რატომ მიამსგავსეს "მუნდიალი 2018" ჰიტლერულ ოლიმპიადას?
რატომ მიამსგავსეს "მუნდიალი 2018" ჰიტლერულ ოლიმპიადას?
რუსეთში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობა "გახურდა" და რამდენიმე საინტერესო შეხვედრასთან ერთად არაერთი მოულოდნელი შედეგიც ვიხილეთ.

ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილის" ჟურნალისტმა რობერტ ჰარდმანმა მსოფლიოს ამჟამინდელი პირველობა, მისი ორგანიზატორები, ასე ფიფა-ს მაღალჩინოსნები დაუფარავად გააკრიტიკა. რობერტ ჰარდმანმა "მუნდიალი -2018" 1936 წელს ნაცისტურ გერმანიაში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს შეადარა. ჩვენი ბრიტანელი კოლეგის მტკიცებით, 1936 წელს გამართული ოლიმპიური თამაშები ადოლფ ჰიტლერისა და მისი ნაცისტური იდეების დაუფარავ პროპაგანდას ეწეოდა. ანალოგიური რამ ამჟამად რუსეთშიც ხდება, ოღონდ ჰიტლერის
ადგილი ვლადიმირ პუტინმა დაიკავა.

"რუსეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობა ერთ დიდ პოლიტიკურ ცირკს მაგონებს. რომ დავფიქრდი, არაერთი მსგავსება აღმოვაჩინე 1936 წელს გერმანიაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებთან. იქ ყველაფერი ადოლფ ჰიტლერის პროპაგანდას ემსახურებოდა, აქ კი ვლადიმერ პუტინის კულტის ზღვარგადაცილებულ რეკლამას ვხვდებით. რუსებს მორალური უფლება არ აქვთ მსოფლიო
საფეხბურთო ზეიმის სამასპინძლოდ.

გავიხსენოთ: უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა და დონეცკელ-ლუგანსკელი სეპარატისტების მხარდაჭერა, სამოქალაქო თვითმფრინავის განადგურება, სირიაში ომის გაჩაღება, დიდი ბრიტანეთის ქუჩებში ტერორისტული აქტების მოწყობა. ამის მიუხედავად ფიფა-ს მექრთამეობაში გასვრილი ხელმძღვანელობა პუტინის დაკრულზე ცეკვავს და მსოფლიო პირველობის მასპინძელი ქვეყნის შეცვლა თავში არ მოუვიდა. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ამ სახის კორუფციულ გარიგებებს კიდევ ვხვდებით", - განაცხადა რობერტ ჰარდმანმა.

წინა კვირის დასაწყისში, ქალაქ ბერნიდან ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი მანქანით ქალაქ დონის როსტოვამდე გამოეშურა. გზაში თავგადავალი გადახდათ, ნუ იკითხავთ. სხვადასხვა მანქანებით დონეცკის ოლქში, ზუსტად საომარი მოქმედებების ზონაში აღმოჩნდნენ. თურმე ღამის გათევება დონეცკში სურდათ, მაგრამ... შვეიცარიის ეროვნული გუნდის ერთგული ფანები უკრაინის არმიისა და დონეცკელი "ოპოლჩენჩების" გაცხარებული ბრძოლის შუაგულში მოექცნენ. "გზაააბნეული" ევროპელები თავიდან ვერ მიმხვდარან მათ თავს რა ხდებოდა.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯერ ცეცხლმოკიდებული სახლები დაინახეს, ხოლო ცოტა ხანში მათთან ახლო საბრძოლო ჭურვებიც აფეთქდა კი მიხვდნენ, მაგრამ უკვე გვიანი გახლდათ. ბოლოსა და ბოლოს დონეცკის ოლქს თავი უსაფრთხოდ დააღწიეს. ამ ისტორიაში საინტერესო ის გახლავთ, რომ წინ და უკან გადაადგილებისას შვეიცარიელებს არა ერთი სამხედრო ბლოკპოსტის გავლა მოუწიათ. მეომრების სასახელოდ, ევროპელ სტუმრებს დაუბრკოლებლად ატარებდნენ და მათ სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ შექმნია.

რამდენიმე დღის წინ რუსულ მასმედიაში საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა. მსოფლიო პირველობის დაწყებამდე ორი კვირით ადრე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ყველა რეგიონში განლაგებულ პოლიციის განყოფილებებში საიდუმლო ბრძანება დააგზავნა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩემპიონატის მიმდინარეობის დღეებში, რუსეთის პოლიციის ქვეგანყოფილებებმა დაფიქსირებული დამნაშავეობის სტატისტიკა და შემთხვევები ოფიციალურად არ უნდა გამოაქვეყნდეს.

გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტას" მტკიცებით, ამ დღეებში თუ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს ესტუმრებით იქ მხოლოდ რამდენიმე "უბრალო" კრიმინალურ შემთხვევას წააწყდებით. გაგიკვირდებათ და მსოფლიო პირველობის დაწყებიდან დღემდე რუსეთში დანაშაულის რაოდენობა 20-ჯერ შემცირდა და ჩემპიონატის დასრულებამდე ალბათ სულ "გაქრება".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს













მკითხველის კომენტარი (4)
ზ.კალორია
04 ივლისი 2018 14:47
კი რუსეთი ოკუპანტია და მაგათი დედას მიუვიდა ყველა ხარისხიანი ჟარგონი, მაგრამ ამ ჩემპიონატს რაც შეეხება, მშვენივრად მიმდინარეობს და რუსეთის ნაკრებიც კარგად თამაშობს, მიაჩმორა ესპანეთი კაცურად.
ხრვაცკასაც მოუხნავს ის დათვი აცუნცრუკებულ პრეზიდენტს თუ სადმე გადაეყარა ქუჩაში.
111
22 ივნისი 2018 10:09
ჰიტლერისნაირ უდადეს ადამიანს როგორ ადარებენ პუტინს? რამხელა სულის, განცდის, აზროვნების კაცი იყო ჰიტლერი და პატრიოტი. არასოდეს დაუწყია ომია მხოლოდ იმიტომ რომ პოპულარული გამხდარიყო. ჯორჯ კენედი "იმედია ჰიტლერს ჩამოსცილდება ის სიძულვილი რაც მის გარშემოა ტყუილი და დარჩება ისტორიაში წარმატებულ ლიდერად". ბერლინი 1949 წელი. ახალგაზრდა ჯურნალისტი იყო მაშინ.
fexburTis fani
21 ივნისი 2018 10:15
სხვას ვერაფერს ვიტყვი - ამ შემთხვევაში ცოტა შური ალაპარაკებთ, გადატენილ მრავალ ათასიან სტადიონის ტრიბუნებს, რომ ვუყურებ მეც იგივე მემართება, გვეღირსება როდისმე ფეხბურთის გამოფხიზლება????
ფეხბურთი
21 ივნისი 2018 08:30
ნუ შეაწუხეთ უკვე ტვინი,არ ხართ საინტერესო აზრების გადმომცემი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები