"იმერელი ქურდების რისხვა", ფეიკკანდიდატის ქალიშვილობის ვნებები და "კომნენოსის შთამომავალი"
"იმერელი ქურდების რისხვა", ფეიკკანდიდატის ქალიშვილობის ვნებები და "კომნენოსის შთამომავალი"
ქართული საზოგადოებისათვის წინა კვირა ტრადიციულად "საინტერესო მოვლენებით" დახუნძლული აღმოჩნდა. თავდაპირველად სრულიად ერი ორ ნაწილად გაიყო - ფეხბურთელ გურამ კაშიას მოწინააღმდეგეებად და მომხრეებად, შემდეგ კარგა ხანი მაკკეინის შესახებ ვიკამათეთ, მოგვიანებით კი კაშია და რუსი მომღერლის იოსიფ კობზონის გარდაცვალების თემამ შეცვალა.

ისე, ორი დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ცნობილი მომღერალი სოფია როტარუ საავადმყოფოში მოათავსეს და სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე იმყოფება. არ გამიკვირდება ცოტა ხანში ქართველმა სოციალური ქსელების "დიდოსტატებმა" უკრაინელი მომღერლის შესახებაც კარგა "გემრიელი დისპუტიც"
რომ გამოაცხონ.

დამავიწყდა, წინა კვირას ერთ-ერთმა დანიურმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გარდაიცვალა. აბა, ქართველ "კომპიუტერულ ჭიებს" ამას გამოაპარებდი? ორი დღის განმავლობაში სერიოზულად იკვლევდნენ ეს "ნიუსი" სინამდვილე გახლდათ თუ მორიგი "ფეიკი". საბოლოოდ ვითომ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი ასათიანის განცხადებებისა არ
იყოს, ლავროვის გარდაცვალებაც მორიგი ფეიკ-ინფორმაცია აღმოჩნდა.

მაინც რა გვჭირს. ამდენი პრობლემა დაგვიგროვდა, ამდენი გადაუჭრელი საკითხი გვაწუხებს, ჩვენ კი სრული სერიოზულობით 9 სექტემბერს, საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩის დროს სტადიონზე გურამ კაშიას ობსტრუქცია გამოვუცხადოთ თუ არა, იმაზე ვბჭობთ. მოდით რა, ფუჭი და არაფრის მომტან ენერგიისა და ნერვების ხარჯვას, ყველამ საკუთარ პრობლემას მიხედოს. იგივე გურამ კაშია საკუთარ პროფესიაში წარმატებული ადამიანია და ნეტავი ასეთი პროფესიონალი ნებისმიერი ჩვენთაგანი იყოს.

ქართული საპრეზიდენტო მარათონი კი ძალებს იკრებს, ოღონდ კვლავ "ოცნების" კანდიდატის გარეშე. გააქტიურდით, ბატონებო, თორემ არჩევნები მალე კარს მოგვადგება და შეგრჩებათ ბატონი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტად.

აგერ, ორი დღის წინ თავად "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული შიდა სოციალური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა და როგორც ვაშაძე, ასევე ბაქრაძე, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს პირველ მეორე პოზიციებზე იმყოფებიან. რასაკვირველია 28 ოქტომბრამდე ჯერ კიდევ ლამის ორი თვეა, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლების წარმომადგენელს (თუ საერთოდ დაასახელეს) მომავალში სერიოზული ბრძოლის გადახდა მოუწევს.

გიორგი მარგველაშვილმა ბევრი იფიქრა და... 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა. ალბათ სწორედაც მოიქცა. წარმატების არანაირი შანსი არ ექნებოდა და ჩაყოლას გაცლა ამჯობინა. ამჟამინდელმა პირველმა თავისი მისია უკვე შეასრულა და თანამდებობას "ვალმოხდილი" ტოვებს: სახელმწიფო სახსრებით მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მოიარა, შეიწყალა ცოლის ყველა ნათესავი, ციხეებიდან არაერთი ნარკობარიგა გამოუშვა, რამდენჯერმე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს ვეტო დაადო... ეს არის და ეს. სხვა რით დაგვამახსოვრა თავი?

აგერ, წინა კვირას "სამეფო ტახტის" კიდევ ერთი "მაძიებელი" გამოჩნდა - გიორგი შენგელაია. აი კაცი, სხვას ვერაფერს იტყვი. რამდენიმე თვის წინ საზოგადოების თვალსაწიერში ერთხელ მოხვედრილმა საკუთარი პერსონა კიდევ ერთხელ გაგვახსენა. რასაკვირველია, საქართველოს გადარჩენისა და აყვავების საკუთარი ხედვა გააჩნია და "პატრიოტი ადამიანი ვარ და ქვეყანაზე გული მტკივაო", - აცხადებს. რა გრიგოლ ვაშაძე, სალომე ზურაბიშვილი ან დავით ბაქრაძე, ავირჩიოთ პრეზიდენტად გიორგი შენგელაია და მალე ჩვენს ბედს ძაღლიც აღარ დაჰყეფს. ოღონდ, ბახტაძეს და სხვებსაც, ვისაც წვეტიანი ფეხსაცმლის ჩაცმა გიყვართ, დაგერხევათ მაგრად, არ ყვარებია შენგელაიას წვეტიანი ფეხსაცმელი...

თუ გიორგი შენგელაიასთვის ხმის მიცემა არ გსურთ, აგერ არ გვყავს კიდევ ერთი კანდიდატი - თემურ შაშიაშვილი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი. კინორეჟისორი შენგელაიასაგან განსხვავებით გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება მაინც გააჩნია. როგორც ამბობენ, წინა საუკუნის 90-იან წლებში ქუთაისში წესრიგი ჰქონდა დამყარებული და ეგებ ამ ადამიანმა უშველოს საქართველოს.

გამიგრძელდა ახალ საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბარი. ამ ხალხის უმეტესობის ვინაობა მოსახლეობაში ერთგვარ ირონიას იწვევს. ალბათ სასაცილო კი არა სატირალია, ქვეყანაში თუნდაც ორი-სამი საღად მოაზროვნე და საკუთარი საქმის პროფესიონალის მოძებნა ასე რომ ჭირს. რა ვქნათ. ალბათ როგორიც ერია, კანდიდატებიც შესაბამისი გვყავს და რასაც ვიმსახურებთ იმას ვღებულობთ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. თავის დროზე ერთ-ერთ მიტინგზე ბატონ აკაკი ბაქრაძეს დავუსტვინეთ და სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მივეცით.

ჰოდა, ვუყუროთ ახლა შენგელაია, შაშიაშვილი, ნათელაშვილისა და სხვა მსგავსი ადამიანების პოლიტიკურ აქტიურობას. ეს გზა ალბათ ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


mmm
05 სექტემბერი 2018 14:06
სანამ მე არ მოვალ,არაფერი გეშველებათ............
mmm
05 სექტემბერი 2018 13:27
სანამ მე არ მოვალ,არაფერი გეშველებათ............
ილკარი
05 სექტემბერი 2018 08:41
გიორგი მარგველაშვილი ისტორიაში შევა როგორც ყველაზე გაწონასწორებული, ღირსეული, პრინციოული და ევროპული ყაიდის პრეზიდენტი...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები