წარმატების რეალური შანსი სტუდენტებისთვის, მარტივი გზა კარიერის შესაქმნელად - კვირის პალიტრა

წარმატების რეალური შანსი სტუდენტებისთვის, მარტივი გზა კარიერის შესაქმნელად

ყოველთვის მინდოდა მქონოდა საინტერესო და შემოქმედებითი სამსახური, გამომემუშავებინა საკმარისი თანხა მოგზაურობისთვის, პირადი და ოჯახური კეთილდღეობისთვის და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ამ ყველაფრის გამო დასაქმება საკმაოდ ადრეულ, 18-19 წლის ასაკში გადავწყვიტე. თუმცა გადავაწყდი ერთ დიდ პრობლებას: სამუშაო სტაჟის არ ქონის გამო – არავის ავყავდი სამსახურში, თუმცა ისიც ლოგიკური იყო, რომ თუ ოდესმე ვიღაც ამ ნაბიჯს არ გადადგამდა – კიდევ დიდ ხანს ვიქნებოდი უმუშევარი სტუდენტი და დავკარგავდი სამუშაო სტაჟის იმ წლებს, რომელიც რეალურად ძალიან კარგად შემეძლო გამომეყენებინა.

გასათვალისწინებელი ფაქტორი იყო ისიც, რომ ჩემ კარიერას ვგეგმავდი ბიზნესის კუთხით, ხოლო მამა ინჟინერი და დედა – ფილოლოგი მყავდა, ერთი სიტყვით ე.წ. "უპატრონო" კადრი ვიყავი, რომელსაც თუ რამის მიღწევა სურდა – მხოლოდ საკუთარი შრომით უნდა მიეღწია, თუმცა თავდაუზოგავი შრომისთვის მზად ვიყავი.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა "საქართველოს ბანკის" ორ თვიანი სტუდენტური პროგრამა, სადაც აგვყვანეს დაახლოებით 100-მდე სტუდენტი, საზაფხულო "ბალის" სტუდენტურ აქციაში, ხოლო ორ თვიანი დაკვირვების შემდეგ ჩვენი უნარ-ჩვევების მიხედვით დაგვიტოვეს ისინი, ვინც ამ პერიოდში ჩვენი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინეთ.

მოვხვდი ჯვარედინი გაყიდვების დეპარმანეტში და უკვე მე-8 თუ მე-9 წელია გაყიდვების სფეროში ვაგრძელებ მოღვაწეობას, მათ შორის ბოლო 4 წელი მენეჯერულ პოზიციებზე.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღეს უკვე მე თვითონ ვაცხადებ სტუდენტურ კონკურსს პალიტრა მედია ჰოლდინგში და ვაძლევთ შესაძლებლობას მოტივირებულ სტუდენტებს, ობიექტურ პირობებში, თავად შექმნან თავისი კარიერა და გამოიყენონ ეს მართლაც რომ ძალიან კარგი შესაძლებლობა!

მოკლედ ამ კონკურსის შესახებ:

კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა, მოტივირებულ ადამიანებს შეასწავლოს გაყიდვების ტექნიკა და შემდგომ დაასაქმოს ისინი საინტერესო და პერსპექტიულ პოზიციებზე.

მონაწილეობის მისაღებად თქვენი რეზიუმე უნდა გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: student@palitra.ge

აღნიშნული ორი თვე სტუდენტებისთვის იქნება მრავალმხრივ სასარგებლო:

- ისინი გაივლიან სტაჟირებას წამყვან ქართულ მედია ჰოლდინგში;

- ექნებათ დრო, რომ შეაფასონ რამდენად საინტერესოა მათთვის კომერციული სფერო;

- შეძლებენ მოიპოვონ საინტერესო პოზიცია კომპანიაში მინიმალური სამუშაო გამოცდილების გარეშე;

- გაიარონ ორ თვიანი სტაჟირება და ჰქონდეთ ურთიერთობა საინტერესო ქართულ კომპანიებთან;

- გაატარონ საინტერესო დრო, რეალური შოუს ფორმატის მქონე სტუდენტურ კონკურსში და ობიექტურად, საკუთარი შრომით მოიპოვონ სამუშაო ადგილი.

Iმაგე

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

რეზიუმეების მიღება და პირველადი გადარჩევა

"შორთ ლისტის" დაბარება და მათთან შეხვედრა ჟიურისთან ერთად, სადაც ადგილზე, სპონტანურად გაყიდიან რამე კარგად ნაცნობ პროდუქტს

შეირჩევა 20 ადამიანი, რომლებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგები და სპეციალური გადამზადება, რის შემდეგაც დაიწყებენ მარკეტინგულ და გაყიდვების დაგეგმვას რეალურ კომპანიებთან

ეტაპობრივად, სუსტი გუნდები დატოვებენ პროექტს, ხოლო ძლიერები გააგრძელებენ ბრძოლას გამარჯვებისთვის

ფინალურ ეტაპზე, დარჩენილი სამი ჯგუფი, დაუგეგმავს გაყიდვებს ცნობილ ქართულ კომპანიებს, მოხდება შედეგების ანალიზი, რაც გაშუქდება პალიტრა მედიას სხვადასხვა მედია საშუალების მიერ (ტელევიზია, რადიო, საიტები)

გამარჯვებული გუნდი დასაქმდება პალიტრა მედიას შვილობილ კომპანია "ედვორდში", რომელიც გულისხმობს ტექსტური რეკლამების განთავსებას რეიტინგულ საიტებზე;

კონკურსი არის როგორც აზარტული, დაახლოებით რეალითი შოუს მსგავსი ფორმატის, სახალისო, საინტერესო და რაც მთავარია – ძალიან სასარგებლო.

და ბოლოს, მე უკვე ავიხდინე ჩემი სტუდენტობის დროინდელი ყველა ოცნება, ახლა თქვენი ჯერია!

წარმატებას გისურვებთ!