მიდის ბიძინა ჭორვილას გზაზე და მიიმღერის, - "იქ, სადაც ძველად ჩხაოდა ტურა, მე გავაშენებ პლანის კულტურას..."
12-09-2018
მიდის ბიძინა ჭორვილას გზაზე და მიიმღერის, - "იქ, სადაც ძველად ჩხაოდა ტურა, მე გავაშენებ პლანის კულტურას..."
"სოფელო, ჩემო სოფელო..."
იმ ფრაზით ვაპირებდი ბლოგის დაწყებას სათაურად რომ წაიკითხეთ, მაგრამ ვიფიქრე, რომ საბოლოოდ ჩვენში შექმნილ ვითარებას იმდენად ზუსტად აღწერს, სათაურად ვაქციე. მოკლედ, ვისაც სჯერა, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმული არ არის, გავატარებ...

თავის დროზე, როცა ნიკა გვარამიამ თქვა, ბიძინა პლანის მოყვანის ბინზესის დაწყებას აპირებსო, სიცილად არ მეყო, ვიფიქრე, ამას იმდენი მოუწევია, ჰალუცინაციებს გვიყვება-მეთქი, მაგრამ სადა ვბანაობდი თურმე.

ქვეყნის სოფლის მეურნეობის აღორძინება თურმე მარიხუანის, იგივე
პლანის, იგივე კანაფის გაშენებაზე ყოფილა დამოკიდებული, ჰოდა, გეშველა, ჩემო ბედკრულო სოფელო, აღორძინდები ბოლოს და ბოლოს და გაახარებ სამშობლოს...

ყოველ შემთხვევაში ასე გვითხრა დიდმა გუგული დეიდამ, თან დაამატა მთელი გაიწი-გამატარე აქვთ სახელმწიფოებს მარიხუანის მსოფლიო ბაზარზე ვინ შევაო, ჩვენ ეტყობა ურიგოდ გაგვატარებენ. ჰოდა, როგორც გუგულიმ დაგვიბარა, ვთესოთ
ვინ სიმინდი და ლობიო, ვინ კიდევ კანაფი და ქვეყანაც აშენდება.

ქვეყანას ისე არაფერი დააყენებდა ფეხზე, როგორც ნარკოტრანზიტით მიღებული შემოსვალი, ეგეც ხომ არ დაგვეკანონებინა, რას იტყვით?!

ობიექტურობა ითხოვს, ვთქვათ, რომ ჩვენს ხელისუფლებას კეთილი მიზანი აქვს, სამედიცინო დანიშნულებით აპირებენ კანაფის მოყვანას, თანაც საექსპორტოდ.

სიმართლე გითხრათ, ამ ინიციატივით მართლა გაოგნებული ვარ, თუმცა ნელ-ნელა მთელდება ბოლო დროის მოვლენები, როგორც პაზლები და ერთი სურათი იკვეთება. თურმე რატომ აქტიურობდა "გირჩი", რატომ გვაყურებინეს პირდაპირ ეთერში პლანის დათესვა-მოყვანას, რატომ დაარბიეს ღამის კლუბები, რატომ გაამართინეს ახალგაზრდებს აქციები, იხადეს ბოდიშები, მიაღებინეს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილება.... - აი, ამას აგუებდნენ საზოგადოებას.

რამე უკეთესი რომ დაგეგმოთ, გათვალოთ და ასე მიზანმიმართულად იმოქმედოთ, არ გინდათ? - მაგალითად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?!

"მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ, ვარსკვლავი ხომ არა ხარ?"
ახლა რასაც მოვყვები ანეკდოტი არ გეგონოთ, მოკლედ, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეკითხება "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს რატომ მაქვს განცდა, რომ პედესტალიდან გველაპარაკებით სულ, ჟურნალისტებს განსაკუთრებით, ისე, თითქოს თქვენ ზევით ხართ და ჩვენ ქვევითო?

სალომე ზურაბიშვილი კიდევ პასუხობს, "ალბათ იმიტომ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოსო".
ძლივს არ გავიგე ვის ეძღვნებოდა ცხონებული ეთერ ჭელიძის სიმღერა, ჰოდა ქალბატონო სალომე,

"მაღლა მაღლა ნუ დაფრინავ, ვარსკვლავი ხომ არა ხარ?
იქნებ დაბლა ჩამობრძანდე, ჩვენც მოგვხედო ხანდახან.

ნისლებში რომ იმალები, მზის სხივი ხომ არა ხარ?
ჩვენს ბაღებსაც მოაფინო, შენი შუქის ბარაქა... ბარაქა"

პლანი გვაქვს მოსაყვანი, პლანიი...


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (32)
ამას არ ველოდი, დასანანია, ძალიან დასანანი . . .
12 სექტემბერი 2018 20:01
. . . კაცი მეგონა და ნარკოპლანტატორი შეგვრჩა ხელში!!!
ზურაბ
12 სექტემბერი 2018 18:06
ქართველების მონებად გაყიდვა რომ აკრძალა იმერეთის მეფე სოლომონმა, დედამისი დაუპირისპირდა მას და იმერეთის ეპისკოპოსი. ისე დაუპირისპირდნენ, რომ მეფობაზე ხელი ააღებინეს. ეს მათთვის, ვისაც სამღვდელოება ქვეყნის მოყვარული ჰგონია
teko
12 სექტემბერი 2018 16:39
GAZI DA NAFTI CHVEN AR GVAKVS DA AQAMIT IVACHREBS KVEYANAAA
-
12 სექტემბერი 2018 16:38
კანაფი და სელი უხსოვარი დროიდან მოყავდათ, მათშორის საქართველოსიც და არც პოლიცია უშლიდა ვინმეს გაბოლებას და რატო არ განარკომანდა ხალხი? მორჩით ვიშვიშს. ყველაფერი კარგად იქნება
ჯონი
12 სექტემბერი 2018 16:37
MARTO GVINOTI XOM AR DAVATROBT EVROPAS?}}}}
დათო
12 სექტემბერი 2018 16:36
რას დემაგოგობთ ერთი? რა შუაშია ნარკო ტრაფიკი? აქ აბსოლუტურედ ლეგალურ ბიზნესზეა საუბარი.გითხრეს დიდ ბრიტანეთში და უამრავ ცივილიზებულ ქვეყანაშიაო და მაინც თქვენსას გაიძახით.ნარკოტრაფიკს სწორედაც რო წარმატებულად ებრძვის მთავრობა და არა ისე როგორც ნანუკას ქმარი და დედამისი და მიშას სხვა ამფსონები.
ezra
12 სექტემბერი 2018 15:52
ეს კაცი მაფიოზური სინდიკატის ბოსია, თუ კიდევ სხვა სახის უბედურება?! ბატონო ბიძინა! ვერ ხვდებით, რომ საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ ზიზღი და ბოღმა დაგროვდა? ერთ დღეს შეიძლება ეს ყველაფერი თქვენსკენ შემობრუნდეს და ჭორვილამდეც ვეღარ ჩაასწროთ! ფრთხილად, ქარიშხლის წინ შტილია!
v
12 სექტემბერი 2018 15:50
"ტყვეთა სყიდვას" მაგონებს ეს ყველაფერი :(
ამ "ბიზნესშიც" დიდი ფული იშოვებოდა და მაშინაც ვერ გაუძლეს ძლიერთა ამა ქვეყნისა ცდუნებას და გაყიდეს მომავალი თაობები. სინდისის დასამშვიდებელი "არგუმენტები" მაშინაც ჰქონდათ მოფიქრებული - უკეთეს ქვეყანაში გაიზრდება, მეტს მიაღწევს და ა.შ. რამე პრინციპულ სხვაობას ხედავთ?
სხვათა შორის, მაშინაც ეკლესიის აქტიურობამ შეაჩერა ცოტა პროცესი. იქნებ დღესაც უნდა შეაჩვენოს ეკლესიამ ყველა ვინც ნარკომანიის გავრცელებას ხელს უწყობს პირდაპირ ან ირიბად, ან ვინც მოვალეა ხელი შეუშალოს და ხელს არ უშლის. შუა საუკუნეებისგან განსხვავებით დღეს ამ ხალხის უმეტესობა ალბათ ურწმუნოა, მაგრამ იქნებ ნაწილზე მაინც იმოქმედოს.
ან ამ ცოდვიანი საქმით შემოტანილი ფული ვის უნდა შეერგოს?! რა სამედიცინო დანიშნულების, თვალებში ნაცარს ნუ გვაყრიან! სამედიცინო დანიშნულებით სადაც მოიხმარება, იმდენად მცირე ოდენობაა, ვის რად უნდა ჩვენგან ექსპორტირებული.
უცნობი
12 სექტემბერი 2018 15:46
ჯერ სად ხართ , საქართველოში ქართველი კაცის გადაშენების პროგრამები წარმატებით იგეგმება და ხორციელდება, იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ფულის პუტანკებად არიან გადაქცეულები და ხალხის და ქვეყანის მომავალი ფეხებზე ჰკიდიან უნდა იცოდენ რომ სხვისთვის აგროვებენ სიმდიდრეს ერზე" წაღლეტილს", ღმერთო ერთო ვინც ერის ზურგზე გამდიდრებას მოისურვებს, წაართვი მარჯვენა ხელი, მოსტეხე მარჯვენა ფეხი , დაუბრმავე მარჯვენა თვალი, დაუვსე ორივე ყური, და არ გაუმრავლო ოჯახი. (ამინ)
კოტე
12 სექტემბერი 2018 15:40
ოქროს სარაიას აგიშენებთ... ჩემსას რომ მოვრჩები მერე! აცალეთ გრიგორიჩს პატარა ხანს! ააშენებს თავისას და მოგვხედავთ მერე თქვენც! - ვაი თქვენს პატრონს რა საცოდავები ხართ! თქვენი შვილები და ჩვენიც მეცოდება და მენანება ასეთი მომავლისთვის!

რედაქტორის რჩევით