მამამთილი მიშას ფიქრები, კახიშვილი, როგორც მესი და "ჩამოწერილი" წულუკიანი ისევ მთავრობაში
მამამთილი მიშას ფიქრები, კახიშვილი, როგორც მესი და "ჩამოწერილი" წულუკიანი ისევ მთავრობაში
რუსეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე მესი, ინიესტა და რონალდო ვადაზე ადრე შინ გაემგზავრნენ, აი, დალერ კუზიაევი კი მსოფლიო თასისათვის ბრძოლას აგრძელებს, ჩვენი ქვეყნის ახალმა პრემიერმა მორიგი სამთავრობო გადაადგილებები და სამინისტროების სეკვესტრი დააანონსა, მიხეილ სააკაშვილმა კი ჯერ ვაჟიშვილი დააქორწინა, შემდეგ კი ყოფილი სამშობლოსათვის მოიცალა და რუსს ჟურნალისტებს სამომავლო პოლიტიკური გეგმები გააცნო. თან ამტკიცებდა, ეს მე ვარ ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელიო...

იქვე დაამატა, ვლადიმერ პუტინს ჩემი სახელის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი უვლისო.
სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის
ახალი თარიღიც დაასახელა - მიმდინარე წლის შემოდგომა, საპრეზიდენტო არჩევნების დღეები. რასაკვირველია, სტუმრობას "ქვეყნის გადამრჩენელის" მანტიით აპირებს და "საქართველოში ერთ საათში წესრიგს დავამყარებო," - იმუქრება.

ამ ინტერვიუდან ორიოდე დღეში "გაახსენდა" რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს და გიორგი მარგველაშვილს პერსონალურად მიმართა, ქვეყნის მოქალაქეობა აღმიდგინეო. მიმართვაც არის და
მიმართვაც. ამჟამინდელ პრეზიდენტს სულ "ლაჩარი" უწოდა. დაწმუნებული გახლავთ, რომ "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნების შემთხვევაში მის მხარდასაჭერად ქუჩაში მილიონობით ადამიანი გამოვა. რა გითხრათ. მეეჭვება ამდენმა ხალხმა მხარი დაუჭიროს. ეხლა არ იყო, რამდენიმე კვირის წინ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სრულიად საქართველოს "მობილიზაცია" რომ გამოაცხადა და რუსთაველის გამზირზე მხოლოდ რამდენიმე ათასი მომიტინგე რომ შეკრიბა.

სამწუხაროდ, ამ მთავრობაზე განაწყენებულთა რიცხვი ალბათ კვლავ მოიმატებს. სამინისტროების შემცირება-გაერთიანება უმუშევართა რიგების მორიგ ზრდას მოასწავებს. გაბრაზებული ხალხი დიდი ძალაა და არცერთი მთავრობისათვის ხეირი არ მოუტანია.

უახლოესი საქართველოს ისტორიაში მერამდენე შემთხვევაა როდესაც ხელისუფლება პრობლემებთან გამკლავებას არა ეფექტური კანონ-პროექტების შემოღებით, არამედ ზედაპირული და კოსმეტიკური გადაწყვეტილებების მიღებით ცდილობს. ვერ დამარწმუნებთ, რომ სამინისტროების სეკვესტრის პირობებში მთავრობის მუშაობის ეფექტურობა შესამჩნევად გაიზრდება. უახლოეს მომავალში ალბათ კიდევ შეამცირებენ და ბოლოსა და ბოლოს თითზე ჩამოსათვლელი სამინისტროები დაგვრჩება.

ამჟამინდელი მთავრობა მოსახლეობაში განსაკუთრებული პატივისცემით არ სარგებლობს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ვებ-გვერდმა მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა რომ ხალხის ნდობით კახა კახიშვილი, დავით სერგეენკო და გიორგი გახარია სარგებლობენ. ყველაზე ნაკლებ პოპულარულთა შორის კი ლიდერის "ყვითელი მაისური" თეა წულუკიანს ერგო.

თუმცა ისეთი პირი უჩანს, საზოგადოებაში ყველაზე პოპულარულ და რეფორმატორ კახა კახიშვილს სახლში უშვებენ, "ჩამოწერილ" წულუკიანს კი არა. თუ მართლაც ასე მოხდა, აქედანაც კარგად გამოჩნდება, რა პრიორიტეტები ექნება ახალ მთავრობას...

ყველაზე აქტუალურ კითხვად კი ისევ დარჩება, - გვეშველება რამე?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ზ.კალორია
04 ივლისი 2018 14:40
პორშეს რომ იყიდის მინისტრი არ მომწონს უკვე.
მინისტრი ფუფუნების საგნებს არ უნდა ფლობდეს. იმიტომ რომ ფულს უხდის ბიუჯეტი.
თუ ფუფუნებამდე ჰყოფნით ხელფასი, ესეიგი ბევრს ვუხდით მინისტრებს.

რა გამოდის ლოგიკურად.
მე პორშეთი ვივლი და შენ ცოტა მოიცადე და მერე 50 ლარით გაგიზრდი პენსიას?
ან პორშეთ გააჩერებს წითელზე და მათხოვარი რო მიუკაკუნებს ფანჯარაზე სხვაზე ლარით მეტს მისცემს და კაი ბიჭი გამოჩნდება? წადი კერზო სექტორში და თუ გინდა თვითფრინავი იყიდე.
მაგრამ მოხელე რომ ხარ საჯარო, როგორ შიძლება ასე?!

თქვენ ხართ ხალხის მიერ დაქირავებული, გაიგეთ!
შეიძლება მალიარი მოიყვანო სახლში და რემონტში იმდენი ფული წაიღოს რომ შენზე კარგი სახლი იყიდოს?
naTela
04 ივლისი 2018 14:18
წულუკიანი ალასანიამ მოიყვანა,ალასანია წავიდა,მაგრამ დატოვა სიმპათია ,უყვარდა ხალხს,და რა ინტრიგაც მოუწყვეს,აუცილებლად მალე გაცხადდება,დანარჩენი სინდისზეა ,რომელიც არ გააჩნია,მიკვირს ბიძინასთან ვის მიაქვს ჭორები,რომელსაც იჯერებს,მტკიცებულებებით რა თქმა უნდა შეთითხნული.
moqalaqe
04 ივლისი 2018 14:12
ყველას მუშაობას ხედავს ხალხი,ნართლა გასაწეწი არიან ამხელა ხელფასების და პრემიების მიმღებნი,ხო მოვა მალე ამათი 9 წელიც,რა შეგვრჩება,ამხელა საგარეო ვალს სწორად ჩვენი კისრიდან,პენსიების არ მომატებით უნდა გადაიხადონ? და სამოხელეო აპარატი,რომელსაც გაანთავისუფლებენ ისინი უნდა დაასაქმონ? დანარჩენებს რას უშვებიან,უკუდურეს გაჭირვებაში არის ხალხი მიხედონ თუ არა მშიერი კაცის გარეთ გამოსვლა არ იქნება კარგი,არ ფიქრობდენ წინა ხელისუფლება,შენ პრეტენზია,რომ გაქვს იყო კარგი--გააკეთე ხალხისთვის ისე,რომ თუნდაც არ იშიმშილოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები