ფრთხილად, მარგველაშვილი არ მოგენატროთ - ვის უჭერს მხარს საფრანგეთის მოქალაქე გრიგორიჩი?
ფრთხილად, მარგველაშვილი არ მოგენატროთ - ვის უჭერს მხარს საფრანგეთის მოქალაქე გრიგორიჩი?
მართალია პატარა ხორვატია ვერ გახდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი, მისი ჩინებული გამოსვლა საქართველოსთვის გამორჩეულ მაგალითად უნდა იქცეს. ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, ჩვენსავით ომგამოვლილი, ჩვენსავით გაპარტახებული ეკონომიკა და სოციალური პრობლემები. ამის მიუხედავად ევროპის შუაგულში მდებარე ამ სახელმწიფომ ფეხზე დადგომა მოახერხა და სპორტულ სამყაროშიც ერთ-ერთი ლიდერის მაისურიც მოირგო. მსოფლიო პირველობის თემას ორი "საინტერესო" ამბით დავასრულებ. საფრანგეთი-ხორვატიის ფინალური ორთაბრძოლის წინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში შემდეგი კითხვა ამოვიკითხე: - "საინტერესოა "ქართული ოცნება" რომელ გუნდს გულშემატკივრობს? - ბიძინა
ივანიშვილი გრიგორიჩია, მაგრამ ამავდროულად საფრანგეთის მოქალაქე".

რასაკვირველია, ფეხბურთს ქართველი პარლამენტარებიც უყურებდნენ. ამათგან ნათელმხილველის მონაცემებით ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე გამოირჩა. მან პირველი ოთხეული ასპროცენტიანი სიზუსტით იწინასწარმეტყველა. რა გითხრათ, ბატონო რომან. მომავლის განჭვრეტის ჩინებული უნარი გქონიათ. მოგენდომათ რა თავის დროზე, მიგეხედათ სათანადოდ ეროვნული ვალუტისათვის და "კუპონას" ზედმეტსახელსაც
ასცდებოდით.

მაგრამ ალბათ დროა მაინც წინა კვირის ეროვნულ - პოლიტიკურ მოვლენებს დავუბრუნდეთ. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თავის წინამორბედს მიბაძა და უცხოეთიდან რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ერთი კი მიკვირს. სააკაშვილისაგან განსხვავებით გიორგი მარგველაშვილი დროის უმეტეს ნაწილს ისტორიულ სამშობლოში ატარებს და რაღა ბრიუსელში მყოფს აეშალა ლაპარაკის საღერღელი?

ჯერ იყო და "ქართული ოცნება" გააკრიტიკა - მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებსო, შემდეგ კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აქო და ადიდა. რასაკვირველია, საკუთარი პერსონაც არ დავიწყებია და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვიფიქრებ საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობა მივიღო თუ არაო...

რასაკვირველია, პასუხი უმალვე მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ, საჯაროდ დატუქსა, "პლასტელინად" მოიხსენია და "კურიოზი პრეზიდენტიც" უწოდა.

გიორგი მარგველაშვილს არც ლტოლვილობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ჩამორჩა. "შემომიშვით სამშობლოში, შემომიშვით, ვერ გაიგეთ ხალხო. დავაწყნარებ აქაურობას და მივხედავ ქვეყანასო", - უკვე მერამდენედ იხვეწება ყოფილი პირველი. თურმე დონალდ ტრამპსაც ჩინებულად იცნობს და მსოფლიოს სხვა წამყვან პოლიტიკოსებსაც. იფიცება, რომ მათი დახმარებითა და ხელშეწყობით ჩვენს ქვეყანას უმოკლეს დროში სამოთხის ბაღად გადააქცევს.

მსოფლიო საფეხბურთო პირველობამ და ორი პრეზიდენტის უცხოეთიდან გამოგზავნილმა "მესიჯებმა" ახალი მთავრობის დამტკიცების საკითხი თითქმის მეორეხარისხოვან "ნიუსად" აქცია. მოსახლეობა ამ "ახალ-ახალი" მთავრობებით ისეა "გაბედნიერებული" რომ ყოველ "მორიგ გადაადგილებებს" ყურადღებას თითქმის აღარც აქცევს. აგერ, ისიც "გაირკვა" რომ მამუკა ბახტაძისა და გიორგი კვირიკაშვილის სამოქმედი პროგრამები თითქმის იდენტური ყოფილა. მართალია ეს "აღმოჩენა" ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა, მაგრამ ანალოგიურ დასკვნამდე რამდენიმე ჟურნალისტიც მივიდა, რომლებმაც ორივე პროგრამა ერთმანეთს შეადარეს და საერთო ბევრი იპოვეს.
წულუკიანი - მინისტრი 6-წლიანი დაძველებით, ახლა უკვე ბახტაძეს უმშვენებს მხარს... ისე ვატყობ ეგ ამ პრემიერსაც გაისტუმრებს...

მუდმივი დაპირებები, მუდმივი იმედები, მუდმივი ოპტიმიზმი, - არ მოგბეზრდათ ბატონებო. გინდა ათი მთავრობა შეიცვალოს და გინდა ოცი. სამოქმედო პროგრამა მაინც ერთი და იგივე რჩება და მასაც არავინ ასრულებს.

დასასრულ, ამბობენ, "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს პრეზიდენტის პოსტზე და თავისი კანდიდატურა არ ეყოლებაო... თუ ასე მოხდა, ისეთი სუნი მცემს, გრიგორიჩს მარგველაშვილი მოენატრება....

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (17)
lela
06 აგვისტო 2018 20:20
ბებია რომ რუსი ყავს?
მედეა
25 ივლისი 2018 18:17
ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილია სალომე,ეს გაითვალისწინეთ.იგი ღირსეულ პრეზიდენტობას გასწევს და მარგველაშვილს ღმერთმა ნუ დაამგვანოს.დაშინებულები ვართ. კადრები გვღალატობენ, მაგრამ ნიკო ნიკოლაძე გამორჩეული პიროვნება იყო საქართველოში.სალომეც ბაბუის მსგავსი პრინციპულობით გამოირჩევა. იმედი მაქვს გაამართლებს.
გააფრინეთ
23 ივლისი 2018 23:04
აჭარაში ჯამე უნდა აშენდეს ქართული ფულითო.ერთი ჯამე ეყოფა ბათუმში. მაჩვენეთ მოქმედი ეკლესია თურქეთში იმდენი, რამდენიც ჯამეა მარტო აჭარაში.
ანი
23 ივლისი 2018 18:13
აგენტურა მაგრად მუშაობს. შემოგვიგზავნეს ისე ე როგორც სააკაშვილი, ვითომცდა”ქართველიაო”.
იკა
20 ივლისი 2018 12:09
ერგავიგე, რა არასწორი ნაბიჯი გადადგა თეა წულუკიანმა რომ ითხოვენ მის გადადგომას... ცოტა სიღრმისეულად ჩავიხედოთ და ზედაპირულად ნუშევაფასებთ მოვლენებს... მითუფრო ბევრის აზრზეც არ ვართ..
ანზორი
19 ივლისი 2018 12:13
ქართველს, რომელიც საქართველოს პატრიოტია, ქვეყნისათვის გული შესტკივა და პოლიტიკაში მოსვლა იმისათვის უნდა, რომ ქვეყანას გამოადგეს, _- ორმაგი მოქალაქეობა არ უნდა სჭირდებოდეს!
ალა
18 ივლისი 2018 11:03
აღარ გვინდა ივანიშვილის დასმული პრეზიდენდი და სხვა მთავრობის წარმომადგენელი,, დაასახელეთ რომელია პატრიოტი და საქართველოზე მზრუნველი გამდიდრდებიან და მიდიან დავიღალეთ ექსპერიმენტებში
giorgi
18 ივლისი 2018 02:33
მიკვირს, ქალბატონი სალომე, როგორც ფრანგული აკადემიური განათლების მქონე ადამიანი, როგორ ცხოვრობს და მუშაობს ამ "ტყიურ" ქვეყანაში.
Advocate
17 ივლისი 2018 12:43
სად სალომე და სად საქართველოს პრეზიდენტობა, სად არის ხალხი?
000
17 ივლისი 2018 12:42
ამ ქალისთვის საფრანგეთში ერთი სამსახური დაენანათ, ახლა ჩვენთან ურტყამს თავს ნეტავი რა დამსახურებით, იქიდან ჩამოსულებს ერთნაირი ხელწერა აქვთ, თავით ტეხავენ შესასვლელ კარებს, შევარდებიან და მერე მამაზეციერი ვერ გამოიყვანს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები