პრეზიდენტი, სიძე, ცოლისძმა... - არიან თუ არა ცოლის ნათესავები ნათესავები?!
პრეზიდენტი, სიძე, ცოლისძმა... - არიან თუ არა ცოლის ნათესავები ნათესავები?!
ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობაზე რუსეთის ნაკრების მარცხმა საქართველოში დიდი სიხარული და აღფრთოვანება გამოიწვია, მაგრამ ქართველები ამ სიხარულში მარტო არ ყოფილან - ოთხმილიონიანი ხორვატიის წარმატება თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიზიარა. მაინც როგორ უნდა "მოახერხო" ამხელა ქვეყანამ, რომ ამ პატარა პლანეტაზე შენი წარუმატებლობა და მარცხი ასე გაუხარდეთ და დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნონ.

ხორვატია კი პატარა საქართველოსთვის მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს. ჩვენსავით მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანა, ჩვენსავით ომგამოვლილი და პრაქტიკულად განადგურებულ-გავერანებული, დღეს ევროპის კონტინენტის ერთ-ერთი მოწინავე
სახელმწიფოა და განვითარებასაც წლიდან-წლამდე აგრძელებს, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ქვეყნის შენების გზებს ჯერ კიდევ უშედეგოდ ვეძებთ.

მალე ახალი საპრეზიდენტო არჩევნები გველოდება. დღემდე არ ვიცით, მასში ამჟამინდელი პრეზიდენტი მონაწილეობას თუ მიიღებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის თითქოს თადარიგს კი იჭერს და იმ პოლიტიკურ ძალებსაც ნიადაგს უსინჯავს, რომლებთანაც მომავალში
ახლო ურთიერთობა ექნება. აგერ დავით უსუფაშვილმა მთლად ძმობა და მეგობრობა შესთავაზა, თუმცა პრეზიდენტმა დაიბარა ბრიუსელიდან, სადაც ნატო-ს მორიგ სამიტს დაესწრება, დავბრუნდები და მერე ვიტყვი, რას ვიზამო, თუმცა მანამდე ნათესავებმა ისევ გახვიეს შარში...

მარგველაშვილისთვის ლამის წყევლად იქცეს მისი სიძე, რომელიც მერამდენე შემთხვევაა, რომ კრიმინალური გარჩევის მონაწილე ხდება... უკვე აერია საზოგადოებას სათვალავი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის ქმარმა მინდია გოგოჭურმა მარგველაშვილი მერამდენედ გახვია სკანდალში... ხან სხვას ჭრის, ხან თვითონ ჭრიან, ხან ნარკოტიკისთვის იჭერენ.. თითქოს ცოლისძმის "უხეირობა" არ ეყოფოდა, ახლა კიდევ ეს...

პრეზიდენტი კი ჟურნალისტებს პასუხობს: - "არაფერი ვიცი, მეც თქვენგან ვიგებ ინფორმაციასო", გულში კი ალბათ ღარიბაშვილის ფრთიანი ფრაზით იმშვიდებს თავს, ცოლის ნათესავები, ნათესავები არ არიანო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს





მკითხველის კომენტარი (10)
nani
13 ივლისი 2018 16:14
ნეტა საერთოდ თუ გვეღირსება ოდესმე პატრიოტი პრეზიდენტი რომელსაც საქართველო ეყვარება
ala
13 ივლისი 2018 15:58
ბატონო ბიძინა ძალიან გთხოვთ დაგვისვით ისე როგორც გიორგი მარგველაშვილი დაგვისვი ერთი პატრიოტი კაცი რომელსაც ეყვარება საქართველო
ლუხო
13 ივლისი 2018 13:57
სიძეც ნათესავვია, მხოლოთ მურტალი.
Ika
12 ივლისი 2018 17:29
მიშკა მგალობლიშვილი არის კაცი ! ყველას ვუსურვებ მისნაირ მეგობარს და ოჯახის წევრს ...
omar
10 ივლისი 2018 16:59
ჯერ ერთი, მსოფლიო პირველობაზე რუსეთის ნაკრების გამოსვლა მარცხად გიორგი გაჩეჩილაძეს მოსჩვენებია და არა ქართველებს, რამეთუ მე - როგორ გიყვართ ხოლმე თქმა? - ქართველი ვარ „თხემით ტერფამდე“ და მარცხად არ მომჩვენებია. მარცხი გახლდათ გერმანიის ნაკრების, არგენტინის, პორტუგალიისა და სხვების გამოსვლა, მაგრამ ავტორს ეს, ჩანს, არ აინტერესებს. მას აინტერესებს რუსეთის ნაკრების წარმატების „გამარცხება“ და ამ „მარცხით“ თავისი დიდი სიხარულისა და აღფრთოვანების ქართველებისთვის დაბრალება. სინამდვილეში, მსოფლიო პირველობაზე რუსეთის ნაკრების ეს გამოსვლა, სანახაობრივადაც და შედეგითაც, იყო დიდი წარმატება და იმის დადასტურება, რომ რუსეთის ნაკრები უკვე მსოფლიო დონის გუნდია, რაც მე გულით მიხარია და ვისურვებდი, რომ საქართველოს ნაკრებსაც მისი წყალი პკურებოდეს!
რატომ ბლოკავთ ამ კომენტარს? ჩემი, როგორც „თხემით ტერფამდე“ ქართველის სახელით, მოვითხოვ: გამოაქვეყნეთ!
qartveli
10 ივლისი 2018 16:01
ისე ქაქანებენ და ლანძღავენ მარგველას, თითქოს თვითონ არ აერჩიოთ
ომარი
10 ივლისი 2018 14:39
ჯერ ერთი, მსოფლიო პირველობაზე რუსეთის ნაკრების გამოსვლა მარცხად გიორგი გაჩეჩილაძეს მოსჩვენებია და არა ქართველებს, რამეთუ მე ქართველი გახლავართ და მარცხად არ მომჩვენებია. მარცხი გახლდათ გერმანიის ნაკრების, არგენტინის, პორტუგალიისა და სხვების გამოსვლა, მაგრამ მებლოგეს ეს, ჩანს, არ აინტერესებს. მას აინტერესებს რუსეთის ნაკრების გა-მარცხება და ამ არარსებული მარცხით თავისი ბრიყვული სიხარულისა და აღფრთოვანების ქართველებისთვის დაბრალება. სინამდვილეში, მსოფლიო პირველობაზე რუსეთის ნაკრების ეს გამოსვლა, სანახაობრივადაც და შედეგითაც, იყო დიდი წარმატება და იმის დადასტურება, რომ რუსეთის ნაკრები უკვე მსოფლიო დონის გუნდია, რაც მე გულით მიხარია და ვისურვებდი, რომ საქართველოს ნაკრებსაც მისი წყალი პკურებოდეს!
zzz
10 ივლისი 2018 11:00
რუსეთის ნაკრებს ყველაზე წარმატებული ჩემპიონატი ჰქონდა თავის ისტორიაში და ჩვენ რა გვიხარია მსოფლიოს ჩემპიონი რომ არ გახდა?
liana
10 ივლისი 2018 10:31
კი მაგრამ ხალხო რა გჭირთ? ხალხი ცოლის და ქმრის არჩევანში ცდება და ნათესავების არჩევას ვინღა ეკითხება.იქნება სულ არ გინდა ზოგის ნათესაობა მაგრამ იძულებული ხარ,მითუმეტეს რას მიქვია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა,როგორ ფიქრობთ ჯერ ცოლის ნათესავები უნდა გამოასწოროს და მერე იფიქროს პრეზიდენტობაზე?
ლალი
09 ივლისი 2018 13:16
ასეთი მერამდენე სკანდალი უნდა ქონდეს პრეზიდენტის ოჯახს? ,სირცხვილია!.უნდა გადადგეს,!პრეზიდენტი თავისი ოჯახით სამაგალოთო უნდა იყოს ქვეყნისთვის...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები