პრეზიდენტი, სიძე, ცოლისძმა... - არიან თუ არა ცოლის ნათესავები ნათესავები?!
პრეზიდენტი, სიძე, ცოლისძმა... - არიან თუ არა ცოლის ნათესავები ნათესავები?!
ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობაზე რუსეთის ნაკრების მარცხმა საქართველოში დიდი სიხარული და აღფრთოვანება გამოიწვია, მაგრამ ქართველები ამ სიხარულში მარტო არ ყოფილან - ოთხმილიონიანი ხორვატიის წარმატება თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიზიარა. მაინც როგორ უნდა "მოახერხო" ამხელა ქვეყანამ, რომ ამ პატარა პლანეტაზე შენი წარუმატებლობა და მარცხი ასე გაუხარდეთ და დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნონ.

ხორვატია კი პატარა საქართველოსთვის მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს. ჩვენსავით მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანა, ჩვენსავით ომგამოვლილი და პრაქტიკულად განადგურებულ-გავერანებული, დღეს ევროპის კონტინენტის ერთ-ერთი მოწინავე
სახელმწიფოა და განვითარებასაც წლიდან-წლამდე აგრძელებს, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ქვეყნის შენების გზებს ჯერ კიდევ უშედეგოდ ვეძებთ.

მალე ახალი საპრეზიდენტო არჩევნები გველოდება. დღემდე არ ვიცით, მასში ამჟამინდელი პრეზიდენტი მონაწილეობას თუ მიიღებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის თითქოს თადარიგს კი იჭერს და იმ პოლიტიკურ ძალებსაც ნიადაგს უსინჯავს, რომლებთანაც მომავალში
ახლო ურთიერთობა ექნება. აგერ დავით უსუფაშვილმა მთლად ძმობა და მეგობრობა შესთავაზა, თუმცა პრეზიდენტმა დაიბარა ბრიუსელიდან, სადაც ნატო-ს მორიგ სამიტს დაესწრება, დავბრუნდები და მერე ვიტყვი, რას ვიზამო, თუმცა მანამდე ნათესავებმა ისევ გახვიეს შარში...

მარგველაშვილისთვის ლამის წყევლად იქცეს მისი სიძე, რომელიც მერამდენე შემთხვევაა, რომ კრიმინალური გარჩევის მონაწილე ხდება... უკვე აერია საზოგადოებას სათვალავი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის ქმარმა მინდია გოგოჭურმა მარგველაშვილი მერამდენედ გახვია სკანდალში... ხან სხვას ჭრის, ხან თვითონ ჭრიან, ხან ნარკოტიკისთვის იჭერენ.. თითქოს ცოლისძმის "უხეირობა" არ ეყოფოდა, ახლა კიდევ ეს...

პრეზიდენტი კი ჟურნალისტებს პასუხობს: - "არაფერი ვიცი, მეც თქვენგან ვიგებ ინფორმაციასო", გულში კი ალბათ ღარიბაშვილის ფრთიანი ფრაზით იმშვიდებს თავს, ცოლის ნათესავები, ნათესავები არ არიანო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს





nani
13 ივლისი 2018 16:14
ნეტა საერთოდ თუ გვეღირსება ოდესმე პატრიოტი პრეზიდენტი რომელსაც საქართველო ეყვარება
ala
13 ივლისი 2018 15:58
ბატონო ბიძინა ძალიან გთხოვთ დაგვისვით ისე როგორც გიორგი მარგველაშვილი დაგვისვი ერთი პატრიოტი კაცი რომელსაც ეყვარება საქართველო
ლუხო
13 ივლისი 2018 13:57
სიძეც ნათესავვია, მხოლოთ მურტალი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები