მიშა აღშფოთებულა, ვინც "ნაცსა" და "ქოცს" ერთ ტაფაზე ხრაკავს, დასახვრეტია ყველა, მალე ჩამოვალ და მივხედავო...
02-10-2018
მიშა აღშფოთებულა, ვინც  "ნაცსა" და "ქოცს" ერთ ტაფაზე ხრაკავს, დასახვრეტია ყველა, მალე ჩამოვალ და მივხედავო...
რაც უფრო ახლოვდება  საპრეზიდენტო არჩევნები, მით მეტი ხმაურისა და კანდიდატების ურთიერთ "გაშავების" მოწმენი ვართ. ქვეყნის "უბრალო მოკვდავებს" მოსაწყენად საქმე არ გვაქვს, რამეთუ ესოდენ პოპულარულ თურქულ ტელესერიალებს სერიოზული ყოველდღიური მეტოქე - "ქართული წინასაარჩევნო ქრონიკები" დაუპირისპირდა. აი, ვნება და მოქმედების ინტრიგა, დრამატული სიუჟეტი... ეროვნული "პოლიტიკური საპნის ოპერა" უცხოურს ტოლს არაფერში უდებს, ხშირ შემთხვევაში აღემატება კიდეც. "აღემატება" აღვნიშნე და ქართულ "პროდუქციაში" დრამატულ სიუჟეტს დაძაბული კრიმინალური მოქმედებაც ემატება.

ბიძინამ ბრძანა, უუღირსეულესი კანდიდატი გვყავს ჩვენო,
ჟურნალისტებს კი დაუბარა, ცოტა ხანში დავბრუნდები და უფრო ვრცლად გესაუბრებითო... ისე, ბატონო ბიძინა, ყოველი შემთხვევისთვის გაიხსენეთ დრო და დრო ეგ თქვენი კანდიდატი ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატიც რომაა...

მიშა კიდევ იძახის, აცივდა ჰოლონადიაში და მზიან სამშობლოში დროულად, მინდა, დაბრუნებაო... პირდება რაც შეუძლია ვაშაძე, - გავხდები პრეზიდენტი და
მერე მე ვიცი და ჩემმა გუმანმაო... ჰოდა, ბატონო ბიძინა, გესმით?!

ისე მონასტერი კია არეული გვარიანად, კვირას საღამოს "რუსთავ 2"-მა პირდაპირ ცეცხლითა და მახვილით შეუტია ხელისუფლებას, მთავარ რაინდად კი ზაზა ოქუაშვილი აკურთხა. მანაც ადგა და მოხსნა ტყუილ-მართალს პირი.

თუ "რუსთავი 2"-ის მიერ ნაჩვენები ბატონი ოქუაშვილის ინტერვიუ სიმართლეს შეეფერება, ამ ქვეყანაში ნორმალურ ადამიანს აღარ დაედგომება. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, "ნაცების" ოფიციალური "რუპორი" განსაკუთრებული ტენდენციურობით გამოირჩევა და მისთვის ამა თუ იმ პიროვნების "გაშავება" იოლ და ჩვეულ საქმეს წარმოადგენს. თავის დროზე ამ სფეროში "სააკაშვილმა და კომპანიამ" დიდ "წარმატებებს" მიაღწიეს და ამ "ტრადიციას" დასასრული ჯერ არ უწერია.

რასაკვირველია, ვერ ვიტყვი, რომ ამჟამინდელი მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების ნაწილი "მამა აბრამის ბატკნები" არიან და ალბათ, გავრცელებულ კომპრომატებში გარკვეული სიმართლის მარცვალიც იმალება.

არ დავიწყებ იმ ინტერვიუს დეტალურ ანალიზს. საქართველოს მოსახლეობა მორიგი "უმსგავსო სპექტაკლის" მხილველი გახდა. მე რომ მკითხოთ, ორივე მხარე დამნაშავეა და პასუხი ორივემ თანაბრად უნდა აგოს. ბოლო რამდენიმე თვეში განვითარებულ მოვლენებს თვალს თუ მივადევნებთ, ამჟამინდელი მთავრობა სრული შემადგენლობით რამდენჯერმე უნდა გადამდგარიყო. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ამის მომსწრე უკვე ვიქნებოდით.

მაგრამ ნიკა გვარამია, რომ უკიჟინებს ხელისუფლებას ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის გამო მაინც ნერვები გეშლება ადამიანს, რაც არ უნდა მართალი იყო ეს ნამინისტრალ-ნაპროკურორალი კაცი...

ჰო, მიშა იყო აღშფოთებული, ვინც  "ნაცსა" და "ქოცს" ერთ ტაფაზე ხრაკავს, დასახვრეტია ყველა, მალე ჩამოვალ და მივხედავო...

გამოვიდა წინა კვირას ირაკლი კობახიძე და "ქვეყანაში სიღარიბე შემცირდაო" - განაცხადა. რა შემცირდა, რამე ხომ არ გეშლებათ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე. გადმობრძანდით ერთხელ თქვენი მანქანიდან და იგივე თბილისში ფეხით გაიარეთ. მერწმუნეთ, ცოტა ხანში საკუთარი სიტყვებისა თავად შეგრცხვებათ.

სამწუხარო ის გახლავთ, რომ ირაკლი კობახიძის მაგალითი ერთეული არ გახლავთ. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ქვეყანა აღმშენებლობის გზით მიდის, პრობლემები ნელ-ნელა სწორდება და ვუახლოვდებით იმ "სანატრელ" 2030-2035 წლებს, როდესაც საქართველო ცხოვრების დონით წელში გამართული ქვეყანა იქნება. რა "უკეთესი მომავალი"? თუ ოქუაშვილის ინტერვიუ და სატელეფონო საუბრები სიმართლეს შეეფერება ამ ქვეყანას მომავალი საერთოდ აქვს კი?

ალბათ დროა გამოფხიზლდნენ თორემ სააკაშვილი მართლაც თავზე წამოადგებათ და ეს ცუდი სიზმარი კი არა მწარე რეალობა იქნება. რასაც ვუყურებ ყველაფერი აქეთკენ მიექანება. ამიტომ კიდევ გიმეორებთ, გონზე მოდით ბატონებო!!!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


ქართველი
01 ნოემბერი 2018 15:29
ზიკას! მიშას დროს : ბუტა რობაქიძე, გამცემლიძე , გვირგვლიანი, კორტზე ბიჭები, ვაზაგაშვილები, აფრასიძეები, გლდანის ციხეში ნაწამები ბიჭები, უაზრო აგვისტოს ომში დაღუპული საჯიშე ბიჭები, გურამ შარაძე და ძალიან, ძალიან ბევრი დახოცილები თუ ჩახოცილები, უბრალოდ ადგილი არ მეყოფა იმდენი გვარ სახელებია ჩამოსათვლელი. მიშას მომხრეებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ იტყვიან ფეხის გულებზე გკიდიათ ამდენი ოჯახების გაუსაძლისი ტკივილი!!!! თქვენ იცით რა ტიპები ხართ? ოჯახის წევრები, რომ დაგიხოცოთ მიშამ, მაინც იტყვით , მიშა " მაგარია". ყოჩახთ "მაგრები" ხართ. ძალიან გთხოვთ არ დამბლოკოთ.
grigori
06 ოქტომბერი 2018 12:59
ზიკა1 რატომ იწყებ შუა ადგილიდამ ?! დაიწყე გირგვლიანიდან ! ისე ბარბარეც 1 .10.12-მდე იყო !
qutaiseli
05 ოქტომბერი 2018 15:27
.ხალისიანი ხალხი კი ხართ ისე მიხუინები.ჩამოვას არქიფო აპა არ ჩამოვა თუ ტუნელში არ გაეჭედა როგორც წინა არჩევნებზე.დდ

რედაქტორის რჩევით