"ამსტერდამელმა ვამპირმა" გახარიას შემოუთვალა, "ჩემი შენ გითხარიო..."
"ამსტერდამელმა ვამპირმა" გახარიას შემოუთვალა, "ჩემი შენ გითხარიო..."
"ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება. ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს გახარიას…" - განაცხადა საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესების შესფასებისას ექსოდესელმა და აწ ამსტერდამელმა ვამპირმა მიხეილ სააკაშვილმა...
გახარიას "ვამპირობა" კი უნდა გაჰკვირვებოდა კაცს, რომლის გადაწყვეტილებითაც სისხლის წვიმით დაშალეს 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე მიმდინარე აქცია, ამის მერე კი უნდა გაოცებულიყო იმით, თუ როგორ ციმ-ციმ და მიკროფონ-მიკროფონ ჩამოატარეს პოლიციელებმა მისი თანაგუნდელი ირაკლი ნადირაძე.

მოკლედ, ვის, ვის და "ნაცებს" არაფერი
აქვთ სათქმელი არც ვინმეს უსამართლობაზე და არაც ვამპირობაზე, საერთოდაც ცოტა ხნს რომ გაჩერდნენ, გაჩუმდნენ, არ შეიძლება? საკუთარი მოქმედებით ყველა იმ მნიშვნელოვან პროცესს და პროტესტს აუფასურებენ, რაც საზოგადოებაში ხდება... ამით კი ისევ და ისევ "ქართულ ოცნებას" უხანგრძლივებენ ხელისუფლებაში ყოფნას...
ბოლო ორ დღეს თბილისში განვითარებული მოვლენები ელვის
სისწრაფით იცვლებოდა, კვირას დაანონსებულ მიტინგს სულმოუთქმელად ველოდი. მისი ორგანიზატორები სრულიად საქართველოს მობილიზებასა და "ქართული ოცნებისათვის" გადამწყვეტი და საბოლოო ბრძოლის გამოცხადებით იმუქრებოდნენ.

კი დიდად არ მჯეროდა მათი ბაქი-ბუქის, "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა გაკოტრებული პოლიტიკოსების მობილიზებული საქართველო არასად გაიშვას, მაგრამ თემაა ისეთი მძიმე, ისეთი მტკივნეული, ვფიქრობდი, რიგითი ადამიანები ქუჩაში შეიძლება ისევ გამოეყვანა შვილმოკლული მამის გაუსაძლის ტკივლის...

მაგრამ ასე არ მოხდა და არ მოხდა სწორედ გაკოტრებული პოლიტიკოსების გამო.
ხოლო როცა თითქმის ცარიელ რუსთაველზე პირდაპირ ავტომობილების სავალ ნაწილზე კარვების დადგმა გადაწყდა, მივხვდი, რომ ეს წმინდად "ნაციონალური" პროვოკაცია იყო.

იყო საუბარი, რომ პოლიციამ არადემოკრატიულად იმოქმედა, რომ ოცამდე ადამიანი დააკავა, რომ კარავი ჯერ ქუჩიდან ძველი დისლოკაციის ადგილზე დააბრუნა, შემდეგ კი საერთოდ გააქრო. იცით რაშია საქმე, მართლა გამოსულიყო რუსთაველის პროსპექტზე "სრულიად საქართველო" და ერთი ვნახავდი პოლიცია თუნდაც იმ კარვებს როგორ აიღებდა. აღარ უნდა მოსახლეობას "ნაციონალები" და სხვა მათი "ახლობელი პარტიები" და სწორედაც იქცევა. რა, კუპრავას, მაჭუტაძესა და ოდიოზურ "კაა"-ს უნდა დაუდგეს გვერდით?

ამ ამბავში ყველაზე მეტად ზაზა სარალიძე მეცოდება. მართლაც რომ გმირია ეს ადამიანი. შვილის მკვლელების დასასჯელად ვეფხვივით იბრძვის და ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს. უბრალოდ, ადამიანების იმ ჯგუფს დაუკავშირდა, რომელთაც ალბათ ახლოსაც არ უნდა მიკარებოდა.
ზაზა სარალიძე სიმართლის ძიებას არ შეწყვეტს და ის ამ ბრძოლაში აბსოლუტურად მართალია და იმედი მაქვს, საბოლოოდ თავისას მიაღწევს და ამაში მას აუცილებლად ექნება საზოგადოების მხარდაჭერა, ოღონდ გაკოტრებული პოლიტიკური პარტიების გარეშე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


მკითხველის კომენტარი (13)
მედეა
21 ივნისი 2018 11:30
2008 წლის აგვისტოს ფიასკოს გამო, სარდალს თავი უნდა მოეკლა, ან სირცხვილით დამწვარიყო. ავანტიურას წამოაგო ქვეყანა, დიდ სახელმწიფოსთან ომში ჩააბა პაწაწუნა სამშობლო, უბრძოლველად დათმო კოდორი და ახალგორი, ცოცხებით გაუმასპინძლდა ათეულ ათასობით პატიმარს, გვამებს ითხოვდა მისი ჩინოვნიკი, თვალებს რეზინის ტყვიებით თხრიდნენ საპროტესტო აქციებზე გამოსულ მშვიდობიან მოსახლეობას, ჭერზე შემოდეს 26 მაისს მომიტინგის 2 ცხედარი . ყოველივე ამის შემდეგ, უ ტ ი ფ რ ა დ იმუქრებიან და მიისწრაფიან ტახტისკენ. მიშა, ოთო, გიგა, ნიკანდრო, რომან , სალომე სამადაშვილო, საჯაიავ, მყეფარე ლევან. დასხვანო მათნაირნო ჩ ა მ ო გ ვ შ ო რ დ ი თ.მთავრობავ-- დაგვიმშვიდე ყოველდღიურობა. ნუ აძლევ საბაბს იყეფონ. "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის".
ნათია
16 ივნისი 2018 11:45
ენას ძვალი არა აქვსო, თქვენს სიტვებზეა ნათქვამი, მიშა! გიორგი გახარიას თუნდაც ოდნავ მიმსგავსებული პოლიტიკოსები რომ გვყოლოდა საქართველოში მთელი მისი სახელმწიფოებრივი ისტორიის მანძილზე, რაღა გვიჭირდა? უბრალოდ სირცხვილია ასეთი კომენტარის გაკეთება... თქვენი შეფასება მხოლოდ თქვენს რეიტინგს დააზარალებს, რომელიც, იმედია, უკვე ძალიან დაბალია ისედაც...
დიმიტრი
14 ივნისი 2018 11:41
ჩვენი ექს ბატონის ადეკვატურობა არ მახსენდება, მაგრამ ეხლა რომ საერთოდ გარეკილი აქვს სახეზეა.

სამწუხაროა, შეგვარცხვინა ყველგან სადაც კი მიუწვდა ხელი.
tina
14 ივნისი 2018 10:33
ასეთი "ვამპირები" როგორიც გიორგი გახარიაა ბევრი სჭირდება საქართველოს შენისთანების ჭკვაზე მოსაყვანად.... ვისურვებდი უფრო მეტი წინსვლა ჰქონდეს გიორგი გახარიას....ღმერთმა გვიმრავლოს მისნაირები...
ANI
13 ივნისი 2018 16:37
მიიიიშ. დაოკდი,მანდ მშვენივრად ხარ, ნარკოტიკს მაინც არ დაგიშლიან,გაჩერდიიიიიი,არ გყავს მრჩეველი ან გულჭშემატკივარი?
გიორგი
13 ივნისი 2018 01:50
ასეთი არაადეკვატური და შეუფერებელი კომენტარი, რასაც ბატონი ექსპრეზიდენტი აკეთებს წარმოუდგენელია, გახარიას ვამპირობის და ძალის ზედმეტად გამოყენების ვერც ერთი შემთხვევა ვერ ვნახე მთელ ამ პერიპეტიებში რაც ბოლო პერიოდში განვითარდა . მე მიმაჩნია და ბევრს ჩემს გარშემო რომ ზედმეტად ჰუმანური და ლმობიერია. ვფიქრობ, რაც მთავარია მშვიდობიანად აგვარებს კონფლიქტურ საკითხებს განურჩევლად პარტიული მრწამსისა ,რაც თქვენს ხელისუფლებას ძალიან აკლდა ბატონო ექსპრეზიდენტო და გული დაგვწყვიტე უსამართლობით და მიკერძოებით ... მშვიდობით!!!
გიგა
13 ივნისი 2018 00:06
ეს ბლოგია თუ კოკა ყანდიაშვილის პროპაგანდა? :)
prins
12 ივნისი 2018 23:26
ასტას, ლომონოსოვს ნუ ეხუმრები აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელია, ისევე როგორც ბაუმანი ტექნიკურებში.
გია
12 ივნისი 2018 22:06
ამსტერდამელმა შიზოფრენიკმა,ვინმე მიშიკა სააკიანცმა შემოუთვალა და ა.შ.))))))))))))))))))))
koka
12 ივნისი 2018 16:05
ის დროც დადგება, ასე ციმ-ციმ და მიკროფონ-მიკროფონ ბიძოს რომ გაარბენინებენ........

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები