"ჩინური ვირუსი"
"ჩინური ვირუსი"
2019 წლის მიწურულს მსოფლიომ ახალი ვირუსის შესახებ გაიგო, რომელიც დღემდე რჩება პლანეტის მოსახლეობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად. ახალი კორონავირუსი, COVID-19, SARS-COV-2 – ეს ამ ვირუსის სახელებია, თუმცა უმრავლესობა მას ხშირად უბრალოდ "კორონას" უწოდებს.

ახალი კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მისი გამოჩენიდან ერთი თვის თავზე, 2020 წლის 30 იანვარს საზოგადოებივი ჯანდაცვის გლობალურ გამოწვევად შეაფასა. 11 მარტს კი უკვე პანდემიად.
2020 წლის 9 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 8 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 400 ათასზე
მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი გავრცელდა 213 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

თავდაპირველად ყველასთვის დამაჯერებელი იყო ვერსია იმის თაობაზე, რომ ვირუსი სპონტანურად გაჩნდა და ის შემთხვევით გავრცელდა ქალაქ ვუჰანის ხორცპროდუქტების ბაზრიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ის ადამიანზე ღამურიდან გადავიდა. თუმცა დროთა განმავლობაში, ამ ვერსიამ დამაჯერებლობა დაკარგა.
მალევე გაჩნდა ცნობები იმის შესახებ,
რომ ჩინეთმა დროულად არ გაასაჯაროვა ინფორმაცია ვირუსის არსებობის შესახებ და მისი პირველი შემთხვევები არა დეკემბრის ბოლოს, არამედ გაცილებით ადრე იყო დაფიქსირებული.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჩინელი ექიმის, ლი ვენლიანის ისტორიამ, რომელიც ახალი ვირუსის შესახებ კოლეგების ინფორმირებას ცდილობდა. მან ჩინურ სოციალურ ქსელ weibo-ში ამის შესახებ პოსტიც დაწერა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცავ ორგანოებში დაიბარეს და "აღიარებითი ჩვენება" დააწერინეს, რომლის მიხედვითაც ის "ჭორებს ავრცელებდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა". ლი ვენლიანი 30 იანვარს COVID19-ის დიაგნოზით, ვუჰანის საავადმყოფოში მოათავსეს. 7 თებერვალს ის გარდაიცვალა. ცნობას მისი გარდაცვალების შესახებ იმავე სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. ნიშანდობლივია, რომ ჩინურმა სამთავრობო მედიამ ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ მალევე უარყო, თუმცა არა მხოლოდ ქეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში არსებული განსაკუთრებული ინტერესის გამო, სიმართლის დამალვა დიდხანს ვერ მოხერხდა და მისი სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურეს.
ლი ვენლიანის ტრაგიკულმა ისტორიამ და მის წინააღმდეგ გატარებულმა რეპრესიებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი, რომ პეკინი ვირუსის არსებობას საკმაო ხნის მანძილზე მალავდა.

მაისის დასაწყისში ჩინეთის მისამართით არებული ეჭვების ნაწილი დადასტურდა. ირკვევა რომ 2020 წლის იანვარში, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას COVID-19 ჯერ კიდევ არ ჰქონდა პანდემიად გამოცხადებული, ჩინეთმა კატასტროფულად გაზარდა სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტი. კერძოდ: 278 პროცენტით გაიზარდა იმპორტი ქირურგიულ პირბადეებზე, 72 პროცენტით ქირურგიულ ხალათებზე და 32 პროცენტით ქირურგიულ ხელთათმანებზე. ამასთან ერთად, ყველა ამ პროდუქტის ექსპორტი ჩინეთიდან მნიშვნელოვნად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის იანვრამდე 38 დასახელების სამედიცინო პროდუქტზე ექსპორტ-იმპორტის ბალანსი დრამატულად შეიცვალა. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ჩინეთი ემზადებოდა დიდი ეპიდემიური აფეთქებისთვის და რეალურ საშიშროებას დანარჩენ მსოფლიოს უმალავდა.

მეტი ინფორმაცია გახდა ცნობილი ვირუსის პირველწყაროს შესახებაც. დოკუმენტის მიხედვით ის გავრცელდა არა ვუჰანის ხორცპროდუქტების ბაზრიდან, არამედ ვუჰანის ვიროლოგიის ინსტიტუტიდან. აღსანიშნავია, რომ ეს ინსტიტუტი ადრეული 2000-იანი წლებიდან სპეციალიზდება კორონავირუსებზე. ამავე დროს, დადასტურებულია ორი შემთხვევა, როდესაც ჩინური ლაბორატორიებიდან SARS-ის ტიპის ვირუსის გაჟონვა მოხდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ოფიციალური ვერსიით, ვუჰანის ხორცპროდუქტების ბაზარში ვირუსი ადამიანზე ღამურიდან გავრცელდა. ირკვევა რომ ამ ბაზარში ღამურები საერთოდ არ იყიდებოდა და შესაბამისად, ეს ვერსია დამაჯერებელი ვერ იქნება.
ვერსია, რომ ახალი კორონავირუსის პირველწყარო არა ვუჰანის ბაზარი, არამედ ლაბორატორიაა, გაცილებით სარწმუნოა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს მონაცემები ჩინეთში არსებული ბიოლოგიური ლაბორატორიების უსაფრთხოების სტანდარტების კუთხით არსებული პრობლემების შესახებ.

თავად ვუჰანის ვიროლოგიის ინსტიტუტი 2015 წელს გახდა ჩინეთის პირველი ლაბორატორია, რომელმაც საერთაშორისო ბიოლოგიური უსაფრთხოების მეოთხე დონე მიიღო. კოვიდ ინფექციის გავრცელებამდე ზუსტად ორი წლით ადრე, 2018 წლის იანვარში მოხდა ლაბორატორიის ინსპექტირება. დასკვნის თანახმად, ლაბორატორიაში ტარდებოდა საშიში ექპსერიმენტები კორონავირუსით დაავადებულ ღამურებზე და არ იყო დაცული შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები.

ამ მონაცემების შეჯერებით, შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ჩინეთს გაცილებით ადრე ჰქონდა ინფორმაცია ვირუსის გავრცელებისა და მისი პოტენციური საშიშროების შესახებ, თუმცა ამაზე დანარჩენი მსოფლიოს დროული ინფორმირება საჭიროდ არ ჩათვალა. ამის პარალელურად, პეკინი თავად გულდასმით ემზადებოდა მის დასამარცხებლად და ოფიციალურად იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც ვირუსზე გამარჯვება კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის მონაწილეობით ჩატარებული ფლეშმობით აღნიშნა.

რამდენად ეთიკური იყო ჩინეთის მხრიდან მსგავსი პერფორმანსი, ამის შეფასებას ნუ ვეცდებით, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ ინფორმაციის დამალვით პეკინმა მსოფლიო მედიცინას დააკარგინა შესაძლებლობა უფრო მომზადებულები შეხვედროდნენ ახალი კორონავირუსს; დაიკარგა დრო ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატის შესაქმნელად, რომლებიც დღემდე არ არსებობს და რომელთა შექმნა ისედაც ხანგრძლივი პროცესია; მსოფლიო ეკონომიკას და ცალკეულ ქვეყნებს დააკარგინა შანსი უფრო მომზადებულები შეხვედროდნენ არა მხოლოდ ახალ ვირუსს, არამედ მოსალოდნელ ეკონომიკურ კატასტროფას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შედეგები, რაც ჩინეთიდან გავრცელებულმა ვირუსმა მსოფლიო ეკონომიკას მოუტანა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი 2020 წლის თებერვლიდან დაიწო და დღემდე არ დასრულებულა. პანდემიის შედეგად მსოფლიომ მიიღო: უმუშევრობის მკვეთრი ზრდა, საფონდო ბირჟების ჩამოშლა, ტურიზმის ინდუსტრიის კოლაფსი, სამედიცინო სფეროს კოლაფსი, ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, ენერგეტიკული ინდუსტრიის კოლაფსი, შიდა ვალების მკვეთრი ზრდა, სამომხმარებლო აქტივობის მკვეთრი ვარდნა და ა.შ. მსოფლიო სავალუტო ფონდმა 2020 წლის კრიზისი უკვე შეაფასა, როგორც ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ.

იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ წარმატებით მოახერხა ეპიდემიის მართვა და დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა, ნაწილმა კი დიდი მსხვერპლის ფასად დაძლია პიკი და ახლა ეტაპობრივად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ბევრი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ გლობალური პანდემიის სრულად დამარცხებამდე, პრაქტიკულად შეუძლებელია ცალკეული ქვეყნების ვირუსთან ბრძოლის კუთხით მიღწეულმა წარმატებამ, მათი კრიზისამდელი ეკონომიკური მაჩვენებლების დაბრუნება შეძლოს. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა სწორედ ახლა გადის ვირუსთან ბრძოლის ყველაზე რთულ ეტაპს, მთელი მსოფლიოსთვის ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ამასთან ერთად, არსებობს ვარაუდი, რომ შემოდგომაზე ვირუსის ახალი ტალღაა მოსალოდნელი, რაც ეკონომიკური აქტივობის აღდგენის ბუნდოვან პერსპექტივას კიდევ უფრო უიმედოს ხდის.

პ.ს. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთის მოქმედებამ, ძალიან ბევრ ადამიანს გაახსენა 1986 წლის 26 აპრილის ჩერნობილის კატასტროფა. მაშინაც საბჭოთა ხელისუფლება გულმოდგინედ ცდილობდა პრობლემის დამალვას, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, ისე საკუთარი მოსახლეობისთვის. დებატები ჩერნობილის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ დღემდე არ წყდება. სხვადასხვა მონაცემებით, 4000 ადამიანი მხოლოდ აფეთქების ახლო რადიუსში დაიღუპა, გარდაიცვალა 6000 ლიკვიდატორი, საერთო ჯამში კი მსხვერპლის როდენობა 60 0000-ს აღწევს. თუმცა ოფიციალური სტატისტიკა დღემდე მხოლოდ 31 გარდაცვალების შემთხვევას აღიარებს, რომელიც უშუალოდ კატასტროფის დღეს მწვავე რადიაციულმა სინდრომმა იმსხვერპლა. საბჭოთა კავშირისა და თანამედროვე ჩინეთის მიდგომა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ COVID19-ის პრობლემა თავისი შინაარსითა და მასშტაბებით გაცილებით რთული და ხანგრძლივია. არსებული შედეგები გაცილებით მძიმე... და არავინ იცის, საბოლოოდ როდის დაუბრუნდება მსოფლიო ჩვეულ ცხოვრებას, ახალი კორონავირუსისა და პირბადეების გარეშე.

დავით ბრაგვაძე
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
KAXABER
24 აგვისტო 2020 22:14
დიახ
გიგა
18 ივნისი 2020 01:09
ამიტომ დასავლეთმა სამაგალითოდ უნდა დასაჯოს ჩინეთი - უარი თქვას ჩინეთის პროდუქციაზე და ასევე იქაურ ქარხნებში დამზადებულ ბრენდულ ნაწარმზე.
ბლოკადა მანამ უნდა გაგრძელდეს, სანამ ჩინეთი დემოკრატიული ქვეყანა არ გახდება და სამუდამო პრეზიდენტები არ მოშორდებიან.