ცოტაც და, მიშა მოგვენატრება... - ბატონო ბიძინა, ეს ყველაფერი იცით, თუ კიდევ საინფორმაციო ვაკუუმში ხართ?
ცოტაც და, მიშა მოგვენატრება... - ბატონო ბიძინა, ეს ყველაფერი იცით, თუ კიდევ საინფორმაციო ვაკუუმში ხართ?
"რა გითხრათ, რით გაგახაროთ?.." - გასულ კვირას ლარი კიდევ ერთხელ გაუფასურდა, საწვავიც გაძვირდა და ამბობენ, მალე პურსაც ფასი მოემატებაო, მაგრამ ამგვარ "ექსტრემალურ" ეკონომიკურ კატაკლიზმებს დიდი ხანია მივეჩვიეთ და მას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გარდა "სერიოზულ ყურადღებას" აღარავინ აქცევს, ისინიც მხოლოდ საკუთარ პიარზე ფიქრობენ, ხალხი კი მათაც სულ ფეხზე ჰკიდიათ...

ამ მთავრობისა გამკვირვებია, ეს მოუხელთებელი ლარი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მაინც რომ ვერ დაიჭირა. გავიდეს 28 ოქტომბერი
და შემდეგ თუ უნდა რუსულ რუბლსაც გადაუსწროს და თურქულ ლირასაც. ეტყობა ამ არჩევნებს ჯეროვან ყურადღებას არ აქცევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი კანდიდატი უკვე დასახელებული ეყოლებოდათ და ამდენს არც სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა-იგნორირების თაობაზე ილაპარაკებდნენ. მაინც რა გახდა ეს ქალბატონი? აგერ, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ბატონი პრემიერ-მინისტრი და ზურაბიშვილის საკითხს ამ თვის ბოლომდე გადავჭრითო, -
განაცხადა. გადაჭრა კი არა და ლამისაა საკუთარი კანდიდატურა წამოაყენონ...

სანამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ ძალებში არსებული გაურკვევლობა კვლავ გრძელდება, აწ, უკვე არსებული კანდიდატები სრულიად საქართველოში ხალხში სიარულსა და პოტენციურ მომხრეებთან შეხვედრებს აქტიურად ეწევიან. წინა კვირას გრიგოლ ვაშაძე კახეთში იმყოფებოდა და მისი არჩევის შემთხვევაში მოსახლეობას მომავალში ოქროს მთებს დაპირდა. სალომე ზურაბიშვილი დასავლეთ საქართველოში ბრძანდებოდა. რასაკვირველია, მომავალი გაბრწყინებული საქართველოსი მასაც სჯერა, ოღონდ იგივე ვაშაძისაგან განსხვავებით მისი თითოეული საჯარო გამოსვლა ქვეყანაში დიდი სჯა-ბაასის საფუძველი ხდება.

ერთიც მიკვირს, რამდენი საპრეზიდენტო კანდიდატია უკვე დაფიქსირებული და ამ ხალხისაგან ერთიც ვერ მოინახა ისეთი რომელიც მოსახლეობის უმეტესობის კეთილგანწყობითა და გარკვეული სიყვარულით ისარგებლებდა. არ ვიცი, ალბათ ნორმალური ავტორიტეტის მქონე პოლიტიკოსი ჩვენს ქვეყანაში ფიზიკურად აღარ მოიძებნება.

ამბობენ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფო დაახლოებით 42 მილიონ ლარს დახარჯავს. წყალში გადაყრილი ფული ხომ არ არის, ბატონებო. რამდენი მოუგვარებელი საკითხია ქვეყანაში და ამ დროს ამ რაოდენობის თანხის გამოყოფა...

დიდმა "ემიგრანტმა" მიხეილ სააკაშვილმაც ალბათ რაღაცა იგუმანა და შორეული ჰოლანდიიდან ახალი მესიჯი გამოგვიგზავნა. "28 ოქტომბერს ჩვენ ვიმარჯვებთ, არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში სამშობლოში დავბრუნდები და საბოლოო წესრიგს დავამყარებო".

ადრე მის დაპირებებზე მეცინებოდა, მაგრამ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებას რომ ვუყურებ, რატომღაც მგონია რომ "ყოფილი პირველის" სტუმრობა უტოპია სულაც არ გახლავთ. გადახედეთ სოციალურ ქსელებს - ამდენ პრობლემებში ჩაძირულ მოსახლეობას ახალი მესია - გადამრჩენელი ესაჭიროება. ადრე ამ როლს ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა. სამწუხაროდ, მოლოდინი ვერ გაამართლა და ხალხიც ახალი "გადამრჩენელის" მოლოდინშია. უცნობ ახალ სახეს ცუდი, თუნდაც ვადაგასული და ჩამოწერილი კადრი სჯობს და ამ "ფუნქციისათვის" სააკაშვილი ზედგამოჭრილია. რასაკვირველია, ქვეყანაში მოწინააღმდეგეები ბევრი ჰყავს, მაგრამ, ისე ვატყობ, ბოლო დროს ძალთა ბალანსი მაინც ნელ-ნელა იცვლება. ამის თქმის უფლებას ადგილობრივი სოციალური ქსელები მაძლევს, სადაც წინა წლებისაგან განსხვავებით, მიშას შესაძლო დაბრუნებაზე უფრო და უფრო აქტიურად ბჭობენ.

მოკლედ, მმართველობის 6 წლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" ლამის მოახერხოს და სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისთვის საუკეთესო პირობები შექმნას, ასე თუ გაგრძელდა ქვეყნის უკუსვლა, ცოტაც და მიშა მოგვენატრება...

პ.ს. ბატონო ბიძინა, ეს ყველაფერი იცით თუ, კიდევ საინფორმაციო ვაკუუმში ხართ? ხალხის სიდუხჭირის ამბავს მორიგ ჯერზე რომ გაიგებთ, უკვე ძალიან გვიან არ იყოს...


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს



shoti
04 სექტემბერი 2018 09:27
misha ar menatreba da ra unda moxdes eg momenatros sisxliis smeli godzilaa. .magram am mtavrobis shemyure romlebic umoqmedod sxedan samsaxurshi da mteli dge yavis smashi da sigaretis mowevashi gahyavt rodesac chveni xalxi sul gfavs da valebshia sul fexebze kidiat..
გეგა
23 აგვისტო 2018 11:27
რატომ უნდა მოგვენატროს მიშა? რატომ აყრნებთ ასე საკითხს? ასე, წრეში რატომ უნდა ვიტრიალოთ?

იქნებ გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ?
შრომა და განათლება გვჭირდება. მიიხედ-მოიხედეთ! -უმრავლესობა ცდილობს რა წაგლიჯოს თავის ქვეყანას, მარტივად და უშრომელად იცხოვროს. ხოდა ხან მიშა გვეიმედება, ხან ივანიშვილის ფულებს ვითვლით. ვიდრე ასე ვიქნებით, ვიტრიალებთ ამ მოჯადოვებულ წრეზე.

მიშა წარსულია. მორჩა. სწორედ მიშა-ბუა ასულდგმულებს ოცნების დოყლაპიობას.
რეალობა....
22 აგვისტო 2018 22:28
სიკვდილი და სიღარიბე
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები