იმ რთული უსაფთხოების გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც საქართველოს უწევს საკუთარი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, მიზნად ვისახავთ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი არსებული გამოწვევების დაძლევას.
ეს წერილი მცდელობაა გავიგოთ, ვინ არის ალექსეი ნავალნი, რა როლი აქვს მას თანამედროვე რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მისმა წარმატებამ ჩვენზე ან, საერთოდ, წარმატების მიღწევის რა შანსი აქვს მას...
ძნელია ადამიანს, რომელიც რუსეთს 20 წელია მართავს "ნოვიჩოკი" უწოდო, თუმცა ფაქტია, რომ ვლადიმერ პუტინი, თავისი პოლიტიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტად აქტიურად იყენებს ნივთიერებას, რომელსაც "ნოვიჩოკი" ჰქვია.
2020 წლის პირველ ივლისს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები საბოლოოდ დააფიქსირებენ თავის პოზიციას ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას სრულ ნდობას გამოუცხადებენ.
2019 წლის მიწურულს მსოფლიომ ახალი ვირუსის შესახებ გაიგო, რომელიც დღემდე რჩება პლანეტის მოსახლეობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად. ახალი კორონავირუსი, COVID-19, SARS-COV-2 – ეს ამ ვირუსის სახელებია, თუმცა უმრავლესობა მას ხშირად უბრალოდ "კორონას" უწოდებს.
2019 წლის წლის 31 დეკემბერს ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დაფიქსირდა. მას შემდეგ, ეტაპობრივად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ჩაერთო ინფექციასთან ბრძოლაში. 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ covid-19 ოფიციალურად გამოაცხადა პანდემიად.
პუტინის რუსეთის მკვლევრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ ამ რეჟიმის ბუნება უკვე ამოხსნეს და ვლადიმირ პუტინი მათ ვეღარაფრით გააოცებს. ყველაფერი რასაც ის აკეთებს, ან მომავალში გააკეთებს, ადვილად მისახვედრი და პროგნოზირებადია.