ივანიშვილი, ვითარცა ქარიშხალი "ოცნება" - ბიძინამ ღარიბაშვილის შემდეგ, კვირიკაშვილიც გაისტუმრა...
ივანიშვილი, ვითარცა ქარიშხალი "ოცნება" - ბიძინამ ღარიბაშვილის შემდეგ, კვირიკაშვილიც გაისტუმრა...
კვირიკაშვილიც, წინამორბედის - ღარიბაშვილის მსგავსად, წავიდა, თუმცა მისგან განსხვავებით, პირდაპირ თქვა, ივანიშვილთან მქონდა უთანხმოებაო...  რომც არ ეთქვა, ისედაც ყველაფერი ნათლი იყო. ივანიშვილის "მეორედ მოსვლა" რომ სწორედ ხელისუფლების, უფრო მეტად კი მთავრობის მუშაობით გამოწვეული უკმაყოფილებით იყო განპირობებული, აშკარა იყო, თუმცა ასე უცებ თუ დაატრიალებდა ქარიშხალს, ეგ არ გვეგონა...
შევარდნაძის დროიდან დაწყებული არაერთი სამთავრობო გადაადგილების მომსწრენი გავმხდარვართ. ხშირი ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა, სრულიად განსხვავებული პროფილის სამინისტროებს უდგებოდა სათავეში.
სამწუხაროდ, საქართველოში ცოდნასა და გამოცდილებაზე მეტად პარტიულ ერთგულებას აფასებენ.

მომავალ პრემიერზე მამუკა ბახტაძეზე ვერაფერს მოგახსენებთ, იმდენად ახალაგაზრდაა, იფიქრებ კაცი, ჯერ ვერ მოასწრებდა რაიმეს გაფუჭებას, მით უფრო გაკეთებასო... ისე მაგაზე ახალგაზრდა პრემიერიც გვყავდა, ზემოთ რომ ვახსენე, ის... მარტო ახალგაზრდობაში რომ არ არის წარმატების გასაღები, ცხადია, აღმაშენებლები
კიდევ მრავალ საუკუნეში ერთხელ იბადებიან...

ვისურვებდი, იმ მრავალ საუკუნეში ერთი იყოს ბახტაძეც, თუმცა რა ვიცი, რა ვიცი... (ბეჟუაშვილებთან მუშაობდაო, მერე "ცენტრ-პოინტშიო", 20 000 ლარი შესწირა "ნაცებს" 2012 წელსო... )

ისე ბოლო თვეების განმავლობაში, ერთი სასიკეთო საქმის წამოწყება უკვე მოასწრო, როდესაც ქვეყანაში თავგასულად მოქმედ საბანკო სტრუქტურას გარკვეული რეგულაციები დაუწესა და ვალებში ჩაფლულ მოსახლეობას "გადარჩენის" იმედი გაუჩინა.
ნეტა თუ ხვდება რა ურთულესი პასუხისმგებლობის აღება უწევს, ქვეყანა ისეთი ღრმა ჭაობიდანაა ამოსაყვანი, მეტი რომ არ შეიძლება...

ჩვენ მარტო ხელისუფლებას ვერჩით, ვაკრიტიკებთ, მისგან ვითხოვთ სასწაულების ჩადენას, მაგრამ ვინ ვართ თავად ჩვენ, რა საზოგადოება გვაქვს?!.  როგორც ამბობენ, რაც ერი, ის ბერიო...

წინა კვირას, "მზიურში" 15 წლის გიგი ანთაძის სავაჭრო ჯიხური გაძარცვეს და ნავაჭრი თანხა, ასევე წვენსაწური მოიპარეს. გიგი შეზღუდული შესაძლებლობების, თუმცა ძალიან ყოჩაღი ბიჭია, რომლის ისტორია ამ ცოტა ხნის წინ საკმაოდ გახმაურდა. მას გვერდში თბილისის მერიაც დაუდგა და სავაჭრო ადგილიც გამოუყო.


გიგი ჩემთვის ნამდვილი გმირია, რადგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ამ ცხოვრებაში საკუთარი, ღირსეული ადგილის დაკავება სურს და ამისთვის იბრძვის. სამწუხაროდ, მას საქმიანობა თანამედროვე საქართველოში მოუწია, სადაც ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული და ძაღლი პატრონს ვერ სცნობს.

გიგის შემთხვევას თავი რომ დავანებოთ, მარნეულის მერის "გმირობა", ან კოტე იოსელიანის სამარცხვინო ინტერვიუ რომ გავიხსენოთ, შეიძლება მართლა ამ ქვეყნიდან უკანმოუხედავად გაქცევის სურვილი გაგიჩნდეს ადამიანს.

თუ კარგად დავფიქრდებით, დიდწილად პირად ამბიციებსა და ინტრიგებს, სხვის ცხოვრებაში ხელის ფათურს გადაყოლილი ხალხი ვართ. უნამუსოდ არც ტყუილის თქმა გვიჭირს და არც სხვისთვის ჩირქის მოცხება. ზნეობრივი ბარიერები მოგვეშალა და ახლა ვცდილობთ დავამატკიცოთ, ეგ რაღა საჭიროაო. ჩვენში ხომ ხელისუფლებაში მოსვლა კვლავინდებურად იმიტომ უნდათ, პირადი კეთილდღეობა როგორმე აიწყონ... ესაა ჩვენი უბედურება, ხელისუფლება კი ამ ყველაფრის ანარეკლია...

არადა, აშკარად ჩინებული ახალგაზრდა თაობა მოდის, რომლებიც ახლებურად აზროვნებენ და ქვეყნისათვის არაერთი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლიათ, თუ მათაც ჩვენივე უთავობით არ გავუმრუდეთ გზა...

იგივე 15 წლის გიგი გამონაკლისი არ არის. მისნაირები ათასები არიან. უბრალოდ, გიგი ანთაძეს გაუმართლა და მას გვერდში პირადად კახა კალაძე ამოუდგა. რასაკვირველია, კალაძე ასეულობით გიგისნაირებს ვერ დაეხმარება. ამისათვის ქვეყანაში შესაბამისი სოციალურ-სამართლებრივ-ეკონომიური გარემო უნდა არსებობდეს.

სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ნორმალური და რეალური საქმის მკეთებელი მთავრობა გვყავდეს.

ძალიან მინდა, უახლოეს წლებში საქართველოში ისეთი გარემო ჩამოყალიბდეს, რომ გიგისნაირმა ახალგაზრდებმა ამ ცხოვრებაში საკუთარი, ღირსეული ადგილი დაიკავონ. ეს ალბათ ერთგვარი გზავნილი იქნება ახალი და ახალგაზრდა პრემიერისათვის, რომ მან ყინული დაძრას და ქვეყანას ღირსეულად წინ გაუძღვეს. ისე პირველივე გამოსვლაში ახსენა ეს და განთლებაც არ დავიწყებია, იმედია, ეს მხოლოდ ლაპარაკი არ იქნება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


დათა
21 ივნისი 2018 14:19
ნეტა თავის თავს როდის გაისტუმრებს ?
brola*
20 ივნისი 2018 17:53
მაკრონის უძლიერესი ფიგურანტობა და პოლიტიკოსობა არ გაიშვას - ის არც მიტერანია არც შირაკი და მითუმეტეს არც დე გოლი - ერთი ჩვეულებრივი ამერიკის პოლიიტკის მხარდამჭერი და გამტარებელია ევროპაში წინააღმდეგ შემთხვევაში იცის რომ "სკამი" შეიძლება დაკარგოს როგორც მაგალითად ოდესღაც დე გოლმა ამერიკის ჭკუაზე რომ არ დადიოდა
ნატა
20 ივნისი 2018 12:31
საფრანგეთის პრეზიდენტი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ფიგურა და პოლიტიკოსია. ამას თუ ვინმე ჯერ ვერ ამჩნევს, დრო უჩვენებს.ნუ შევადარებთ ბიძინას გოშიას მაკრონს :)
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები