მიდის ბიძინა ჭორვილას გზაზე და მიიმღერის, - "იქ, სადაც ძველად ჩხაოდა ტურა, მე გავაშენებ პლანის კულტურას..."
მიდის ბიძინა ჭორვილას გზაზე და მიიმღერის, - "იქ, სადაც ძველად ჩხაოდა ტურა, მე გავაშენებ პლანის კულტურას..."
"სოფელო, ჩემო სოფელო..."
იმ ფრაზით ვაპირებდი ბლოგის დაწყებას სათაურად რომ წაიკითხეთ, მაგრამ ვიფიქრე, რომ საბოლოოდ ჩვენში შექმნილ ვითარებას იმდენად ზუსტად აღწერს, სათაურად ვაქციე. მოკლედ, ვისაც სჯერა, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმული არ არის, გავატარებ...

თავის დროზე, როცა ნიკა გვარამიამ თქვა, ბიძინა პლანის მოყვანის ბინზესის დაწყებას აპირებსო, სიცილად არ მეყო, ვიფიქრე, ამას იმდენი მოუწევია, ჰალუცინაციებს გვიყვება-მეთქი, მაგრამ სადა ვბანაობდი თურმე.

ქვეყნის სოფლის მეურნეობის აღორძინება თურმე მარიხუანის, იგივე
პლანის, იგივე კანაფის გაშენებაზე ყოფილა დამოკიდებული, ჰოდა, გეშველა, ჩემო ბედკრულო სოფელო, აღორძინდები ბოლოს და ბოლოს და გაახარებ სამშობლოს...

ყოველ შემთხვევაში ასე გვითხრა დიდმა გუგული დეიდამ, თან დაამატა მთელი გაიწი-გამატარე აქვთ სახელმწიფოებს მარიხუანის მსოფლიო ბაზარზე ვინ შევაო, ჩვენ ეტყობა ურიგოდ გაგვატარებენ. ჰოდა, როგორც გუგულიმ დაგვიბარა, ვთესოთ
ვინ სიმინდი და ლობიო, ვინ კიდევ კანაფი და ქვეყანაც აშენდება.

ქვეყანას ისე არაფერი დააყენებდა ფეხზე, როგორც ნარკოტრანზიტით მიღებული შემოსვალი, ეგეც ხომ არ დაგვეკანონებინა, რას იტყვით?!

ობიექტურობა ითხოვს, ვთქვათ, რომ ჩვენს ხელისუფლებას კეთილი მიზანი აქვს, სამედიცინო დანიშნულებით აპირებენ კანაფის მოყვანას, თანაც საექსპორტოდ.

სიმართლე გითხრათ, ამ ინიციატივით მართლა გაოგნებული ვარ, თუმცა ნელ-ნელა მთელდება ბოლო დროის მოვლენები, როგორც პაზლები და ერთი სურათი იკვეთება. თურმე რატომ აქტიურობდა "გირჩი", რატომ გვაყურებინეს პირდაპირ ეთერში პლანის დათესვა-მოყვანას, რატომ დაარბიეს ღამის კლუბები, რატომ გაამართინეს ახალგაზრდებს აქციები, იხადეს ბოდიშები, მიაღებინეს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილება.... - აი, ამას აგუებდნენ საზოგადოებას.

რამე უკეთესი რომ დაგეგმოთ, გათვალოთ და ასე მიზანმიმართულად იმოქმედოთ, არ გინდათ? - მაგალითად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?!

"მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ, ვარსკვლავი ხომ არა ხარ?"
ახლა რასაც მოვყვები ანეკდოტი არ გეგონოთ, მოკლედ, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეკითხება "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს რატომ მაქვს განცდა, რომ პედესტალიდან გველაპარაკებით სულ, ჟურნალისტებს განსაკუთრებით, ისე, თითქოს თქვენ ზევით ხართ და ჩვენ ქვევითო?

სალომე ზურაბიშვილი კიდევ პასუხობს, "ალბათ იმიტომ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოსო".
ძლივს არ გავიგე ვის ეძღვნებოდა ცხონებული ეთერ ჭელიძის სიმღერა, ჰოდა ქალბატონო სალომე,

"მაღლა მაღლა ნუ დაფრინავ, ვარსკვლავი ხომ არა ხარ?
იქნებ დაბლა ჩამობრძანდე, ჩვენც მოგვხედო ხანდახან.

ნისლებში რომ იმალები, მზის სხივი ხომ არა ხარ?
ჩვენს ბაღებსაც მოაფინო, შენი შუქის ბარაქა... ბარაქა"

პლანი გვაქვს მოსაყვანი, პლანიი...


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (32)
18 სექტემბერი 2018 11:46
ბატონო ბიძინა საქართველოდან ახალგაზრდობა ყველა გარბის ,რატომ არ გინდათ პრეზიდენტი და მისი გუნდი ისეთი ხალხი მოიყვანო თქვენი მხარდამჭერი ნუ იქნება საქართველო უყვარდეს იბრძოლოს ცხოვრების დონის ასაწევად ყველა ვინც მთავრობაშია ფიქრობს რაც შეიძლება ბევრი ფული იშოვნოს თქვენც მაგას ფიქრობთ . არგინდათ ისტორიაში შეხვიდეთ როგორც მეორე აღმაშენებელი
natiw
15 სექტემბერი 2018 23:42
ვაი უბედურო საქართველოვ! :(
hemp
14 სექტემბერი 2018 18:51
საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში რამდენჯერაა ნახსენები კანაფი ....ეს არის სპეცილაური კანაფი სახელწოდებით hemp რომელიც ძალიან ბევრ ინდუსტრიაში გამოიყენება ...ხალხს ცოტა ინფორმაცია მიაწოდეთ სიბნელეა ქვეყანაში!!!
...
14 სექტემბერი 2018 14:10
ბატონო ბიძინა ძალიან გთხოვთ წაიკითხოთ არ გვინდა არც თქვენი ასი საწარმო აშენებული არჩ თქვენი ფული მოგახმაროს ღმერთმა მოიყვანე პრეზიდენტი და მისი გუნდი თქვენი მომხრეები კი არა საქართველოს მომხრეები იზრუნოს ტერიტორიების დაბრუნებაზე რხოვრების დონის ამაღლებაზე ესენი ფიქრობენ მარტო თავიანთავზე მარიხუანაზე რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდობა გაწყვიტონ
13 სექტემბერი 2018 11:56
ერთი რამე მაინც გაგვიკეთე ბატონო ბიძინა ისეთი პრეზიდენტობის კანდიდატი მოიყვანე იზრუნოს ტერიტორიების დაბრუნებაზე ცხოვრების დონის ამაღლებაზე აბა ამ დაკარგულებს თუ დაუკანონებს მაგის კუნტრუში აქეთ იქით რაში გვაინტერესებს
უცნობი
13 სექტემბერი 2018 11:03
ნუ ბლოკავთ ღმერთი გაგებიებს სიმართლის მიჩქმალვისათვის პასუხს !
ჩინოვნიკის ხელფასი 18000 ლარი ან 32000 ლარი თვეში ამ დროს პენსიონერის პენსია ( ნახევარი საუკუნის მუშაობის სტსჟით) 180 ლარი თვეში ისიც დამადლებული, პენსიონერის რომელთა მიერ შექმნილ ქონების ხარჯზე ხდება დღეს კიდევ ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნა.( 180X100 თვეზე =18000 ; 100: 12)=8.33 წელს ან კიდე (32000;180= 177,77 თვეს ანუ 14,75 წელს აი ეს არის მოჩვენებითი დემოკრატიის მონაპოვარი.
უცნობი
13 სექტემბერი 2018 09:51
ბატონებო და ქალბატონებო, მოაზროვნეებო და უაზროვნეებო , ქვეყნის მოსიკეთეებო და ქვეყნის მტრებო, ღმერთის მორჩილებო და ღმერთის მტრებო ანუ ყველას ერთიანად მოგმართავ, რამდენად სამართლიანია სახელმწიფო მოხელეს ჰქონდეს ხელფასი 18000 ლარი რომლის ხელშიც საწარმო გაკოტრების გზაზეა და ამ პირობებში პენსიონერს რომელსაც ქვეყანაში მუშაობის 50 წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს 180 ლარიანი პენსია, რომელსაც 100 თვე სჭირდება ( 100:12=8,5 წელი) იმისათვის რომ ამ მოხელის ერთი თვის ხელფასი პენსიად მიიღოს. ისე 32000 , და 40000 ლარიან ხელფასებზე აღარაფერს გეკითხებით, ნეტა რას უკეთებენ ქვეყანას ამისთანა სიკეთეს ???????????????????
ჰო
13 სექტემბერი 2018 03:32
მოვიდა ბიძინა შენი ბუტკაში შესვლის დრო
დიმა
12 სექტემბერი 2018 20:09
გრიგორიჩ ფაროსანასაგან როგორ დაიცავ კანაფის ჩითილებს? იქნებ ჩვენც გვასწავლო კაცო!!! თორემ დაგვეღუპა წლის მოსავალი...
იურისტი
12 სექტემბერი 2018 20:08
კანაბისის პლანტასია ცეცხლთან მიტანილი დენთის კასრია
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები