როცა ივანიშვილი პრემიერებს ნიღბებივით იცვლის...
როცა ივანიშვილი პრემიერებს ნიღბებივით იცვლის...
გასული კვირა ქართული საზოგადოებისათვის ორმაგად დატვირთული აღმოჩნდა და ამის ლომის წვლილი რუსეთში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობამ შეიტანა. მართალია ქვეყანამ ახალი პრემიერ-მინისტრი და დროებითი მთავრობა მიიღო, მაგრამ ამისათვის არავის ეცალა, ალბათ თავად ბატონ პარლამენტარებსაც.

არგენტინის ეროვნული გუნდის ხორვატიასთან მარცხმა სრულიად საქართველო, დიდიან-პატარიანად ფეხზე დააყენა. სოციალურ ქსელებში ამის თაობაზე ერთგვარი განცხადებაც გამოჩნდა - "დიღმელი ნიგერიელები ნიგერიას, აღმაშენებელის ქუჩა - ირანს, დანარჩენი საქართველო კი არგენტინას გულშემატკივრობს". ნიგერია - ისლანდიის შეხვედრის წინ ახალი პოსტი
გამოჩნდა - "დღეს მე ნიგერიელი ვარ" და ვისაც არ ეზარებოდა იგივე "ფეისბუქის" გვერდზე საკუთარი თავი აფრიკული გუნდის მაისურით უკვდავყო. ეს ხუმრობით, მაგრამ ლეო მესისა და მის თანაგუნდელებს საქართველო მათ "ისტორიულ" თანამემამულეებზე ნაკლებად არ ქომაგობს.

ფეხბურთის ირგვლივ ყველა ბჭობს და პროგნოზების გაკეთებასაც არ ერიდება, განსხვავებით... ქართველი
პოლიტიკოსებისა. მათ წინა კვირას ფეხბურთისათვის ელემენტარულად არ ეცალათ. თუმცა ერთი "ორიგინალი" ყველგან გამოერევა და გამონაკლისი არც საქართველოს პარლამენტი აღმოჩნდა. უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა სოციალურ ქსელებში შემდეგი განცხადება გაავრცელა: "არც არავის მოვუწოდებ და ამით არც ქვეყნის ბედი გადაწყდება, მაგრამ მე პირადად ამ მსოფლიო ჩემპიონატის ვერც ერთ თამაშს ვერ და არ ვუყურებ". რა გითხრათ, კომენტარი ზედმეტია. ალბათ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ფეხბურთი არ უყვართ და ამაში ვერ დავადანაშაულებთ.

ალბათ ფეხბურთს არც ბატონი ნიკა მელია უყურებს. მას ამისათვის დრო არ ექნება. სადაც საქართველოში შფოთი და არეულობაა იქ აუცილებლად ნიკა მელიას ხელი უნდა იყოს გარეული. აგერ, წინა კვირას, პარლამენტის მორიგი სხდომისას შინაგან საქმეთა მინისტრს წამოუხტა და ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერთა მიტინგი, მიმდინარე წლის 11 ივნისს რატომ დაარბიეო, - ჰკითხა. პასუხიც შესაბამისი მიიღო, წესრიგი დაარღვიეთ, დასაჭერები იყავით და თუ ანალოგიური კიდევ გამეორდება კვლავ არაერთხელ დაგაკავებო.

მაინც ვერ ჩერდებიან ეს "ნაციონალები". ახალ პრემიერ მინისტრს ჯერ მუშაობა ხეირიანად არ დაუწყია და მისი ახალგაზრდული ბიოგრაფიის მიუხედავად არაერთი "შუქ-ჩრდილი" გამოუმზირეს.

მამუკა ბახტაძეს კრიტიკა მომავალში ისედაც არ მოაკლდება, თუ, რასაკვირველია, თავის საქმიანობას ჯეროვნად ვერ შეასრულებს. ჯერჯერობით მხოლოდ სამოქმედო გეგმა შეადგინა. თურმე სამინისტროების შემცირება იგეგმება და მხოლოდ თერთმეტი მათგანი დაგვრჩება. ამ გზით ბიუჯეტიდან 100-120 მილიონი ლარის გამოთავისუფლებასა და სოციალურ სფეროში გადამისამართებას აპირებს. საინტერესოა რომ პარალელურად, გაუქმებული სამინისტროების თანამშრომლების უმუშევრად დატოვებას არ აპირებს. ალბათ მარტივი კითხვა იბადება. როგორ აპირებს ნახსენები თანხების გამოთავისუფლებას? ალბათ იგორ კიო ან დევიდ კოპერფილდია ეს რთული მისია რომ განახორციელოს. არ ვიცი, ალბათ მორიგი უტოპიური დაპირებაა, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში განხორციელება არ უწერია.

ისე, რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების მორიგ რეიტინგს გავეცანი და იქ წარმოდგენილ 150 ქვეყანას შორის საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ128-ე პოზიცია უკავია. ისე შედარებისათვის: ბედნიერი ქვეყნების ხუთეულში არიან ფინეთი, ნორვეგია, დანია, ისლანდია და შვეიცარია. ყველაზე უბედურ ქვეყნებად დასახელდნენ იემენი, ტანზანია, სამხრეთ სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ბურუნდი. კარგია ტანზანიას, ბურუნდისა და იემენს ჯერჯერობით რომ ვჯობნით, მაგრამ მთავარი მაინც "მონდომებაა" და არ გამიკვირდება უახლოეს რამდენიმე წელიწადში ამ ქვეყნებმა უკან რომ ჩამოგვიტოვონ.

ასეა თუ ისე, ახალი პრემიერი და ახალი მთავრობა ახალი დაპირებებით მალე მუშაობას შეუდგება. საინტერესოა, მოსახლეობა კვლავ გაბრიყვებული დარჩება თუ ყინული ამჯერად ნამდვილად გალღობას დაიწყებს. ისიც საინტერესოა, ამჟამინდელი მთავრობა ამ შემადგენლობით თანამდებობებს რამდენი ხნით შეინარჩუნებს და მორიგ "გადაადგილებებს" რამდენ თვეში უნდა ველოდოთ. "თვე" ვახსენე და ჩვენს ქვეყანაში ერთ წელიწადზე მეტი, გინდა პრემიერი ან მისი მთავრობა ფიზიკურად ვერ ძლებს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია და ამ სინამდვილეს ვერსად წაუვალთ.

პ.ს. გია ბუღაძეს უთქვამს ეს ბიძინა ივანიშვილი პრემიერებს ნიღბებივით იცვლისო, მოდი და ნუ დაეთანხმები...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (9)
ვიკა
04 ივლისი 2018 11:51
ღარიბაშვილი ბატონ ბიძინას არ გადაუყენებია.იგი გახლავთ 'მსხვერპლი' პატრიოტული სულის გამო.როგორც ,კი განაცხადა ,რომ ის არ დაუშვებდა საკართველოში ერთსხესიან კოტწინებას,მაშინვე გადაყენეს. ვინ? ამას ყველა პატრიოტი ქართველი მიხვდება.
antibneleti
27 ივნისი 2018 16:38
არიან კიდევაც მისი ნიღბები! აბა, ვინ მყავდნენ უბიძინიოდ???
mari
26 ივნისი 2018 17:55
ისე მაინც თუ იცით 2003 წლიდან რამდენი პრემიერი გამოიცვალა 2012 მდე? ხო მათ შორის ერთი მოკლეს და ერთი ისე სცემა შიშიკომ რო ჰოსპიტალში გადაიყვანეს გერმანიაში...
გთხოვთ, არ დაბლოკოთ.
26 ივნისი 2018 11:57
მედეა გენცვალე, შესანიშნავად აზროვნებ, მაგრამ იმ ელემენტარულ საკითხების გადაწყვეტას, რასაც დრო და დიდი გარჯა არ ჭირდება, 30 წელი რად უნდა. და ასეთი საკითხები ცოტაა. ეს იმას ნიშნავს,რომ საკუთარი საკეთილდღეო საქმეებით არიან გადატვირთულნი, ან მარიონეტები, ან საერთოდ აზროვნებადაკარგულები არიან. ხალხი დაბნეულია. ამაშია უბედურება.
გიორგი.
26 ივნისი 2018 11:47
გია ბუღაძემ თუ თქვა, რათქმა უნდა, უპრობლემოდ დავეთანხმებით.
დოდო
25 ივნისი 2018 16:57
გია ბუღაძემ ალბათ ვერ მიიღო ის, რასაც ელოდა და იმიტომ დაუთვალა ბიძინას პრემიერები. ნაცმოძრაობის გაუთავებელი ცვლილებები მთავროობაში კი აღარ გახსენებია.
tngh
25 ივნისი 2018 13:17
"ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიან მმართველობაში 12 პრემიერი შეიცვალა. ვინმეს ახსოვს 12-ვე!!!
ალექს
25 ივნისი 2018 12:48
ბახტაძე არც ბანკირია,არც პარტოკრატია,თუ ხალხი აიყოლია ნიჰილიზმს დაამარცხებს,სიღარიბესაც ,ვალებსაც !
დრო,დროა სხვა !
მედეა
25 ივნისი 2018 10:46
ეს გიორგი გაჩეჩილაძე მწვანეების ლიდერი პარლამენტარია, თუ "უცნობი"?ორივე პატივსაცემი პიროვნებაა, მაგრამ ამ სტატიაში 150 ქვეყნიდან 128-ე ადგილზე ყოფნას აგდებულად რატომ აფასებს? 30 წლიან რესპუბლიკას სად მიუღწევია უკეთესი შედეგისათვის აქ რომ მიგვეღწია?ნიჰილიზმი, ყველაფრის გმობა, სკეპტიკური -დამამცირებელი დამოკიდებულება ჭარბობს ამ სტატიაში.ჩვენ კი გამამხნევებელი, ოპტიმისტური, იმედიანი სტატიები გვჭირდება, რომ თითო აგური ჩვენც მივიტანოთ საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობის საქმეში. ახალი დაწყებული საქმე თუ გააქილიკე, ცუდად წარმოაჩინე, ცუდი ფინალი უწინასწარმეტყველე--კარგად იქცევი?"მუსტაფას ვირი"გრიშაშვილისაა იქ მოხუცი, ბავშვი და ვირის ამბავია3 ვარიანტია გარჩეული1) მოხუცი და ბავშვი ვირზე სხედან---დასცინეს2)მოხუცი ვირიდან ჩამოვიდა--დასცინეს3) ბავშვიც ძირს ჩამოსვა-მაინც დასცინეს. "ჰკითხე სხვას და ქენი შენი"ასე უფრო გამართლებულია. ნუ ჩავუკლავთ ინიციატივას მმართველ გუნდს წინსვლა უშეცდომოდ არ ხდება. ვიყოთ ოპტიმისტები, მიმტევებლები და იმედიანებიესააუმჯობესი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები