"ორაზროვანი კომენტარები, საკუთარი პერსონის უფრო საინტერესოდ წარმოჩენისთვის, მაგალითად: „მიყვარხარ, შენ“ (მაგრამ ეს „შენ“ რეალურად არც არსებობს), „რა ცუდად ვარ, არაფერი მკითხოთ“ (თუ არ გინდათ, რომ გკითხოთ, რაღაზე პოსტავ საჯაროდ) და ა.შ."
საინტერესო ქართული სინდრომი: გვყავს ბევრი "ვარსკვლავი", ვისაც ხშირად, შეიძლება ითქვას – მუდმივად ვხედავთ ეკრანებზე, მაგრამ მოულოდნელად თუ ვინმე გვკითხავს – რა მიზეზით არის ცნობილი, რა გაუკეთებია ზოგადად – შეიძლება უბრალოდ დაბნეულებმა ავიჩეჩოთ მხრები და პასუხიც ვერ გავცეთ.