონ თეა წულუკიანს პასუხი არ უნდა მოეკითხოს, თუ ე.წ. "ხელშეუხებელთა კასტას"მიეკუთვნება?! ასევე ბევრი დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი მტკიცებულებებია რომ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის ნამდვილი დამნაშავეების კვალის დაფარვაში რამდენიმე მაღალჩინოსნის უშუალო მონაწილეობა იკვეთება.
ფაქტია, რამდენიმე ყოფილი თუ ამჟამინდელი მაღალჩინოსნის დაუსჯელად ყოფნამ დიდი ალბათობით შესაძლოა მთელი "ქართული ოცნების" ბედზე საბედისწერო გავლენა იქონიოს. ალბათ "ზემოთ მსხდომნი" ამ საფრთხეს ჯეროვნად არ აღიქვამენ, არადა სრულიად რეალურია რომ მალე ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყოს. აგერ მიშიკოც გაგვიაქტიურდა და "ივანიშვილი შემოდგომამდე ვერ მიაღწევსო"- განაცხადა. არ გამიკვირდება ქვეყანაში ინკოგნიტოდ რომ შემოვიდეს და ერთ-ერთ მიტინგზე ზვიად კუპრავას გვერდით მოგვევლინოს. აი, მაშინ კი ნახეთ როგორ აირევა მდგომარეობა.
რამდენიმე დღეა ვფიქრობ, როგორ უნდა წარმართო ისე საქმე, რომ სულ რამდენიმე წელიწადში საკუთარი ხალხის წინაშე არსებული ნდობა უგზოუკვლოდ გაფლანგო. არა, დარწმუნებული ვარ "ნაციონალები" უკან ვეღარ დაბრუნდებიან, ბოლოსა და ბოლოს საქმეში ისევ სრულიად საქართველო ჩაერევა და ამ პრეცენდენტს არ დაუშვებს, მაგრამ "ქართული ოცნება" ქვეყნის უახლოესი ისტორიის დავთრებში უილაჯო და უნიათო პოლიტიკური გაერთიანების საპატიო წოდების იარლიყით დაიკავებს ადგილს.

მართლა მიკვირს, ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი, პოლიტიკური გაერთიანება ალბათ საკუთარი თავის მტერი უნდა იყოს რომ ისეთი პროცესები ხელოვნურად გამოიწვიოს როგორიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. ამას მართლაც რომ განსაკუთრებული მოხერხება სჭირდება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

18704
18 ივნისი 2018 13:12
ქალბატონ თეასთან არაფერია სადაო, მაგრამ მთავრობა მთლიანად უნდა წავიდეს, ასეთია წესი, არ გეცოდებათ ქვეყანა?
ალექს
13 ივნისი 2018 15:52
ნაცებს ქუჩაში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულების გარდა ,უამრავი სხვა დანაშაული აქვთ ჩადენილი დახურულ სივცეებში,პოლიტიკური- ანტისახელმწიფოებრივი,ანტიეროვნული და ანტისახალხო !
პიარს ამოფარებულებმა, ანტიდასავლური ,პრორუსული პოლიტიკური ინტერვენცია ჩაუტარეს საქართველოს,მინიმუმ 50 წლით უკან დაგვხიეს !
ეს იმდენად აშკარაა ,რომ ჩაფარცხა ქოცმომ,კოჰაბიტაცია არჩია,რადგან დასავლეთმა "ჭამა" დემოკრატიის შუქურა ,და ამის გამოაშკარავება დიდ ზიანს მიაყენებდა მათ იმიჯს !
ბნელი ქოცი
12 ივნისი 2018 15:23
დათო-ს: ნაციონალების გულშემატკივრები ყველა პროგრესულები და განათლებულები ვართო და ერთი დათვალე, რამდენი შეცდომა გაქვს ერთ წინადადებაში.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები